"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016050
  • Word
319
13/10/2010
სსმ, 134, 19/10/2010
390050010.10.003.016050
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 319

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით­სარგებლობის წე­სის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №103, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბები და დამატება და ამ დად­გე­ნილებით დამტკიცებულ წეს­ში:

1. მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის 24-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ტყის ფონდში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

ვ.ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომ­ზადება;

ვ.ბ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება;

ვ.გ) სიტუაციური გეგმის მომზადება;“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამო­ყა­­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ.ა) ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკ­ვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;“.

5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

,,1. ტყეკაფი მოინიშნება დასამზადებელი ხე-ტყის აღრიც­ხვი­სათვის. ტყეკაფის მონიშვნისას სხვა ხეებთან ერთად აუცი­ლებელია მოინიშნოს ფუტურო (ფაუტი), ზეხმელი და მავნებ­ლებით დაზიანებული ხეები.“.

6. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

,,8. ტყეკაფის მონიშვნისას კეთდება ადგილმდებარეობის ნახაზი (აბრისი) მასშტაბით 1:10000 ან 1:25000, რომელზეც და­ი­ტანება:

ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი წერტილის კოორდინატები;

ბ) ტყეკაფამდე მისასვლელი არსებული გზები.“.

7. მე-8 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

,,17. მართვის ორგანოების მიერ ტყეკაფებზე მოსაჭრელი ხე-ტყის აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მას შემ­დეგ, რაც აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნა­ტუ­რაში შერჩევით შემოწმებული იქნება მონიშნული ტყეკა­ფების რაოდენობის 20%. შემოწმებით დგინდება:

ა) დაქანება, სიხშირე (თვალზომით), ჭრაში დანიშნული ხე-ტყის სიმაღლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვრება ვიზუალურად);

ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შე­საბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონა­ცემებთან, რისთვისაც ტაქსაციური დიამეტრი აეზომება შერ­ჩე­ვით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშნული ხეებიდან სამ ხეზე ზუსტდება სიმაღ­ლის თანრიგი. სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში ტყეკაფი მოინიშნება ხელახლა.“.

8. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქ­ტი:

„22. მონიშნული ტყეკაფის სისწორისათვის პასუხისმგე­ბელია ტყეკაფის მომნიშნავი, ხოლო შემოწმებული ტყე­კა­ფის სისწორისათვის – მართვის ორგანო.“.

9. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:    

„ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსა­ზღვრული ორგანოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტო­რიებ­ზე, გარდა:

ა.ა) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის თხმელნარი კორომებით დაფარული ტერიტორიებისა;

ა.ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახ­ლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით აკაციის პლანტაციებში ჩასატარებელი ჭრებისა;“.

10. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ხორ­ციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-5º), ნებით ამორჩევითი (6º და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით საბიუჯეტო ორგანიზა­ციებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარე­ბულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე) საშეშე მერქნის გასაცემად.

2. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ასევე ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-5º), ნებით ამორჩევითი (6º და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით ადგილობრივ მოსახლე­ობაზე საშეშე და/ან სამასალე მერქნის გასაცემად.“.

11. მე-11 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

,,12. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის გამოყოფილი ტყეკაფის ფართობი არ აღემატება 25 ჰექტარს. ნებით ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუ­დება და განისაზღვრება ჭრისათვის დანიშნული ლიტერის ფართობის ფარგლებში.~.

12. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 35. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი

1. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი გაიცემა მხო­ლოდ მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის.

2. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყითმოსარ­გებლე ვალდებულია აიღოს ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი.“.

13. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. განცხადება ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მისაღებად

1. დაინტერესებული პირი ტყის ფონდში მიწის ნაყოფი­ერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბი­ლეთის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით გან­ცხადებას.

2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზო­გადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვა­ლის­წი­ნებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორ­მა­ციას:

ა) მოპოვების ვადა;

ბ) მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა;

გ) მოპოვების საშუალება;

დ) მოპოვების ადგილი.

3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის დაზუს­ტე­ბული საკადასტრო აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, ფართობის ადგილმდებარეობის სრული დასახე­ლება და სატაქსაციო დახასიათება, ამონახაზი ტყის კორომ­თა გეგმიდან (აბრისი) მასშტაბით 1:500-დან 1:25000-ის ჩათვ­ლით, სარგებ­ლობის განხორციელებაზე საინჟინრო-გეოლო­გი­ური დასკვნა;

ბ) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივი­დუ­ა­ლური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არა­კო­მერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ას­ლები.“. 

14. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ვადა

ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთი ტყის ფონდის ტე­რიტორიაზე განხორციელებული შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 30 დღის ვადაში.“.

15. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორგანო

ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის უფლება აქვს სააგენტოს.“.

16. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 40. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა

ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადაა 1 წე­ლი მისი გაცემის დღიდან.“.

17. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის რეკვიზიტები

ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის გაცემულ ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთში უნდა მიე­თითოს:

ა) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის ნომერი;

ბ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემის ად­გილი, თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი);

გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გამცემი ორ­განო;

დ) ტყის რესურსის მოპოვების ადგილი (სატყეო უბანი);

ე) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მიმღების სა­ხელი, გვარი და პირადი ნომერი ან იურიდიული პირის შე­მთ­ხ­ვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომე­რი;

ვ) მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა;

ზ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის მოქმედების ვადა;

თ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.“.

18. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამო­ღებულ იქნეს.

19. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


                                                                                                                                          ,,დანართი №1

ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი

მართვის ორგანო: -----------------------------------------------------

სატყეო უბანი: -------, სატყეო: -------, სამცველო (სარეინჯერო):-----------, კვარტალი №---, ლიტერი №---,

ფართობი: --------ჰა, სიმაღლის თანრიგი: --------, ჭრის სახე: -----------------,

აღრიცხვის მეთოდი: ძირობრივი, ტყეკაფის კოორდინატები:  X-------, -------------.

ჯიში

ხის დიამეტრი

ხის კატეგორია  , ,

ხის მოცულობა კუბ.

შენიშვნა

სულ

მათ შორის, ლიკვიდური მერქანი

ლიკვიდი

მასალა

შეშა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

სულ მოცულობა

ლიკვიდი

მასალა

შეშა

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: შეშა ვარჯიდანშედის უწყისის მე-8 გრაფაში მოყვანილ შეშისმოცულობაში და იანგარიშება მხოლოდ წიფლის და რცხილის სახეობებისათვის 36 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის მქონე ხეებისათვის ქერქით ღეროს მოცულობის 10%-ის ოდენობით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტყეკაფის მომნიშნავი:-----------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უწყისის შედგენის თარიღი:-------------------------------------------- ..

 

 


21. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი 2

კორომებში მთავარი სარგებლობის ჭრებით მოსაჭრელი ბუნებრივი წარმოშობის მერქნიანი მცენარეების სახეობების (ჯიშების) დიამეტრები

 

სახეობა

მკერდის სიმაღლის დიამეტრი (სმ)

1

2

სოჭი

40 და მეტი

ნაძვი

40 და მეტი

ფიჭვი

32 და მეტი

წიფელი

40 და მეტი

რცხილა

36 და მეტი

თხმელა (თესლითი)

20 და მეტი

თხმელა (ამონაყრითი)

12 და მეტი

აკაცია

8 და მეტი

 

შენიშვნა: დანართში მოყვანილი დიამეტრების მიხედვით დგინდება კორომში მოსაჭრელი ხეების დიამეტრები, რომლებიც არ უნდა იყოს დანართში მოყვანილ დიამეტრზე ნაკლები. აღნიშნული არ ვრცელდება კორომში არსებულ ფუტურო (ფაუტი), ზეხმელ და მავნებლებით დაზიანებულ ხეებზე, რომლებიც ჭრაში ინიშნება პირველ რიგში.“.


22. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი4

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური (დღგ- ჩათვლით) ლარებში

1 კუბ.მ

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

6

7

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა:

 

 

 

 

 

 

მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისთვის

100

 

 

 

 

 

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ- ჩათვლით) ლარებში

0,1 ჰა-მდე

0,1-დან

1,0 ჰა-მდე

1-დან 10 ჰა-მდე

10-დან 100 ჰა-მდე

100-დან 1000 ჰა-მდე

1000-დან 5000 ჰა-მდე

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

150

500

1000

2500

3500

5000

მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება

100

500

1000

2500

4000

10000

სიტუაციური გეგმის მომზადება

100

200

500

1000

1500

2500

შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება შესაბამისად  მე-2 _ მე-7 სვეტში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით.

საექსპლუატაციო უბნის კონტურების  დადგენა და  სატაქსაციო დახასიათება

მომსახურების საფასური (დღგ- ჩათვლით) ლარებში

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (5 სანიმუშო ფართო-ბამდე)

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (10 სანიმუშო ფართო-ბამდე)

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (100 სანიმუშო ფართობამდე)

ერთი სანიმუშო ფართობის საფასური (100 სანიმუშო ფართობი და მეტი)

 

 

საექსპლუატაციო უბნის კონტურების  დადგენა და უბნის სატაქსაციო დახასიათება ერთი სანიმუშო ფართობისათვის

250

200

100

70

_

_

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება

მომსახურების საფასური (დღგ- ჩათვლით) ლარებში

1კმ-მდე

1კმ5კმ-მდე

5კმ10კმ-მდე

10კმ100კმ-მდე

100კმ500კმ-მდე

500კმ და მეტი

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

100

250

500

5000

15000

30000

 

მომსახურების საფასური (დღგ- ჩათვლით) ლარებში

1კმ-მდე

კილომეტრის საფასური 1კმ10კმ-მდე

კილომეტრის საფასური 10,0კმ100კმ-მდე

კილომეტ-

რის საფასური 100კმ500კმ-მდე

კილო-

მეტრის საფასური 500კმ და მეტი

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება

500

500

450

400

350..

 

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                               ნ. გილაური