დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/01/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180111, 18/01/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390060000.10.003.016175 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №14
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №103, მუხ. 1533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მომსახურების საფასური
1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის №4 დანართის შესაბამისად.
2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომსახურების საფასურის გადახდა ხდება არა უგვიანეს ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისა:
ა) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და განკარგულებით უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთში მითითებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის შესაბამისად – სრულად;
ბ) სოციალური ჭრების განხორციელების შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ მასზე დასამზადებლად დამაგრებული ლიკვიდური მერქნის მოცულობის მიხედვით.
3. სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის მომსახურების საფასური არ დგინდება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამოღების მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემისას.
4. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოყოფილ ტყეკაფებზე.
5. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიისა და სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხოს სალიცენზიო ობიექტის მომზადებისათვის გაწეული მომსახურების ამ წესით დადგენილი საფასური.“.
2. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვების დოკუმენტი გაიცემა თითოეულ სანადირო იარაღზე.“.
3. წესის №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №4
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
მომსახურების დასახელება | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით | ||||||||
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | |||
ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის | 1 კუბური მეტრი –100 ლარი |
|
|
|
|
| |||
მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით | ||||||||
მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება | 0,1 ჰა-მდე – 150 ლარი | 0,1ჰა-დან 1,0 ჰა-მდე – 500 ლარი | 1ჰა-დან 10 ჰა-მდე – 1000 ლარი | 10ჰა-დან 100 ჰა-მდე – 2500 ლარი | 100ჰა-დან 1000 ჰა- მდე – 3500 ლარი | 1000ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი | |||
შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება შესაბამისად მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით. | |||||||||
სალიცენზიო ობიექტის მომზადება: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით | ||||||||
სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით |
1 ჰექტარი – 1 ლარი |
|
|
|
|
| |||
სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა |
1 ჰექტარი – 1 ლარი |
|
|
|
|
| |||
მთავარი სარგებლობის ჭრებისათვის საექსპლუატაციო უბნის კონტურებისა და მარაგის, მათ შორის, მოსაჭრელი მარაგის დადგენა | ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (5 სანიმუშო ფართობამდე) – 250 ლარი | ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (10 სანიმუ-შო ფართო-ბამდე) – 200 ლარი | ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (100 სანიმუ-შო ფართო-ბამდე) – 100 ლარი | ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (100 სანიმუშო ფართობი და მეტი) – 70 ლარი | _ | _ | |||
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით
| ||||||||
ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება | 1კმ-მდე – 100 ლარი | 1კმ-დან–5კმ-მდე –250 ლარი | 5კმ-დან–10კმ-მდე – 500 ლარი | 10კმ-დან–100კმ-მდე – 5000 ლარი | 100კმ-დან –500კმ-მდე – 15000 ლარი | 500კმ და მეტი –30000 ლარი | |||
ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით | ||||||||
საშეშე მერქნის მოპოვებისათვის | 1 კუბური მეტრი – 3 ლარი |
|
|
|
|
| |||
სამასალე მერქნის მოპოვებისათვის | 1 კუბური მეტრი – 3 ლარი |
|
|
|
|
| |||
ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის: |
მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით | ||||||||
ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის | 30 ლარი |
|
|
|
|
| |||
ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის | 100 ლარი.“. |
|
|
|
|
| |||
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები