„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.018811
425
17/08/2015
ვებგვერდი, 18/08/2015
390050010.10.003.018811
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2015 წლის 17 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით (სსმ, №103, 24/08/2010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  პირველი მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს „ი1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი1) ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის ოდენობა;“.

2.  274 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის, წიაღის შესწავლისა და/ან მოპოვებისათვის, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის  სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, ტყითმოსარგებლე ყოველწლიურად იხდის საკომპენსაციო საფასურს, მართვის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ამ წესის მე-7 დანართის მე-2 ცხრილის მიხედვით. ამასთან, ამავე მუხლის ამავე პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ასევე ვალდებულია, გადაიხადოს საკომპენსაციო საფასურიც ამ წესის მე-7 დანართის პირველი ცხრილის შესაბამისად.  საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეების სახეობების ჭრის შემთხვევაში, საკომპენსაციო საფასურის თანხა გადაიხდება ორმაგი ოდენობით. საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ სატყეო ღონისძიებების (მათ შორის, ტყის მოვლის, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების, ტყითსარგებლობის, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების) განხორციელებასთან დაკავშირებული მიზნებისა და ფუნქციების უზრუნველყოფას.“.

3. 274 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება ყოველწლიურად, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის მიხედვით. იმავე მუხლის იმავე პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობისას, ტყითმოსარგებლე საკომპენსაციო საფასურს იხდის ჭრების განხორციელებამდე − გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით.“.

4.  წესს დაემატოს დანართი 7 შემდეგი რედაქციით:

„დანართი   7

ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი (დღგ-ის ჩათვლით)

 

ცხრილი №1  

1 3-ისათვის გადასახდელი თანხა (ლარი) ჯგუფების მიხედვით

მოცულობა მ3

I ჯგუფი                უთხოვარი, ბზა,

ღვია, ძელქვა, კაკალი

 

 

II ჯგუფი                       მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

 

III ჯგუფი                        წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

 

IV ჯგუფი                      ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

 

V ჯგუფი ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

 

1

1 მ3-ის თანხა

80

75

73

70

60

 

ცხრილი №2

ფართობის მოცულობა

წლიური საბაზისო თანხა  (ლარი)

1

500 მ2 - მდე

250

2

500-დან -1000 მ2- მდე

500

3

1000-დან-5000 მ2- მდე

800

4

5000 მ2-დან - 1,0 ჰა-მდე

1200

5

1 ჰა-ის ზევით

0,12 ყოველ მ2-ზე

  “.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულება

1. ტყითმოსარგებლეებს, რომელთაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე აქვთ განსაზღვრული ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება, უფლება აქვთ, ზემოაღნიშნული საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების ნაცვლად, გადაიხადონ ამ დადგენილების 274 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასური, რის შესახებაც, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის მართვის ორგანოს.

2. ტყითმოსარგებლეებმა, რომლებსაც დაწყებული აქვთ ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელება და მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაიხადონ ამ დადგენილების 274 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასური, აღნიშნულ საკომპენსაციო საფასურს იხდიან სრულად, მიუხედავად მათ მიერ საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯებისა. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი