დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 302 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.017469 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებულ წესში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სსიპ ‑ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;“. 2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მინისტრი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“. 4. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“. 5. მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ტყეკაფის გამოყოფა – ტყეკაფის მონიშვნის მასალების (ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი, ტყეკაფის პასპორტი, ტყეკაფის აბრისი UTM კოორდინატთა სისტემაში, თანდართული ელექტრონული ვერსიით – Shp-ფაილი) შესაბამისი მართვის ორგანოს ტერიტორიული ორგანოს/ადმინისტრაციებისათვის წარდგენა და კამერალური ან/და საველე შემოწმების შემდეგ ტყეკაფის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა.“. 6. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 და 262 პუნქტები: „261. ტყეკაფის დახურვა - ტყეკაფის ათვისების ყველა ღონისძიებების ჯეროვნად (სრულად) განხორციელების შემდეგ მართვის ორგანოს მიერ უკვე ათვისებული ტყეკაფის დახურვისა და ნატურაში მიღება-ჩაბარების პროცედურა, რაზედაც მართვის ორგანოს მიერ დგება ტყეკაფის დახურვის მიღება-ჩაბარების აქტი და ხდება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა. 262. ტყეკაფის გაუქმება - ტყეკაფის ათვისებამდე ამ ტყეკაფის არასწორად გამოყოფის, ან გამოყოფილი ტყეკაფის ათვისების შეუძლებლობის (მათ შორის, სოციალური ჭრის შემთხვევაში - ტყეკაფის გამოყოფიდან ორი წლის განმავლობაში ტყეკაფის აუთვისებლობის) შემთხვევაში მართვის ორგანოს მიერ ტყეკაფის გაუქმება, რაზედაც მართვის ორგანოს მიერ ადგილზე დათვალიერების შემდგომ დგება ტყეკაფის გაუქმების აქტი და ხდება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა.“. 7. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ძირნაყარი ხე-ტყის გაცემისას ტყეკაფი მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენტიფიკაციო ნიშნით არ გაიმიჯნება. ხე-ტყის განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხე-ტყის მოცულობა დგინდება საორიენტაციოდ.“. 10. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ბარის ტყეებში მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის ტყეკაფის ტერიტორია მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება სატაქსაციო უბნის ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფის მონიშვნა დასაშვებია კვარტლის ფარგლებშიც. სპეციალური ჭრის ტყეკაფი მოინიშნება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.“. 11. მე-8 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ტყეკაფის მონიშვნის მასალების მართვის ორგანოში წარდგენამდე, ტყითმოსარგებლის მიერ ტყეკაფის მონიშვნის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია დადგენილი წესით, ელექტრონული ფორმით ასახული უნდა იქნეს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. მართვის ორგანოს მიერ ხორციელდება ტყითმოსარგებლის მიერ წარდგენილი ტყეკაფის მონიშვნის მასალებისა და მის მიერ მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახული შესაბამისი ინფორმაციის კამერალური შემოწმება. მათი შეუსაბამობის (გარდა მექანიკური შეცდომებისა, თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი) ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება მონიშნული ტყეკაფის შემოწმება დადგენილი წესით.“. 12. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 , 162 და 163 პუნქტები: „161. სოციალური ჭრების შემთხვევაში ტყეკაფის მონიშვნის მასალების წარდგენა ხორციელდება მართვის ორგანოს ტერიტორიულ სამსახურებში/ადმინისტრაციებში ტყეკაფის გამოყოფაზე უფლებამოსილი პირის მიერ. 162. ტყეკაფი გამოყოფილად ჩაითვლება ტყეკაფის მონიშვნის მასალების დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ შესაბამისი ტყეკაფის გამოყოფის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთის შემდგომ. 163 გამოყოფილი ტყეკაფის გახსნა (ათვისების დაწყება) ხორციელდება მხოლოდ მართვის ორგანოს წერილობითი თანხმობის და მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ასახვის შემდგომ.“. 13. მე-8 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ტყეკაფის პასპორტში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) მართვის ორგანოს დასახელება, ტყითსარგებლობის საფუძველი (სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი), ტყითმოსარგებლის რეკვიზიტები, ტყეკაფის GPS კოორდინატები, ტყეკაფის მონიშვნის მასალების წარდგენის თარიღი, ინფორმაცია ტყეკაფის მომნიშნავი პირების შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი); ბ) მონაცემები: სატყეო უბნის, სატყეოს, კვარტალის, სატაქსაციო უბნის, ტყეკაფის ფართობის, კორომის შემადგენლობის, ხნოვანების, სიხშირის, სიმაღლის თანრიგის, მოზარდ აღმონაცენის მდგომარეობის (საკმარისი, არასაკმარისი), ჭრის სახის, მონიშნულ ხეთა რაოდენობის შესახებ; გ) მონიშნული ხეების სახეობის, დიამეტრის, ხის ხარისხის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – საშეშე, სამასალე მერქნის), გასაცემი მერქნის მოცულობის (საქმისი მერქანი-ლიკვიდური, შეშა ვარჯიდან), ხის ხარისხების მიხედვით მოცულობის, მთლიანი მოცულობის შესახებ; დ) ტყეკაფის ათვისებაზე მართვის ორგანოს თანხმობის შემდეგ - ტყეკაფის გახსნის თარიღი; ე) ტყეკაფის დახურვის ან ტყეკაფის გაუქმების შემთხვევაში - ტყეკაფის დახურვის ან ტყეკაფის გაუქმების თარიღი.“. 14. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე და 24-ე პუნქტები: „23. ტყეკაფის გამოყოფის, გახსნის, დახურვისა და გაუქმების დოკუმენტების მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ახორციელებს მართვის ორგანო. 24. ტყეკაფის გამოყოფის, გახსნის, დახურვისა და გაუქმების აქტების ფორმებს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტის საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ‑ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო.“. 15. 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.“ და „ბ.ბ.“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) I ხარისხის ხისთვის (შესაძლებლობის შემთხვევაში - ასევე ძირნაყარი ხისთვის) მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე‑2 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; ბ.ბ) II ხარისხის, ასევე ძირნაყარი ხისთვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე‑4 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;“. 16. 81 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 17. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სოციალური ჭრა 1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად განაცხადის მართვის ორგანოში ორგანიზებულად წარდგენას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. 2. სოციალური ჭრის წესით გაიცემა ხე-ტყე, მათ შორის: ნახანძრალი, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი. 3. სოციალური ჭრების ფარგლებში მერქნული რესურსი გაიცემა შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთი. 4. სოციალური ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი I ხარისხის ხეზე მოთხოვნას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი (აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეული) შესაბამის მართვის ორგანოს წარუდგენენ ყოველწლიურად, 1 მაისამდე, ხის სახეობისა და მოცულობის მითითებით. 5. მართვის ორგანო ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს I ხარისხის ხის სახეობრივ და მოცულობით შესაძლებლობებს და აღნიშნულ ინფორმაციას 1 სექტემბრამდე აცნობებს მოთხოვნის წარმომდგენ სუბიექტებს. 6. მოსახლეობის მიერ თითოეული კონკრეტული მოთხოვნილი რესურსის დასაბუთებულობას შეისწავლის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულის) მიერ შექმნილი კომისია. კომისიის მუშაობაში სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ იღებს. კომისია ადგილზე შეისწავლის მოთხოვნის შესაბამისობას ფაქტობრივ მდგომარეობასთან, რაზედაც დგება კომისიის დასკვნა. დასკვნა თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად წარედგინება სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულს). 7. სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეული) მართვის ორგანოში დაზუსტებულ შუამდგომლობას წარადგენს მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრული I ხარისხის ხის სახეობისა და მოცულობის ფარგლებში. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია თითოეული მოქალაქის გვარის, სახელის, პირადი ნომრისა და მოქალაქისათვის გასაცემი I ხარისხის ხის სახეობისა და მოცულობის მითითებით. შუამდგომლობას თან უნდა ახლდეს კომისიის შესაბამისი დასკვნა და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები. 8. I ხარისხის ხის მოპოვების მიზნით მოსახლეობის მიერ ხე-ტყის დამზადების ბილეთი აღებული უნდა იქნეს მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე. 9. სოციალური ჭრების ფარგლებში გასაცემი I და II ხარისხის ხეების, ასევე ძირნაყარი ხეების გაცემაზე დასაბუთებულ მოთხოვნას შესაბამის მართვის ორგანოს წარუდგენენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. 10. დადებით (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის არსებობის შემთხვევაში), ან უარყოფით გადაწყვეტილებას მოსახლეობისათვის I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე შუამდგომლობის მიღებიდან ერთი თვის ვადაში იღებს მართვის ორგანო, რაც გამოიხატება მართვის ორგანოს მიერ შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით. 11. დადებით (შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის არსებობის შემთხვევაში), ან უარყოფით გადაწყვეტილებას, I ხარისხის ხის გაცემის საკითხზე განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემთხვევაში, შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ წარმოდგენილი ბრძანების პროექტის წარდგენის საფუძველზე, იღებს სამინისტრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო - შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელსაც გამოცემის შემდეგ, ინფორმაციის სახით, უგზავნის სამინისტროს. 12. საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ტენდერის გამოცხადებისა და სამშენებლო ან მასთან გათანაბრებული ისეთი მომსახურების შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო მასალის სახით მერქნული რესურსის გამოყენებას, დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს) წერილობით განცხადებასთან ერთად წარედგინება შესაბამისი პროექტი, ან/და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი, სადაც მითითებული და დასაბუთებული უნდა იყოს ზემოთ მითითებული პროექტისათვის აუცილებელი მერქნული რესურსის მოცულობა. 13. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილი I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს) წერილობით თხოვნასთან ერთად წარედგინება საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული შესაბამისი პროექტი, ან/და მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში), რომლის განსახორციელებლადაც მოთხოვნილია მერქნული რესურსი და მშენებლობის განმახორციელებლის მიერ წერილობითი დადასტურება მოთხოვნის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის თაობაზე. 14. გადაუდებელი აუცილებლობით (ხანძრით, სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით) გამოწვეულ შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკითხი განიხილება მხოლოდ I ხარისხის ხის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი მერქნული რესურსის მარაგის აუცილებელი არსებობის პირობით. მერქნული რესურსი გაიცემა ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვით, გარდა დადგენილი ვადებისა. 15. მართვის ორგანო უფლებამოსილია, სოციალური ჭრებისას I ხარისხის ხის დამზადების შედეგად ტყის ფონდში დარჩენილი მერქნული რესურსი (ძირნაყარი) გასცეს მოსახლეობისათვის ამავე მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 16. მართვის ორგანოები სოციალური ჭრების განხორციელებისათვის, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობასა და შეკეთებას. 17. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ მოპოვებული ხე-ტყე მართვის ორგანოსთან შეთანხმებით გამოიყენება სოციალური ჭრის მიზნებისთვის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. 18. სოციალური ჭრების განხორციელებისას ხე-ტყის დამზადება დაიშვება 350‑მდე დაქანების ფერდობებზე. 19. სოციალური ჭრების შემთხვევაში პირწმინდა ჭრების ტყეკაფები მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა, ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის 5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და ტარდება 10 ჰა-მდე ფართობზე 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების პირწმინდა ჭრით. 20. სოციალური ჭრები ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში (გარდა მოვლითი ჭრებისა), აგრეთვე: ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში, ამ წესის №3 დანართის შესაბამისად, გაბატონებული მერქნიანი სახეობების საკმარისი რაოდენობის მოზარდის არსებობისას, ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (მათ შორის, პირველ რიგში ზეხმელი, ხმობადი და ფუღურო ხეები); ბ) 0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (№3 დანართის გათვალისწინებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე; გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება, თუ მათი დაფარულობა 40%‑ზე მეტია. აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინაპირობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (ამ წესის №3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა; დ) 0,6‑0,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%‑მდე, ხოლო 0,8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%‑მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არსებობის შემთხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40%‑ზე მეტია) სიხშირე არდაიყვანება 0,6-ზე დაბლა; ე) მოვლითი ჭრების სახეებს დაქვემდებარებული ტყის უბნებში ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ჭრებით დადგენილი ნორმებით; ვ) საკურორტო და მწვანე ზონის ტყეებში ჭრის შედეგად სიხშირე არ დაიყვანება 0,4 სიხშირეზე დაბლა (განსაზღვრული ტერიტორიისათვის პრიორიტეტული ჯიშის შენარჩუნებით). 21. სოციალური ჭრის დროს 310 – 350-ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300 -მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით. 22. სოციალური ჭრების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მთავარი სარგებლობის შესაბამისი ჭრის სახეები. 23. სოციალური ჭრის ტყეკაფებში პირველ რიგში მოინიშნება II ხარისხის ხეები, ასევე, კორომის მდგომარეობიდან (სიხშირიდან) გამომდინარე – I ხარისხის ხეები. 24. სოციალური ჭრები არ ინიშნება: ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული ორგანოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, გარდა ეროვნული პარკისა, აღკვეთილისა და დაცული ლანდშაფტისა, ამ დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში, გარდა ამ მუხლის მე‑20 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა. 25. სოციალური ჭრების ფარგლებში დამზადებას ექვემდებარება მერქნიანი მცენარეები, გარდა წითელი ნუსხით დაცული სახეობებისა. სოციალური ჭრების ფარგლებში წითელი ნუსხით დაცული სახეობები დამზადებას ექვემდებარება, თუ ხე არის ძირნაყარი, ზეხმელი, ფაუტი, ხმელი და ხმობადი. 26. წითელ ნუსხაში მითითებული, ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები მართვის ორგანოს მიერ სოციალური ჭრების განხორციელების მიზნით მოინიშნება ამ წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ტყეკაფი გამოიყოფა მართვის ორგანოს ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 27. აუცილებლობის შემთხვევაში, სოციალური ჭრის წინა წლ(ებ)ის აუთვისებელ ტყეკაფებზე ხორციელდება ხელახალი ტყეკაფების გამოყოფა. ამ შემთხვევაში, ხეებზე გაკეთებულ ძველ ნუმერაციაზე საღებავით კეთდება აღნიშვნა „X“. 28. სოციალური ჭრის პროცესში I ხარისხის ხის ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში მითითებულ ხარისხთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მართვის ორგანოს მიერ რესურსის მომხმარებლის თანდასწრებით, შესაბამისი აქტის შედგენით და მოჭრილი ხის დასურათების შემდგომ ხდება ზემოაღნიშნული I ხარისხის გადაყვანა II ხარისხში, ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად, უკვე მოჭრილი ხის მოცულობის დაზუსტებით, აღრიცხვის მასალებში დამატებითი ინფორმაციის შეტანით. 29. დაცულ ტერიტორიებზე სოციალური ჭრები ხორციელდება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. 30. სოციალური ჭრის ფარგლებში მოპოვებულ მერქნულ რესურსზე არ გადაიხდება მომსახურების საფასური ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის. გადახდას ექვემდებარება მხოლოდ ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის მომსახურების საფასური.“. 18. მე-12 მუხლის მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზადებული მერქანი სააგენტოს მიერ არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად, გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში პირი იხდის მხოლოდ ამ დადგენილების 81 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს. 51. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის–აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – აჭარის სატყეოსააგენტო) მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი აჭარის სატყეო სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და აჭარის სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზადებული მერქანი აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად.“. 19. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე ხორციელდება ამ ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა. აღრიცხვის მომსახურების საფასურს იხდის ამორიცხვის ინიციატორი.“. 20. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი 1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური ჭრისათვის გამოყოფილ კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში და ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 30 კალენდარული დღე. 2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი არის სოციალური ჭრის ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელი დოკუმენტი. 3. II ხარისხის ხე-ტყე კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს 7 მ3-ისა. ამ მიზნით თვითმართველობის ორგანოების მიერ (გარდა თბილისისა) ხდება ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი II ხარისხის ხე-ტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით. დადგენილ ვადებში ხე-ტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევაში ბილეთი უქმდება და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის მოპოვებით დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრით წერილობით მიმართავს მართვის ორგანოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის მისაღებად, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე გასცემს ხე-ტყის დამზადების ახალ ბილეთს იმავე სახეობებისა (ჯიშის) და ოდენობის ხე-ტყის დამზადებისათვის (შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი).“. 21. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის წესი 1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განკარგულების საფუძველზე ხელშეკრულება იდება მართვის ორგანოსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.“. 22. 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოების დადებითი პასუხის შემდეგ სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 3. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე იდება ხელშეკრულება მართვის ორგანოებსა და სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენით დაინტერესებულ პირს შორის.“. 23. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისათვის მოქალაქეთა ტყეში ყოფნისა და ტყითსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა ხორციელდება მიჩენის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“. 24. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ფონდის უბნის მიჩენის მიზნებისათვის გამოყენების უფლება წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიჩენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე . 2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შეზღუდვა, შეჩერება და აკრძალვა ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ამ უბნის მიჩენის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.“. 25. 272 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებისა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობა) იღებს სამინისტრო, გარდა საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 26. 273 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. 2. დაინტერესებული პირის განცხადება (თანდართული დოკუმენტებით) ამ წესის 271 მუხლის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკითხი შესაძლებელია შეთანხმდეს სხვა დაინტერესებულ უწყებებთანაც. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ უწყებებთან საკითხის შეთანხმებისა და შესაბამისი მართვის ორგანოს დასკვნის საფუძველზე სამინისტრო იწყებს გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, ხოლო ამ წესის 272 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“. 27. 274 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ წესის 271 მუხლის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს (მათ შორის ელექტრონული ფორმით): ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი; ბ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარმოდგენილ უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში; გ) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება; დ) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.“. 28. 274 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობის (გარდა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისა), ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის, წიაღის შესწავლისა და/ან მოპოვებისათვის, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ მინისტრის ბრძანებაში ან/და საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მიეთითება მართვის ორგანოსთან შეთანხმებული, ტყითსარგებლობაში გადაცემული ფართის ტოლფასი ფართობი (ფართობები), ტყითსარგებლობასთან და რეკრეაციულ/საკონსერვაციო დანიშნულებისათვის საკომპენსაციო ღონისძიებების სახე, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადები და ადგილმდებარეობა.“. 29. 275 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის 274 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა, რის შესახებაც გამოიცემა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“. 30. თავი VI ამოღებულ იქნეს. 31. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №4 სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური
|
მუხლი 2 |
1. 2013 წლის 3 დეკემბრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების ბილეთები ინარჩუნებენ ძალას 2014 წლის 1 მარტამდე. 2. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დადგენილების მე-8 მუხლის 24-ე პუნქტისა, ამოქმედდეს 2013 წლის 3 დეკემბრიდან. 3. დადგენილების პირველი მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დადგენილების მე-8 მუხლის 24-ე პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. დადგენილების პირველი მუხლის 28-ე პუნქტი არ გავრცელდეს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, ტყის ფონდის შესაბამის მართვის ორგანოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი. |
|
დოკუმენტის კომენტარები