დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 326 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050020.10.003.017946 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
„12. სახელმწიფო ტყის ფონდის, მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) საზღვრებში მოქცეულ 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების მფლობელი პირის ან/და ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი კომპანიის (ოპერატორის) მიერ „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით გათვალისწინებულ დაცვის ზონებში სპეციალურ ჭრასთან დაკავშირებული საკითხები, გარდა მოჭრილი ხე-ტყის ჩაბარებისა, რეგულირდება „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით.“.
„5. სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას გამოყოფილი ტყეკაფის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ფიზიკური პირის (მოქალაქის) შემთხვევაში, ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო ან მისი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - დაინტერესებული მხარე. 6. დაინტერესებული მხარის მიერ ელექტრონულ სისტემაში ზემოთ მითითებული ინფორმაციის ატვირთვის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოში, პირმა შესაბამისი წერილით უნდა წარადგინოს ინფორმაცია იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდის, დასახელების, იურიდიული მისამართისა და ორგანიზაციულ‑სამართლებრივი ფორმის შესახებ.“. |
მუხლი 2 |
|
|
დოკუმენტის კომენტარები