დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 428 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/09/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050000.10.003.019493 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. 462 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, სააგენტოს მიმართონ განაცხადით, სააგენტოს მიერ შესაბამის მუნიციპალიტეტში სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის 12 თვის განმავლობაში არანაკლებ 100 მ3-ისა და არაუმეტეს 1000 მ3-ის შეძენის მიზნით (ვადის ათვლა დაიწყება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან). განაცხადს, საწარმოს შემთხვევაში, თან უნდა ახლდეს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.“. 2. 462 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დასამზადებელი მერქნული რესურსის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მერქნული რესურსის მიწოდების ვადები და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა პირობები, ფორმდება სააგენტოს მიერ ხე-ტყის დამზადების მომსახურების გაწევის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ან უშუალოდ, სააგენტოს მიერ ხე-ტყის დამზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. ხე-ტყის დამზადების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, დამამზადებელი სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აბარებს დამზადებულ მერქნულ რესურსს, მრგვალი ხე-ტყის (მორის) და საშეშე მერქნის სახით. 5. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში, საწარმო ან ფიზიკური პირი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და საშეშე მერქნისათვის იხდის მერქნული რესურსის მიწოდების მომენტისათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ შესაბამის კვარტალში საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის საორიენტაციო ფასს, რომელსაც ემატება განსაზღვრული ფასის 15%. ამ პუნქტით დადგენილი ფასი მერქნული რესურსის შემძენის მიერ გადახდილი უნდა იქნეს მერქნული რესურსის გადაცემამდე. ამასთან, მთავარი სარგებლობის ჭრის შედეგად დამზადებული წიწვოვანი მერქნული რესურსის არანაკლებ 75%-ზე გადაიხდება მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) დადგენილი ფასი, შესაბამისად, 25%-ზე – საშეშე მერქნისათვის დადგენილი ფასი; ფოთლოვანი მერქნული რესურსის შემთხვევაში – არანაკლებ 60%-ზე გადაიხდება მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) დადგენილი ფასი, შესაბამისად, 40%-ზე – საშეშე მერქნისათვის დადგენილი ფასი. მოვლითი (გავლითი) ჭრით დამზადებული წიწვოვანი მერქნული რესურსის არანაკლებ 65%-ზე გადაიხდება მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) დადგენილი ფასი, შესაბამისად, 35%-ზე – საშეშე მერქნისათვის დადგენილი ფასი; ფოთლოვანი მერქნული რესურსის არანაკლებ – 50%-ზე გადაიხდება მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) დადგენილი ფასი, შესაბამისად, 50%-ზე – საშეშე მერქნისათვის დადგენილი ფასი. “. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები