„ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110909008, 09/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016498
  • Word
338
07/09/2011
ვებგვერდი, 110909008, 09/09/2011
390050010.10.003.016498
„ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 338

2011 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) დამტკიცებულ ტყითსარგებლობის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოების შემთხვევაში ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსის რეალიზაციის ან/და განაწილებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირების შემთხვევაში მომსახურება (მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდის ვადები) ხორციელდება სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სოციალური ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირებისათვის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი „სათბობი შეშის ვაუჩერის“ საფუძველზე მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის სააგენტოს მიერ მომსახურება  ხორციელდება უსასყიდლოდ. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“.

2. მე‑5 მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოყოფილ ტყეკაფებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული „სათბობი შეშის ვაუჩერის“ საფუძველზე სათბობი შეშით დაკმაყოფილებისას ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით – ამ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევებისა.“.

3. მე‑10 მუხლის მე‑16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. სოციალური ჭრების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მთავარი სარგებლობის შესაბამისი ჭრის სახეები.“.

4. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 29. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის მიმღები

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) მოპოვების დოკუმენტის (შემდგომში – ნადირობის დოკუმენტი) მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.“.

5. 33-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ნადირობით დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;“.

6. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. ნადირობის რეგულირება

1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს და ანაწილებს სააგენტოს უფროსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კვოტების დამტკიცებამდე ნადირობა არ დაიშვება.

3. ნადირობისათვის მოსარგებლე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურს იხდის წინასწარ, ნადირობის დოკუმენტის მიღებამდე.“.

 მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                             ნ. გილაური