„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 638
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.021658
638
23/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
010320000.10.003.021658
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №638

2019 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

1. ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ , №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში :

1. პირველი მუხლის :

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. დადგენილების მიზანია , განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის წესი , აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთსაქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , „საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონით დაცული , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებისას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისას ), ასევე საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში , სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ , სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრისას გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი .“;

) მე -2 პუნქტის :

. ) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) სსიპეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომშისააგენტო ) და სსიპაჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები ;“;

. ) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

) სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირისაჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომშიაჭარის სატყეო სააგენტო ) მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა ;“;

. ) „ 2ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

2) სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთსაქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , „საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონით დაცული , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების ), ასევე , საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში , სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ , სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრის შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი ;“.

2. მე -2 მუხლის 22პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„223ბოძი საყრდენ მასალად ვარგისი მსხვილი ბოლოდან 8-დან 12 სანტიმეტრამდე დიამეტრის 2 მეტრამდე სიგრძის მერქნული რესურსი , ასევე აკაციის სახეობის ორად ან ოთხად ნაპობი მერქნული რესურსი .“.

3. მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 224 – 226 პუნქტები :

„224. სარი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მსხვილი ბოლოდან 4-დან 8 სანტიმეტრამდე დიამეტრის 2 მეტრამდე სიგრძის მერქნული რესურსი .

225. ჭიგო სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მსხვილი ბოლოდან 4 სანტიმეტრამდე დიამეტრის 2 მეტრამდე სიგრძის მერქნული რესურსი .

226. მერქნიანი მცენარეების პროდუქტები მერქნიანი მცენარეების წიწვი , ფოთოლი , ყვავილი , ყვავილის მტვერი , ფისი , წვენი , თესლი , გირჩი , ნაყოფი .“.

4. მე -3 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ;“.

5. მე -4 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია :“.

6. მე -4 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება :

. ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომ ­ზადება ;

. ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება ;

. ) სიტუაციური გეგმის მომზადება ;

. ) მერქნული რესურსის აღრიცხვა ;“.

7. მე -5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური განისაზღვრება ამ წესის №4 დანართის შესაბამისად .“.

8. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -8 პუნქტი :

„8. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ტყის ფონდის ტერიტორიაზე მერქნული რესურსის აღრიცხვის მომსახურებისათვის გადახდილ უნდა იქნეს ამ წესის №4 დანართის 6.1 და 6.2 პუნქტებით განსაზღვრული საფასური .“.

9. მე -3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

თავი III. ტყეკაფის მონიშვნის , გამოყოფის , ხე -ტყისა და ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების დამზადების წესი “.

10. მე -8 მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) ფართობის მიხედვითმთავარი სარგებლობის პირწმინ ­და ჭრისა და საექსპლუატაციო ჭრის დროს ;“.

11. მე -8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი :

„21. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისთვის (ამორიცხვისთვის ) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა წარმოებს :

) ძირობრივად (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით ) – აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ -ისა და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები , ფესვის ყელთან ან თვალთახედვის არეში საღებავით ეწერება რიგითი ნომერი ;

) ფართობის მიხედვითროდესაც აღსარიცხ ფართობზე ხეების 75%-მდე რაოდენობის ტაქსაციური დიამეტ ­რი 8-20 სმ -ია , ხე -ტყის მოცულობა იანგარიშება სანი ­მუშო ფართობის მიხედვით , რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს აღრიცხვას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5%- , ხე -ტყის მოცულობა იანგარიშება ამოსარიცხი ფართობისთვის საორიენტაციოდ ;

) დამზადებული ხე -ტყის მასის მიხედვითროდესაც აღსარიცხ ფართობზე ხეების 75%-მდე რაოდენობას ტაქსაციური დიამეტ ­რი 8 სმ -ზე ნაკლები აქვს და ბუჩქებისთვის , ამ შემთხვევაში , განისაზღვრება მერქნული რესურსის საორიენტაციო მოცულობა . დამზადებული ხე -ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტ ­დე ­ბა ფაქტობრივად დამზადებული ხე -ტყის აზომვით .“.

12. მე -8 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „6. ბარის ტყეებში მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრისა და საექსპლუატაციო ჭრის ტყეკაფის ტერიტორია მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით . მთის ტყეებში მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება სატაქსაციო უბნის ფარგლებში . მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფის , ასევე დაცულ ტერიტორიებზე (რომლებსაც არ აქვთ მოქმედი ტყის მართვის გეგმა ) სოციალური ჭრის დროს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების , ასევე საექსპლუატაციო ჭრის ტყეკაფის მონიშვნა დასაშვებია კვარტალის ფარგლებში . სპეციალური ჭრის ტყეკაფი მოინიშნება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად .“.

13. მე -8 მუხლის მე -9 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) ფართობის მიხედვითპირწმინდა და საექსპლუატაციო ჭრის განხორციე ­ლე ­ბისას დასამზადებელი ხე -ტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით , მისი ოდენობა უნდა შეადგენდეს ჭრას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5%- ;“.

 

14. მე -8 მუხლის 22- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„22. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფის მონიშვნის მასალების მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვა , დადგენილი წესით , ხორციელდება მართვის ორგანოს მიერ . ამ შემთხვევაში , ტყეკაფი გამოიყოფა ტყეკაფის პასპორტის გამოწერით , რომელიც ხელმოწერით დასტურდება მართვის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ .“.

 

15. 81 მუხლის :

 

) მე -4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) ბოძისთვის გადახდილ უნდა იქნესბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი , ხოლო სარისთვის ან /და ჭიგოსთვის გადახდილ უნდა იქნესბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი ;“;

 

) მე -5 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  ) ბოძისთვის გადახდილ უნდა იქნესბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი , ხოლო სარისთვის ან /და ჭიგოსთვის გადახდილ უნდა იქნესბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი ;“.

 

16. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -6 პუნქტი :

„6. ამ წესის მე -12 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , აუქციონის გარეშე , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით , მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში :

) მრგვალი ხე -ტყისათვის (მორისათვის ) გადახდილი უნდა იქნესბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი , თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი ;

) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნესბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი , თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი .“.

 

  17. 82 მუხლში :

 

  ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა , რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე ) განხორციელებული ჭრების , სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე , რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე , სააგენტოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის , სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების , სპეციალური ჭრებისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების , სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრის , ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო -სამეურნეო გზის მოწყობისას , რეაბილიტაციისას ან /და მოვლისას მოჭრილი (გარდა ამ წესის მე -12 მუხლის მე -10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის , ლიცენზიანტისათვის ) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი , მოვლითი ჭრებით მიღებული , ამ წესის 56- მუხლის მე -8 პუნქტით , 58- მუხლის მე -6 პუნქტით , 59- მუხლის მე -3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში , გარემოდან ამოღებული , ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასაცემი მერქნული რესურსის გაცემამდე სააგენტო ახორციელებს მერქნული რესურსის დახარისხებას .“;

 

) მე -2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი :

„3. აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია , მრგვალი ხე -ტყის (მორის ) ხარისხობრივი თვისებების გაუარესების შემთხვევაში , განახორციელოს მრგვალი ხე -ტყის (მორის ) საშეშე მერქნად დახარისხება , რაზეც დგება აქტი . აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას საშეშე მერქნად დახარისხების გამომწვევი მიზეზის შესახებ . აქტის ფორმა მტკიცდება აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის ბრძანებით .“.

 

  18. მე -12 მუხლის მე -5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა , რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე ) განხორციელებული ჭრების , დაცულ ტერიტორიებზე , სსიპდაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებული მოვლითი ჭრების , სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსთვის გადაცემა ხდება ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება -ჩაბარების აქტით . სააგენტოს მიერ აღნიშნული რესურსის დახარისხება ხორციელდება ამ წესის 8​2 მუხლის შესაბამისად . სააგენტო უფლებამოსილია , მერქნული რესურსის დახარისხება განახორციელოს ხე -ტყის დამზადების ადგილას , მის ტრანსპორტირებამდე . ასეთი წესით დამზადებულ მერქანს სააგენტო გასცემს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე , ამ წესის 46​3 მუხლით დადგენილი წესით . სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა , რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე ) განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის ამ წესის 463 მუხლით დადგენილი წესით გაცემისას ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი არ გადაიხდება . სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებისათვის (ამორიცხვისათვის ) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა ხორციელდება დანართ №12-ის შესაბამისად

  51. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში , სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა , რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე ), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით , სახეობების მიხედვით , საწყობდება აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი აჭარის სატყეო სააგენტოსათვის გადაცემა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში , სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა , რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე ) ჭრის , ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და აჭარის სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება -ჩაბარების აქტით . აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ აღნიშნული დაუკოტრავი მერქნული რესურსის საშეშე მერქნად დახარისხება ხორციელდება ამ ხე -ტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ . ასეთი წესით დამზადებული მერქანი , ასევე აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებითა და აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით , არაკომერციული მიზნით მოსახლეობის , საბიუჯეტო ორგანიზაციების , საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის , საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების ხე -ტყით უზრუნველსაყოფად . სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებისათვის (ამორიცხვისათვის ) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა ხორციელდება დანართ №12-ის შესაბამისად .“.

 

19. მე -12 მუხლის მე -6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„6. სპეციალური ჭრის , ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას , თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას , რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე , ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია , სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს : კომპენსაციის სახით , 1 (ერთი ) კუბ . მერქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ -ის ჩათვლით ) და ამ წესის №7 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა , საიდანაც სააგენტო უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტშიბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას , კომპენსაციის სახით , 1 (ერთი ) კუბ . მერქნულ რესურსზე 3 ლარის (დღგ -ის ჩათვლით ) საკუთარ ანგარიშზე ასახვას , ხოლო დარჩენილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას .

61. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური ჭრის , ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას , თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას , რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე , ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია , აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს : კომპენსაციის სახით , 1 (ერთი ) კუბ . მერქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ -ის ჩათვლით ) და ამ წესის №7 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა , საიდანაც აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს კომპენსაციის სახით , 1 (ერთი ) კუბ . მერქნულ რესურსზე 3 ლარის (დღგ -ის ჩათვლით ) საკუთარ ანგარიშზე ასახვას , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლისა და დარჩენილი თანხის გადარიცხვას .“.

20. მე -13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი :

„5. სააგენტო უფლებამოსილია , თვითონ უზრუნველყოს ხე -ტყის ნარჩენის ტყიდან გამოტანა და დასაწყობება მის მიერ გამოყოფილ ადგილას , შემდგომში ბიოსაწვავის მწარმოებელი პირებისთვის გაცემის მიზნით . სააგენტო უფლებამოსილია , ხე -ტყის ნარჩენის გამოტანა უზრუნველყოს მისი განთავსების ადგილზე დაქუცმაცებული სახით ან დაქუცმაცების გარეშე . სააგენტოს მიერ ხე -ტყის ნარჩენის გაცემა ხორციელდება ამ წესის 463 მუხლის მე -5 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით .“.

 

21. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი :

 

მუხლი 131. ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების დამზადება

 სააგენტო უფლებამოსილია , მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უზრუნველყოს ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების დამზადება და დასაწყობება სააგენტოს მიერ გამოყოფილ ადგილას , შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით . აღნიშნულ რესურსს სააგენტო გასცემს ელექტრონული აუქციონის გზით , ამავე წესის მე -8 თავით დადგენილი წესით .“.

 

22. 271 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე , სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრებისათვის .“.

 

23. 27​3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა , სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა ), ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის , რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის ) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და /ან სპეციალური ჭრების განხორციელება , აგრეთვესაქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება ) დასაშვებია , რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია , ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე , სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებშიშესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს პირის საიდენტიფიკაციო ნომერი , ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართ №1-ის მიხედვით ), საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია , საკადასტრო გეგმასთან ერთად . სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებშიშესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას , გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას . ამასთან , „საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი მართვის ორგანო , შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში . ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება .“.

 

24. 275 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

მუხლი 275. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა

1. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის საჭიროებისას , სააგენტოს /აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდში სპეციალური ჭრის განხორციელების მიზნით , სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი გამოსცემს ბრძანებას , რომლითაც განსაზღვრავს სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ტერიტორიას , სარგებლობის ვადასა და მოსაჭრელი მერქნული რესურსის სავარაუდო ოდენობას .

2. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე . ამ შემთხვევაში , მართვის ორგანოზე არ ვრცელდება ამ წესის 272 მუხლის მე -5 პუნქტისა და 277 მუხლის მოქმედება .

3. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას განხორციელებული სპეციალური ჭრებით ხე -ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით .

4. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე -ტყე (მორი ) და /ან საშეშე მერქანი , შემდგომი რეალიზაციის მიზნით , საწყობდება შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე ).

5. სააგენტო , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტო , სპეციალური ჭრით ხე -ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით .

6. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე , ამ წესის 463 მუხლით დადგენილი წესით .

7. აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით .

8. სააგენტოს /აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მერქნული რესურსი , შესაბამისად მინისტრის , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გადაწყვეტილებით , შესაძლებელია , პირდაპირი წესით გადაეცეს შესაბამის ტყის მართვის ორგანოს , კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად , ასევე სათბობი შეშით მომარაგების მიზნებისათვის , ამ წესის 81 მუხლის მე -5 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდით , ხოლო საშეშე მერქნის შემთხვევაში , სააგენტო /აჭარის სატყეო სააგენტო გადაიხდის ამ წესის 81 მუხლის მე -5 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს .“.

25. 277 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ამ წესის 27​​3 მუხლის 3​​1 პუნქტით გათვალისწინებული წიაღის შესწავლისთვის ან /და მოპოვებისთვის საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით . წიაღის მოპოვების შემთხვევაში , მიწის ფართობისა და მერქნიანი მცენარეების ჭრისათვის კომპენსაციის გადახდა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ამ სამუშაოების დაწყებამდე პერიოდში . წიაღის შესწავლის შემთხვევაში , მიწის ფართობისათვის კომპენსაციის გადახდა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ამ სამუშაოების დაწყებამდე პერიოდში , ხოლო მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაშიჭრის განხორციელებამდე . ამ პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება მიწის ფართობისა და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით , ხე -ტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში . საკომპენსაციო საფასური ხმარდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიზნებს .“.

 

26. 278 მუხლის :

 

) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ , „საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , „საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია , გადაიხადოს საკომპენსაციო საფასური ამ წესის №7 დანართის პირველი ცხრილის მიხედვით , მერქნული რესურსის შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი საფასურის ოთხმაგი ოდენობით . საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .“;

 

) მე -3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -4 პუნქტი :

„4. მერქნიანი მცენარეების მოჭრისთვის დადგენილი საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე , თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარეების მოჭრით დაინტერესებული პირის ვალდებულება მერქნიანი მცენარეების მოჭრისთვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით . ასეთ შემთხვევაში , სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ , სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე , მერქნიანი მცენარეების მოჭრით დაინტერესებული პირი ვალდებულია , ერთჯერადად გადაიხადოს შესაბამისი საკომპენსაციო საფასური ამ წესის მე -7 დანართის №1 ცხრილის მიხედვით . აღნიშნული საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება სააგენტოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეაჭარის სატყეო სააგენტოს ) ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .“.

 

27. 45- მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა სააგენტოს მიერ ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით . მერქნული რესურსისა და მერქნული რესურსის პროდუქტების გაცემა სააგენტოს მიერ ხორციელდება ელექტრონული აუქციონის , ხოლო მერქნული რესურსის შემთხვევაშიასევე ამ წესის 463 მუხლის შესაბამისად , პირდაპირი მიყიდვის ფორმით . რესურსის გაცემა შესაძლებელია , განხორციელდეს სააგენტოს მიერ სპეციალურად მოწყობილი ადგილებიდან . სააგენტო უფლებამოსილია , რესურსის დასაწყობების მიზნით , სპეციალური ადგილები , შესაბამისი ინფრასტრუქტურით , მოაწყოს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე .

2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია (გარდა სოციალური ჭრის ფარგლებში , ხე -ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე დამზადებული მერქნული რესურსისა ) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა , რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე ) მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე (რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე ) მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (რესურსის სოციალური მიზნებისათვის გაცემის აუცილებლობის არარსებობის პირობებში ), ასევე დაცულ ტერიტორიებზეტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე -12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებული მოვლითი ჭრების , სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების , სპეციალური ჭრებისა და სააგენტოს /აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი , აგრეთვე ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო -სამეურნეო გზის მოწყობისას , რეაბილიტაციისას ან /და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე -12 მუხლის მე -10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის , ლიცენზიანტი ) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი , მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი , ამ წესის 55- მუხლის მე -2 პუნქტით , 56- მუხლის მე -8 პუნქტით , 58- მუხლის მე -6 პუნქტით , 59- მუხლის მე -3 პუნქტითა და 61​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი , ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი .“.

 

28. 45- მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. ამ წესის მე -12 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ შესაბამისი მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის მეშვეობით გაცემისას , ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ტყის ფონდის სარგებლობაში ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემისას გამოიყენება ამ წესის VIII თავით დადგენილი შესაბამისი პროცედურები .“.

 

29. 46- მუხლის :

 

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) მერქნული რესურსისა და მერქნული რესურსის პროდუქტების საკუთრებაში გაცემის შემთხვე ­ვაშისააგენტოს ინიციატივით .“;

 

) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია , ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსისა და მერქნული რესურსის პროდუქტებზე სა ­კუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონა ­წილე იმ პირს , რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს , ხოლო თუ ელექტრო ­ნული აუქციონი გამოცხადდა პირობებით , სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს , რომელიც გამო ­ცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს .“;

 

  ) მე -6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი :

  1) მერქნული რესურსის პროდუქტების საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში , პროდუქტის სახეობას , ადგილმდებარეობასა და რაოდენობას ;“;

 

  ) მე -6 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსისა და მერქნული რესურსის პროდუქტის საწყის ფასს (დღგ -ის ჩათვლით );“.

 

  30. 461 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 

  მუხლი 461. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი

  1. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით

  2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია , მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს , რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს .

  3. ელექტრონუ აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებშიაჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის ბრძანებით

  4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში , აჭარის სატყეო სააგენტოს ინტერნეტგვერდსა და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge. 

  5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს :

  ) აუქციონის გამომცხადებლის დასახელებას ;

  ) მერქნული რესურსის სახეობას , ადგილმდებარეობასა და მოცულობას , მრგვალი ხე -ტყის (მორის ) შემთხვევაშიმის ხარისხს (მერქნული რესურსის დახარისხების შემთხვევაში ), სიგრძეს , წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს , ფირნიშის მონაცემებს ;

  ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს , რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ;

  ) საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის აუქციონის საწყის ფასს (დღგ -ის ჩათვლით );

  ) ბეს ოდენობას ;

  ) აუქციონის ჩატარების პირობებს ;

  ) ყველა სხვა ინფორმაციას , რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ .

  6. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს , აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო , აუქციონის გამომცხადებელი ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია .

  7. სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ამ წესის 47- მუხლის შესაბამისად .“.

 

  31. 463 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

 მუხლი 46​3. მერქნული რესურსისა და ხე -ტყის ნარჩენის პირდაპირი მიყიდვის წესი “.

 

  32. 463 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 და მე -6 პუნქტები :

  „5. სააგენტო უფლებამოსილია , პირდაპირი მიყიდვის წესით გასცეს მის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილას დასაწყობებული , სააგენტოს მიერ ტყიდან გამოტანილი ხე -ტყის ნარჩენი , დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი სახით , ბიოსაწვავის მწარმოებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე .

  6. სააგენტო უფლებამოსილია , შესაბამისი რესურსის არსებობის პირობებში , პირდაპირი მიყიდვის ფორმით , მოსახლეობას სამეურნეო მიზნებისათვის გადასცეს ბოძი , სარი , ჭიგო , რაზეც ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება .“.

 

  33. 48- მუხლის :

  ) მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „5. მერქნული რესურსისა და მერქნული რესურსის პროდუქტების საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ -ის ჩათვლით ) ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე , ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი დგინდება ტყითსარგებლობის ობიექტის აუდიტორის (ექსპერტის ) დასკვნის საფუძველზე (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში , აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია , განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის ) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით , საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით . ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს (დღგ -ის ჩათვლით ) 1 ჰექტარამდე , ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით .“;

 

  ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „6. აუქციონში მონაწილე , რომელსაც სურს საწყისი ფა ­სიდან დაიწყოს ვაჭრობა , ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას ), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში . ვაჭრობა გრძელდება მანამ , სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს . ტყის ფონდის სარგებლობის უფლება და მერქნულ რესურსსა და მერქნული რესურსის პროდუქტებზე საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს , რომელიც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს .“.

 

34. 49- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

მუხლი 49. გარიგებათა გაფორმების წესი

ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება , ხოლო მერქნუ ­ლი რესურსისა და მერქნული რესურსის პროდუქტების საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის და ­მა ­დასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი და მერქნული რესურსის პროდუქტი საკუთრებაში .“.

 

35. 52- მუხლის :

 

) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„41. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში , ასევე სააგენტოს მიერ სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია , აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში , ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით , გადაიხადოს სააგენტოს მითითებულ ანგარიშზე მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი . აღნიშნული თანხიდან აუქციონში გამარჯვებულისათვის მერქნული რესურსის გადაცემამდე სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81 მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში , მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე .“;

 

) 46 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 47 პუნქტი :

„47. ამ წესის 463 მუხლის მე -5 და მე -6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში , დაინტერესებული პირებისათვის ხე -ტყის ნარჩენის პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში , გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი საფასური , ხოლო სარის , ჭიგოსა და ბოძისათვის გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული საფასური , რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს . ამასთან , ბოძის გაცემის შემთხვევაში გადახდილი თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81 მუხლის მე -5 პუნქტისქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე .“;

 

) მე -5 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტშითავის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი . აღნიშნული თანხიდან აუქციონში გამარჯვებულისათვის მერქნული რესურსის გადაცემამდე აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფსბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფისმრგვალი ხე -ტყისათვის (მორისათვის ) − პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის , საშეშე მერქნისათვისიმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ;“;

 

  ) მე -5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -6 პუნქტი :

  „6. მერქნული რესურსის პროდუქტების საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია , აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა , სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი , რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს .“.

 

36. 55- მუხლის :

 

) მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობის შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ ან /და ტყით დაუფარავ ფართობებზე , დროებითი შენობის ან /და ნაგებობის განთავსების უფლებით , ფართობზე დასაშვებია ხე -ტყის ჭრა , მაგრამ არა უმეტეს 1 ჰექტარზე 50 კუბური მეტრი ხე -ტყისა . მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი რესურსი გაიცემა სააგენტოს მიერ , ამავე წესით დადგენილი აუქციონის წესით .“;

 

) მე -3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -4 პუნქტი :

  „4. სააგენტო უფლებამოსილია , ტყის ფონდის რეკრეაციული პოტენციალის რაციონალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად , ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის , ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად , უზრუნველყოს ტყის ფონდის განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (ბილიკები , გზამკვლევები , დროებითი ნაგებობები და სხვ .) განვითარება . აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შესაძლებელია , უზრუნველყოფილ იქნეს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ , სააგენტოსთან შეთანხმებით , ხოლო პროექტის დასრულების შედეგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა სამართავად გადაეცემა სააგენტოს . სააგენტო ასევე უფლებამოსილია , სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობი , მასზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით , დროებით სარგებლობაში გასცეს ამავე წესით განსაზღვრული გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის გაცემისათვის დადგენილი წესით .“.

 

  37. 56- მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „5. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე , სა ­დაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისათვის აუ ­ცილებელი გახდება ხის (ხეების ) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით . პლანტაციური მეურნეობის წარ ­მოების მიზნების განხორციელებისათვის დასაშვებია ბუჩ ­ქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად მოჭრა . მერქნული რესურსის ერთდროული ჭრის აუცილებლობის პირობებში , სწრაფმზარდი სახეობების შემთხვევაში , ასევე შესაძლებელია , განხორციელდეს საექსპლუატაციო ჭრა , რაც გულისხმობს სამეურნეო დანიშნულებით სწრაფმზარდი სახეობების დამზადებას , რის შედეგადაც მიიღება განსაზღვრული სორტიმენტის მერქნული რესურსი . პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი წარმოადგენს პლანტაციური მეურნეობის მწარმოებელი პირის საკუთრებას .“.

 

  38. 56- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -8 პუნქტი :

  „8. სააგენტო უფლებამოსილია , ტყის აღდგენის ღონისძიების განხორციელების ფარგლებში გაშენებული სატყეო პლანტაციიდან მერქნის (მათ შორის : სარი , ჭიგო , ბოძი ) მიღების მიზნით , განახორციელოს ხე -ტყის დამზადება , სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციული მეურნეობის შემთხვევაშიასევე ამავე მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრული საექსპლუატაციო ჭრის წესით . მიღებული მერქნული რესურსი , შემდგომი რეალიზაციის მიზნით , საწყობდება სააგენტოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე ) და მისი გაცემა სააგენტოს მიერ ხორციელდება აუქციონის წესით ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით , ამ წესის შესაბამისად .“.

 

  39. დანართი №11 ამოღებულ იქნეს .

 

  40. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №12:

 

დანართი №12

 

სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისთვის (ამორიცხვისთვის ) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის უწყისი

 

მონიშვნის დაწყების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––

 

მართვის ორგანო ____________________________________________________

 

სატყეო უბანი _________________________________________ 

 

სატყეო ____________________________________

 

კვარტალი №_______, ლიტერ (ებ ) №__________, ფართობი __________ ჰა

 

სიმაღლის თანრიგი _______ GPS კოორდინატები X ______________ Y___________

 

  X ______________ Y____________

 

 

ხის

ჯიში (სახეობა )

ხის დიამეტრი

Dt

ხის ღეროს მოცულობა - კბ .

შეშა

ვარჯიდან - კბ .

 

სულ ხის მოცულობა - კბ .

 

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა : შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით ) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით ) 5%, გარდა თხმელის , აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა . აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი . აღრიცხვის უწყისის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შესაბამისი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზ (ებ )

მომნიშნავი :------------------------------------------

უწყისის შედგენის თარიღი :--------------------------------

აღრიცხვის მეთოდი :“.

 

  41. წესის დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

დანართი №4

 

სააგენტოს , ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

 

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური

(დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

1

2

3

4

5

6

7

1

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის

1 კუბური მეტრი –100 ლარი

 

 

 

 

 

2

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

2.1

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

0,1

ჰა-მდე – 150 ლარი

0,1

ჰა-დან 1,0

ჰა-მდე

–500 ლარი

1

ჰა-დან 10

ჰა-მდე – 1000 ლარი

10

ჰა-დან 100

ჰა-მდე

– 2500 ლარი

100

ჰა-დან 1000

ჰა-მდე – 3500 ლარი

1000 ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი

შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში, მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება, შესაბამისად, მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით

3

სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

3.1

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით

1 ჰექტარი – 1 ლარი

 

 

 

 

 

3.2

სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი – 1 ლარი

 

 

 

 

 

3.3

გენერალური ლიცენზიისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი – 2 ლარი

 

 

 

 

 

4

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

4.1

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

1 კმ-მდე

100 ლარი

1

კმ-იდან 5 კმ-მდე – 250 ლარი

5

კმ-იდან 10

კმ-მდე – 500 ლარი

10

კმ-იდან 100

კმ-მდე

– 5 000 ლარი

100 კმ-იდან 500

კმ-მდე – 15 000 ლარი

500 კმ და მეტი

 – 30000 ლარი

5

ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

5.1

1 კუბური მეტრი ხე-ტყის მოპოვებისთვის (გარდა ძირნაყარი ხე-ტყისა)

3 ლარი

 

 

 

 

 

5.2

1 კუბური მეტრი ძირნაყარი

 ხე-ტყის მოპოვებისთვის

1 ლარი

 

 

 

 

 

6

ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა) ან სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

6.1

აღრიცხული მერქნული რესურსის ერთი მ​​​3-ისთვის

3 ლარი

 

 

 

6.2

ერთი კვადრატული მეტრი ფართობისთვის

0,1 ლარი 

 

7

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

7.1

1 კუბური მეტრი

ხე-ტყისათვის

3 ლარი

 

 

 

 

 

8

მატერიალური სახის

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

8.1

1 ცალი

50 თეთრი

 

 

 

 

 

9

სპეციალური ფირნიში

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

9.1

1 ცალი

50 თეთრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10

საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვა

1 კუბური მეტრი – 20 ლარი.“.

 

 

 

 

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია