„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016689
  • Word
16
18/01/2012
ვებგვერდი, 24/01/2012
390050010.10.003.016689
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 16

2012 წლის 18 იანვარი

. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის და­მტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვის­ტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1533) შეტანილ იქნეს  ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წე­სის“:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომ­სა­ხუ­რე­ბა ხო­რ­­ციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­ს­ით, ამ და­დგე­ნი­ლებით განსაზღვრული საფასურის გადახდის და­მა­დასტურე­ბელი დო­კუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინის­ტ­რა­ციული ორგა­ნოების შემ­თხვევაში ამ დადგენილებით გან­სა­ზღვ­რუ­ლი მომსახურების საფა­სურის გადახდა ხორციელდება მომ­სა­ხუ­რე­ბ­ის გაწევიდან არა უგ­ვი­ანეს 15 კალენდარული დღისა. სა­ხელმ­წიფო საკუთრებაში მიქცეულ მერქ­ნულ რესურსზე დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუ­მენტის გა­ცე­მის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირების შემთხვევაში მომ­სა­ხუ­რება ხორ­­ციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის და­მა­დას­ტურებელი დო­კუმენტის წარდგენის საფუძველზე. სოციალური ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სა­ხელმწიფო ტყის ფონ­დიდან ამო­რიცხულ ტერიტორიაზე განხორ­ცი­ე­ლებული ჭრებისა და სპე­ციალური ჭრების შედეგად მოპო­ვებუ­ლი მერქნული რესურსის დამ­ზა­დების ად­გილიდან ტრანსპორტ­ი­რე­ბი­სათვის, ასევე საქართველოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დადგენილი „სა­თ­ბ­ობი შეშის ვაუჩერის“ საფუძველზე მო­სა­ხლეობის სათბობი შე­შით და­კმაყოფილებისას ხე-ტყის წარმოშობის დო­კუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის სა­აგენტოს მიერ მომ­სახუ­რე­ბა ხორციელდება უსასყიდლოდ. ამასთან, სა­ქა­რთ­ველოს მთავ­რობა უფლებამოსილია, პირი გაათავისუფლოს ამ მუხ­ლის პირ­ველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადა­ხ­­დის ვალდე­ბულებისაგან.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

51. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამო­რიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება  საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – აჭარის სატყეო საა­გენ­ტო) მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი აჭარის სატყეო სააგენ­ტოსა­თ­ვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და აჭარის სატყეო საა­გენტოს შო­რის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზა­დე­ბული მერქანი აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაიცემა ელექ­ტ­რონული აუქციონის მეშვეობით ან ელექტრონული აუქციონის გარეშე: აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვე­ტილებით ან ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.“.

3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

61. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალუ­რი ჭრის განხორციელებისას თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გა­მოტანილი და დასაწყო­ბე­ბული იქნეს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითი­თებულ ტერიტორიაზე, სპეციალუ­რი ჭრის განმახორცი­ელე­ბელი ვალდებულია, კომპენსაციის სახით ჩარი­ც­ხოს აჭარის სატყეო სააგენტოს ანგა­რიშზე 1 კუბ.მ მერ­ქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ-ის ჩათ­ვლით) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეს­პუბლიკურ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებ­ლო­ბი­სათვის მო­­­საკ­­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნ­ქ­ტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირ­ველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი და ამ წესის 5 და­ნართით განსაზღვრული თანხა.“.

4. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხ­ვევაში აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ შესაბამისი მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის მეშვეობით გაცემისას გამოიყენება ამ წესის VIII თავით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.“.

5. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე­‑5 პუნქტი:

„5. ამ წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული მერქ­ნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გა­მარ­თულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქ­ციონ­ში გა­მარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდა­რული დღისა მი­თითებულ სა­ბან­კო ანგარი­შებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გა­და­ი­ხადოს:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – თავის მიერ აუქციონზე შეთა­ვა­ზებული ფა­სი და „ბუნებრივი რე­სურ­სე­ბით სარ­გებლო­ბისათვის მოსაკრებლების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეო­ბათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკ­რებელი;

ბ) აჭარის სატყეო სააგენტოს ანგა­რიშზე – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური მერ­ქნულ რესურსზე ხე-ტყის წარ­­მოშობის დო­კუმენტის გაცემისა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარ­კი­რებისათვის.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                      . გილაური