დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 455 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 04/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.018841 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. 276 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, გარდა ამ წესის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 2. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების არსებობისას, ყოველწლიურად 10 000 მ3-ზე მეტი მერქნული რესურსის მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის მომართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დადგენილი პირობებით, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსი განკარგოს (გასცეს) პირდაპირი წესით, ელექტრონული აუქციონის გარეშე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები