„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.020028
319
03/07/2017
ვებგვერდი, 06/07/2017
390050010.10.003.020028
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტყეკაფის მონიშვნის, გამოყოფის, ხე-ტყის დამზა­დე­ბისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) დახარისხების წესი;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 223 პუნქტი:

„223. ბოძი საყრდენ მასალად ვარგისი მსხვილი ბოლოდან 12 სანტიმეტრამდე დიამეტრის მერქნული რესურსი.“.

3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვა.“.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოების შემთხვევაში, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მომსახურების გაწევიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირებისათვის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უსასყიდლოდ. ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, პირი გაათავისუფლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“.

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევა და მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში.“. 

6. 81 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 81 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუქციონის გარეშე, სამინისტროს გადაწყვეტილებით მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში:

ა) I-II ხარისხის მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რე­სურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის I კატეგორიისათვის დადგენილი მო­სა­კრებელი, III-IV ხარისხის მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რე­სურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) ამ წესის მე‑10 მუხლით გათვალისწინებული წესით ხე‑ტყით უზრუნველყოფისას, მერქნული რესურსისათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე‑4 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.“.

8. 81 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის 52-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) I-II ხარისხის მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რე­სურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის I კატეგორიისათვის დადგენილი მო­სა­კრებელი, III-IV ხარისხის მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) ბოძისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

გ) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი.“.

9. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სააგენტოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და სააგენტოს სათბობი მერქნით უზრუნველსაყოფად, ასევე ამ წესის 463 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ა) ბოძისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი.“.

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

„მუხლი 82. მერქნული რესურსისათვის ხარისხის მინიჭება

1. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, სააგენტოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების, სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრის, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი, მოვლითი ჭრებით მიღებული, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარემოდან ამოღებული, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსის გაცემამდე სააგენტო ახორციელებს მერქნული რესურსის დახარისხებას.

2. მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) ხარისხის მინიჭება ხორციელდება ამ წესის მე-8 დანართის შესაბამისად, რაზეც დგება შესაბამისი აქტი. აქტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. აქტში დეტალურად აღინიშნება მერქნული რესურსის მიღების წყარო, მასზე არსებული სპეციალური ფირნიშის ნომერი, წარმოშობის დოკუმენტის ნომერი და გამოწერის დრო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მერქნული რესურსის მახასიათებლები, დახარისხების შედეგად მორისათვის მინიჭებული ხარისხი, სპეციალური ფირნიშის ნომერი (ახალი ფირნიშით მარკირების შემთხვევაში), წარმოშობის დოკუმენტის ნომერი (ახალი დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში). დასაშვებია დახარისხების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის მოცულობის სხვაობა დახარისხებამდე არსებულ მოცულობასთან შედარებით. მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) შესაბამისი ხარისხის მინიჭებისას სააგენტო იყენებს სპეციალურ დამღას, რომელზეც რომაული ციფრებით ამოტვიფრულია შესაბამისი ხარისხის მაჩვენებელი. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს მრგვალი ხე-ტყისათვის (მორისათვის) მინიჭებული ხარისხის ცვლილება ან საშეშე მერქნად დახარისხება, რაზეც ხელახლა დგება აქტი. აქტი უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხარისხის შეცვლის  ან საშეშე მერქნად დახარისხების გამომწვევი მიზეზის შესახებ.“.

11. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოციალური ჭრის წესით გაიცემა ხე-ტყე, მათ შორის: ნახანძრალი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი.“.

12. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. სააგენტოს მიერ აღნიშნული მერქნული რესურსის დახარისხება ხორციელდება ამ წესის 82 მუხლის შესაბამისად. ასეთი წესით დამზადებული მერქანი, სააგენტოს მიერ არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, 463 მუხლით დადგენილი წესით (საშეშე მერქნული რესურსის შემთხვევაში) ან სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. სამინისტროს გადაწყვეტილებით მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში, ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრისა  და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის, ასევე ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში პირი იხდის ამ წესის 81 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს.“.

13. მე-12 მუხლის მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 კუბ. მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) და ამ წესის №7 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც სააგენტო უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, კომპენსაციის სახით, 1 კუბ. მ მერქნულ რესურსზე 3 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საკუთარ ანგარიშზე ასახვას, ხოლო დარჩენილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

61. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური ჭრის განხორციელებისას, თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 კუბ. მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) და ამ წესის №7 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს კომპენსაციის სახით 1 კუბ. მ მერქნულ რესურსზე 3 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საკუთარ ანგარიშზე ასახვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლისა და დარჩენილი თანხის გადარიცხვას.“.

14. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხე-ტყის ხარისხის მიუხედავად, დადგენილ ვადებში ხე-ტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის მოპოვებით დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრით წერილობით მიმართავს მართვის ორგანოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის მისაღებად, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე გასცემს ხე-ტყის დამზადების ახალ ბილეთს იმავე სახეობებისა (ჯიშის) და ოდენობის ხე-ტყის დამზადებისათვის (შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი).“.

15. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ხე-ტყის დამზადების ბილეთის სუბიექტი

ხე-ტყის დამზადების ბილეთი ტყითმოსარგებლეზე გაიცემა ამ წე­სის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლი­სწი­ნებული დოკუმენტების საფუძველზე.“.

16. 275 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, ხოლო საშეშე მერქნული რესურსის ასევე პირდაპირი მიყიდვის წესით.“.

17. 275 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 275 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მერქნული რესურსი, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია პირდაპირი წესით გადაეცეს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ასევე სათბობი შეშით მომარაგების მიზნებისათვის ამ წესის 81 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდით, ხოლო საშეშე მერქნის შემთხვევაში, სააგენტო გადაიხდის ამ წესის 81 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს.“.

19. წესის მე-8 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII

მერქნული რესურსის საკუთრებასა და ტყის ფონდის სარგებლობაში

გაცემის წესი“.

20. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყის ფონდის სარგებლობაში გადაცემა ხდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით. მერქნული რესურსის გაცემა ხდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ან 463 მუხლის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით.“.

21. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

22. 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობასა და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში,  მის სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, მითითებას ხარისხის შესახებ (მერქნული რესურსის დახარისხების შემთხვევაში), ფირნიშის მონაცემებს;“.

23. 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);“.

24. 461 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 461. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი“.

25. 461 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს ინიციატივით.“.

26. 461 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში მის ხარისხს (მერქნული რესურსის დახარისხების შემთხვევაში), სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, ფირნიშის მონაცემებს;“.

27. 461 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

28. 461 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ამ წესის 47-ე მუხლის შესაბამისად.“.

29. 462 მუხლი ამოღებულ იქნეს.

30. დაემატოს შემდეგი შინაარსის 463 მუხლი:

„მუხლი 463. მერქნული რესურსის პირდაპირი მიყიდვის წესი

„1. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, სააგენტოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, აგრეთვე ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი გასცეს პირდაპირი მიყიდვის წესით.

2. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსი გაიცემა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ   დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშეშე მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, რაზეც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება).  

3. სააგენტო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის წესით გასაცემი საშეშე მერქნული რესურსის მიწოდება უზრუნველყოს დაპობილ-დაჩეხილი სახით. ასეთ შემთხვევაში, დამატებით გადახდილი უნდა იქნეს №4 დანართით გათვალისწინებული თანხა, რაც სააგენტოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს.“.

31. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ბეს“ ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქ­ცი­ონის საწყისი ფასის არანაკლებ 20%-ის ოდენობით.“.

32. 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით) ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი დგინდება ტყითსარგებლობის ობიექტის აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით.“.

33. 48-ე მუხლის 52 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

34. 50-ე მუხლის მე-2 და  21 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

35. 52-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, სააგენტოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსის (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსის, სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსის, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაცემული მერქნული რესურსის შემთხვევებში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხებიდან სააგენტო უზრუნველყოფს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასურის თანხის ჩარიცხვას თავის ანგარიშზე, ხოლო აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში – ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდასა და სახელმწიფო ბიუჯეტში  დარჩენილი თანხის (აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან) გადარიცხვას. ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას სააგენტო უზრუნველყოფს მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

41. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს სააგენტოს მითითებულ ანგარიშზე მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი. აღნიშნული თანხიდან აუქციონში გამარჯვებულისათვის მერქნული რესურსის გადაცემამდე სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.“.

36. 52-ე მუხლის 42 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

37. 52-ე მუხლის 43 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

38. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 და 45 პუნქტები:

„44. ამ წესის 463 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გადახდილი უნდა იქნეს №9 დანართით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს, ხოლო აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

45. ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ თანხა გადახდილი უნდა იქნეს ხელშეკრულებით (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე და ხელშეკრულებით (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ვადებში.“.

39. №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

1

2

3

4

5

6

7

1

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისათვის

1 კუბური მეტრი –100 ლარი

 

 

 

 

 

2

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

2.1

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

0,1 ჰა-მდე – 150 ლარი

0,1 ჰა-დან 1,0 ჰა-მდე – 500 ლარი

1 ჰა-დან 10 ჰა-მდე – 1000 ლარი

10 ჰა-დან 100 ჰა-მდე – 2500 ლარი

100 ჰა-დან 1000 ჰა-მდე – 3500 ლარი

1000 ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი

შენიშვნამე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებული მომსახურების საფასურს ემატება, შესაბამისად, მე-2–მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფართობის მიხედვით

3

სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

3.1

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით

1 ჰექტარი – 1 ლარი

 

 

 

 

 

3.2

სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი – 1 ლარი

 

 

 

 

 

3.3

გენერალური ლიცენზიისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი – 2 ლარი

 

 

 

 

 

4

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

4.1

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

1 კმ-მდე – 100 ლარი

1 კმ-დან 5 კმ-მდე –250 ლარი

5 კმ-დან 10 კმ-მდე – 500 ლარი

10 კმ-დან 100 კმ-მდე – 5 000 ლარი

100 კმ-დან 500 კმ-მდე – 15 000 ლარი

500 კმ და მეტი – 30000 ლარი

5

ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

5.1

1 კუბური მეტრი ხე-ტყის მოპოვებისთვის

3 ლარი

 

 

 

 

 

6

ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა) ან სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

6.1

მონიშნული ან აღრიცხული მერქნული რესურსის ერთი3-ისთვის

3 ლარი

 

 

 

 

 

7

ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

7.1

1 კუბური მეტრი ხე-ტყისათვის 

3 ლარი

 

 

 

 

 

8

მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

8.1

1 ცალი

50 თეთრი

 

 

 

 

 

9

სპეციალური ფირნიში

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

9.1

1 ცალი

50 თეთრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.

საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვა

1 კუბური მეტრი 20 ლარი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“.

40. დაემატოს შემდეგი შინაარსის №8 დანართი:

„დანართი №8

ფოთლოვანი სახეობებისათვის ხის ღეროდან მიღებული მორის ხარისხი

მორის სიგრძე მეტრებში: 1-6

ხარისხი

აღწერილობა

შენიშვნა

I

ხის ღეროდან ამოღებული უნაკლო მორი, დასაშვებია ბზარები მორის დიამეტრის 25%

დაუშვებელია: როკები,  სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

II

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები მორის ერთ მხარეს, ბზარები მორის დიამეტრის 30%

დაუშვებელია: სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

III

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები მორის ერთ მხარეს, ბზარები, სოკოვანი დაავადება, ორი გული და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 15%-ს, ასევე III ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის I  ხარისხის თვისების მქონე მორი

 

IV

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 25%-ს. ასევე IV ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის II ხარისხის თვისების მქონე მორი

 

 

წიწვოვანი სახეობებისათვის ხის ღეროდან მიღებული მორის ხარისხი

მორის სიგრძე მეტრებში: 1-7

ხარისხი

აღწერილობა

შენიშვნა

I

ხის ღეროდან ამოღებული უნაკლო მორი, დასაშვებია მცირე ზომის როკები 3 სმ დიამეტრის, ბზარები მორის დიამეტრის 25%

დაუშვებელია: 3 სმ-ზე მეტი დიამეტრის როკები, სოკოვანი დაავადება, ორი გული, გულის სიდამპლე

II

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ორი გული, ბზარები მორის დიამეტრის 30%

დაუშვებელია: სოკოვანი დაავადება, გულის სიდამპლე.

III

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 15%-ს. ასევე III ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის I ხარისხის თვისების მქონე მორი

 

IV

ხის ღეროდან ამოღებული მორი, რომელშიც დასაშვებია როკები, ბზარები, ორი გული, სოკოვანი დაავადება და გულის სიდამპლე, რომლის დიამეტრიც არ უნდა აღემატებოდეს მორის მსხვილი თავის დიამეტრის 25%-ს. ასევე IV ხარისხში ჩაითვლება 2 მეტრამდე სიგრძის II ხარისხის თვისების მქონე მორი

 

“.

41. დაემატოს შემდეგი შინაარსის №9 დანართი:

„დანართი №9

საშეშე მერქნული რესურსის სარეალიზაციო ფასები (დღგ-ის ჩათვლით)

მერქნული რესურსის სახეობა

1 მ3-ის სარეალიზაციო ფასი

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი, მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, პანტა, საღსაღაჭი, წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი და უხრავი

90 ლარი

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია, ჯაგრცხილა, ჭადარი და ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

85 ლარი.

შენიშვნა: დადგენილი სარეალიზაციო ფასები მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით მანძილზე ტრანსპორტირებით, ხოლო 30 კმ-ის ზევით, ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1 მ3-ისთვის 0,50 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 4 დანართით.  

მუხლი 2
გარდამავალი დებულებები

1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-9 (გარდა 463 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-10, მე-12, მე-18, 22-ე, 26-ე, 32-ე, 35-ე, 37-ე და მე-40 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-9 (გარდა 463 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-10, მე-12, მე-18, 22-ე, 26-ე, 32-ე, 35-ე, 37-ე და მე-40 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან.

3. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება „ტყითსარგებლობის წესის“ 462 მუხლის საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე.

4. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება დადგენილების ამოქმედების დროისათვის მერქნული რესურსის გაცემის მიზნით დაწყებულ წარმოებებზე.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი