„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110927015, 28/09/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016522
  • Word
362
23/09/2011
ვებგვერდი, 110927015, 28/09/2011
390050010.10.003.016522
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 362

2011 წლის 23  სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილეის შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყითსარგებ­ლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენი­ლებაში (სსმ III, 2010 წელი, მუხლი 1533) და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑10 მუხლში:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახ­ლე­­ბის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირე­ბის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით (მათ შორის, ნახანძრალი და ძირ­ნაყარი ხე-ტყე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე გან­ხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშე­ნებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყ­ვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რე­სურსი) უზრუნველყოფის მიზნით.“.

2. მე‑11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სოციალური ჭრების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოები ყოველწლიურად ახორციელებენ ტყეკაფების გამოყოფას ამ წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სა­ტყეო-სამე­ურ­ნეო გზების მოწყობასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას ამ წესის შესაბამისად.“.

3. მე‑11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ მოპოვებული ხე-ტყე მართვის ორგანოსთან შეთანხმებით გამოიყენება სოციალური ჭრის მიზნებისთვის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­სა­კ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                ნ. გილაური