დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 543 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.019609 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტყითსარგებლობის წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები 1. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით. 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი საწყობდება გამგეობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე) და გადაეცემა: ა) I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები); ბ) საშეშე მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე. 4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხე-ტყე გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფიზიკური და იურიდიული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული რესურსით სარგებლობის მოსაკრებელისა და ტყის დამზადების ბილეთის საფასურთან ერთად იხდის ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ხე-ტყის დამზადების საფასურს. 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალური ჭრით ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები