დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110415019, 15/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.016335 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №175
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
,,დანართი №4
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
| მომსახურების დასახელება | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით | ||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | |||
| ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის | 1 კუბური მეტრი –100 ლარი |
|
|
|
|
| |||
| მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით | ||||||||
| მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება | 0,1 ჰა-მდე – 150 ლარი | 0,1ჰა-დან 1,0 ჰა-მდე – 500 ლარი | 1ჰა-დან 10 ჰა-მდე – 1000 ლარი | 10ჰა-დან 100 ჰა-მდე – 2500 ლარი | 100ჰა-დან 1000 ჰა- მდე – 3500 ლარი | 1000ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი | |||
| შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება შესაბამისად მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით. | |||||||||
| სალიცენზიო ობიექტის მომზადება: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით | ||||||||
| სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით |
1 ჰექტარი – 1 ლარი |
|
|
|
|
| |||
| სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა |
1 ლარი |
|
|
|
|
| |||
| გენერალური ლიცენზიისა და ხე–ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა
| 1 ჰექტარი – 2 ლარი |
|
|
|
|
| |||
| ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით
| ||||||||
| ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება | 1კმ-მდე – 100 ლარი | 1კმ-დან–5კმ-მდე –250 ლარი | 5კმ-დან–10კმ-მდე – 500 ლარი | 10კმ-დან–100კმ-მდე – 5000 ლარი | 100კმ-დან –500კმ-მდე – 15000 ლარი | 500კმ და მეტი –30000 ლარი | |||
| ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით | ||||||||
| საშეშე მერქნის მოპოვებისათვის | 1 კუბური მეტრი – 3 ლარი |
|
|
|
|
| |||
| სამასალე მერქნის მოპოვებისათვის | 1 კუბური მეტრი – 3 ლარი |
|
|
|
|
| |||
| ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარებით | ||||||||
| ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის | 30 ლარი |
|
|
|
|
| |||
| ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის | 100 ლარი.“. |
|
|
|
|
| |||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები