„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.021565
545
14/11/2019
ვებგვერდი, 14/11/2019
390050010.10.003.021565
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №545

2019 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-10 მუხლის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. დაცულ ტერიტორიებზე სოციალური ჭრები ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, გარდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველყოფისა,  დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში.“.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში და ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 90 კალენდარული დღე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ხე-ტყის დამზადების ვადაგასული ბილეთის ნაცვლად ახალი ბილეთი არ გაიცემა, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დაცულ ტერიტორიებზე I ხარისხის ხე-ტყის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის მოპოვებით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მომდევნო წლის დასრულებამდე ერთჯერადად, შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი  ქვითრით  წერილობით   მიმართოს  მართვის  ორგანოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის მისაღებად და ვადაგასული ბილეთის საფუძველზე მიიღოს ხე-ტყის დამზადების ახალი ბილეთი, რომლის მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 60 კალენდარული დღე იმავე სახეობებისა (ჯიშის) და ოდენობის ხე-ტყის დამზადებისათვის (შესაძლებელია, შეიცვალოს ტყეკაფი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია