"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628007, 28/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016409
  • Word
250
21/06/2011
ვებგვერდი, 110628007, 28/06/2011
390050010.10.003.016409
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 250

2011 წლის 21 ივნისი

. თბილისი

 „ტყით­­სარ­გებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დად­გენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლო­ბის­თვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შე­ტა­ნის თაო­ბაზე“  2011 წლის 17 მაისის №4678 საქართველოს კანონის, „საქარ­თვე­ლოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  2011 წლის 17 მაისის №4677 საქართველოს კანონის შესაბამისად „ტყით­­სარ­გებლობის წე­სის დამტკი­ცე­ბის შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგ­ვის­ტოს №242 დად­გენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბა და დადგენილებით დამტკიცებულ ტყით­­სარ­გებლობის წე­სში:

1. მე-2 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე – 28-ე  პუნქტები:

„26. ტყეკაფის ათვისება – ხე-ტყის (მათ შორის, ძირნაყარი) დამზადება, ნარჩენე­ბი­სა­გან ტყეკაფის გაწმენდა და დამზადებული ხე-ტყის სახელმ­წი­ფო ტყის ფონდიდან გამოზიდვა.

27. ფაუტი – ფუტურო, დამპალი და მშრალად გამო­ფი­ტული, სიმ­კვ­რივეს მოკლებული ხე.

28. ვარჯი – ხის განშტოებული ნაწილი, წარმოდგენილი ტოტებისა და ყლორტების ერთობლიობით.“.

2. მე‑4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი – მ“ ქვეპუნქტები:

„ი) ტყეკაფის მონიშვნა;

კ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის  გაცემა;

ლ) სპეციალური ფირნიშის გაცემა;

მ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნი­შებით მარკირება.“;

ბ) მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება ხორ­ციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ დადგე­ნი­ლებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დო­კუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოების შემ­თხვევაში, ამ დადგენილებით გან­საზღვრული მომსახურების საფასურის გადახდევინება ხორციელდება მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მერქნული რესურსის რეალიზაციის ან/და განაწილებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუ­მენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირების შემთხვევაში მომსახურება (მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდის ვადები) ხორციელდება საა­გენ­ტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სოციალური ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის დამზადების ადგილიდან ტრანსპორტირებისათვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის სააგენტოს მიერ მომსახუ­რე­ბა  ხორციელდება უსასყიდლოდ.“.

3. მე‑7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი­ით:

„1. ხე-ტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფზე. ტყეკა­ფის საზღვ­რე­ბი ექვემდებარება მომიჯნავე ტერიტორიისაგან საიდენ­ტიფიკაციო ნიშნე­ბით (ჭრაში დაუნიშნავ ხეებზე შესაბამისი წარ­წერა ან სირონის გაჭრა ან ბო­ძის ჩასმა) გამიჯვნას.“.

4. მე‑8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყეკაფი მოინიშნება დასამზადებელი ხე-ტყის აღრიც­ხვი­სათვის. ტყეკაფის მონიშვნისას აუცი­ლებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზე­ხ­მელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებ­ლებით და­ზიანებული ხეები.“;

ბ) მე‑2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სოციალური ჭრის დროს – ფართობის მიხედვით ან ძი­რობრივი აღრიცხვით.“;

გ) მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ტყეკა­ფის მომნიშ­ნავი პირის მიერ დგება ტყეკა­ფის ადგილმდებარეობის დათვალიე­რების აქ­ტი №6 დანართის შესაბამისად.“;

დ) მე‑5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური ჭრისათვის ტყეკაფის გარე საზღვარზე, თვალთახედ­ვის არეში არსებული ხეების შერჩევითი მონიშვნით (ხეებზე საღებავით ან ჩამონათალით);

გ) მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა ჭრებისა) და მოვლითი ჭრებისათვის – ტყეკაფის საწყისი წერტილის მყარი ორიენტირით მონიშვ­ნით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე წარწერით, რო­მელ­ზედაც აღნიშნული იქნება კვარტალი, ლიტერი, ტყეკაფის მონიშვნის წელი, ჭრის სახე);“;

ე) მე‑5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სოციალური ჭრისათვის ტყეკაფების მონიშვნა ხორციელდება ამ მუხლისა და  წესის მე‑10 მუხლის გათვალისწინებით.“;

) მე‑8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კვარტალის ტერიტორიაზე ტყეკაფის კონფიგურაცია და ტყეკაფის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატები;“;

ზ) მე‑9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ძირობრივად (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით) – მთავარი სარგებლობის (გარდა პირწმინდა) და მოვლითი ჭრე­ბის განხორციელების დროს. აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმე­ბუ­ლი იდენტიფი­ცირე­ბის დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნო­მერი. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით ან ჩამონათალი;“;

თ) მე‑11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტყე­კაფზე ჭრაში დანიშნული ხეების აღრიცხვა ხორციელდება ხის ჯიშების, დიამეტრებისა და შესაბამისი ხარისხების მიხედვით.“;

ი) მე‑12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ხე-ტყის აღრიცხვა ხორციელდება ხის შემდეგი ხარისხების შესაბა­მისად:

ა) I ხარისხის ხეს მიეკუთვნება ხე, რომ­ლის ღეროს სწორი ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრძე შეადგენს 4 მეტრსა და მეტს;

ბ) II ხარისხის ხეს მიეკუთვნება ხე, რომლის ღეროს სწორი ნაწილის (დაუზიანებელი, სწორი ღერო) სიგრ­­ძე შეადგენს 4 მეტრზე ნაკლებს.“; 

კ) მე‑13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე‑14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ტყეკაფზე ჭრაში დასანიშნ სახეობათა მოცულობების (მარაგის) განსაზღვრის მიზნით კორომის შემადგენლობაში შემავალი თითოეული მერქნიანი სახეობისათვის დგინდება სიმაღლის თანრიგი.“;

მ) მე‑16 – 22‑ე  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „16. ტყეკაფის მონიშვნის დასრულების შემდეგ, ტყეკაფის მონიშვნის მასალები (ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი, ტყეკაფის აბრისი UTM კოორდი­ნატ­თა სისტემაში, თანდართული ელექტრონული ვერსიით – Shp-ფა­ი­ლი) დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამის მართვის ორგანოს. ტყეკაფის გამო­ყოფა დასტურდება ტყეკაფის პასპორტით, რომელსაც გასცემს მართვის ორ­გა­ნო. ტყეკაფების მონიშვნის მასალების ერთი ეგზემპლარი ინახება მარ­თვის ორ­გა­ნოში, მეორე ეგზემპლარი – ტყითმოსარგებლესთან (გარდა სო­ცია­­ლუ­რი ჭრით ტყითმოსარგებლისა).

17. ტყეკაფის პასპორტში აისახება ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახუ­ლი ინფორმაციის ჯამური მონაცემები, მათ შორის, შემდეგი ინფორმაცია:

 ა) მართვის ორგანოს დასახელება, ტყითსარგებლობის საფუძველი (სა­ნე­ბართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი), ტყითმოსარგებლის რეკვიზიტები, ტყეკაფის GPS კოორდინატები, ტყეკაფის მონიშვნის (აღ­რიცხვის) მასალების წარდგენის თარიღი, ინფორმაცია ტყეკაფის მომ­ნიშ­ნავი პირების შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი,  პი­რადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, საიდენტი­ფიკაციო ნომერი);

ბ) მონაცემები სატყეო უბნის, სატყეოს, კვარტალის შესახებ; ტყეკაფის ფართობის, მონიშნულ ხეთა რაოდენობის, სიხშირის, კორომის სიმაღლის თანრიგის, ჭრის სახის, კორომის ხნოვანების, მოზარდ აღმონაცენთა მდგო­მარეობის (საკმარისი, არასაკმარისი), კორომის შემადგენლობის, ტყეკაფის გახსნის თარიღისა და დახურვის თარიღის შესახებ;

გ) მონიშნული ხეების ნომრების, ჯიშის, დიამეტრის, ხის ხარისხის (კა­ნონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – საშეშე, სამასალე მერქნის), გა­სა­ცემი მერქნის მოცულობის (საქმისი მერქანი (ლიკვიდური), შეშა ვარჯი­დან), ხის ხარისხების მიხედვით მოცულობის, მთლიანი მოცულობის შესა­ხებ.

18. მართვის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს გამოყოფილი ტყეკაფების შემოწმება შერჩევითი წესით. შემოწმებით დგინდება:

 ა) დაქანება, სიხშირე (თვალზომით), ჭრაში დანიშნული ხე-ტყის სი­მაღ­ლის საშუალო თანრიგი, აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა (განისაზღვ­რება ვი­ზუალურად);

ბ) ჭრაში დანიშნული ხეების ტაქსაციური დიამეტრის შე­საბამისობა ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ასახულ მონა­ცემებთან, რისთვისაც ტაქსაცი­ური დიამეტრი აეზომება შერ­ჩე­ვით ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობის არანაკლებ 20%-ს და აღნიშნული ხეებიდან სამ ხეზე ზუსტდება სიმაღ­ლის თანრიგი.

19. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტყითმოსარგებლემ ტყე­კაფი მონიშნა საქართველოს კანონმდებლობის და­რღვევით, საქარ­თველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკის­რების მიუხე­დავად, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, მართვის ორგანოს მიერ მითი­თებულ გონივრულ ვადებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელახლა გამოყოს ტყეკაფი. ტყეკაფის ხელახლა გამოყოფამდე მისი ათვისება იკრძალება.

20. ტყეკაფის აღრიცხვის არასრულყოფილი მასალების წარ­დგენისას და/ან ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია ტყეკაფის ათვისების დაწყებამდე წა­რუ­დგინოს მართვის ორგანოს ტყეკაფის აღრიცხვის სრულყოფილი (შეს­წორებული) მასალები.

21. ტყითსარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადების სპეცია­ლური ლიცენზიის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკ­რულების შემთხვევაში, მონიშნული ტყეკაფის სისწორისათვის პასუხისმგე­ბელია შესაბამისი ტყითმოსარგებლე.

22. მართვის ორგანოს მიერ მონიშნული ტყეკაფი ითვლება გამო­ყო­ფილად.“.

      5. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. ტყის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარ­გებ­ლობის მოსაკრებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის მიკუთვნება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე:

ა) ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, ან ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელ­შეკ­რულების საფუძველზე ტყეკაფზე მონიშნულ:

ა.ა) I ხარისხის ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რე­სურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მო­სა­კრებელი;

ა.ბ) II ხარისხის ხისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე‑3 კატეგორიისათვის დადგენილი მო­სა­კ­რე­ბე­ლი;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოციალური ჭრის მიზ­ნით გამოყოფილ ტყეკაფზე:

ბ.ა) I ხარისხის ხისთვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდ­ი­ული პირის) მიერ გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე‑2 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ.ბ) II ხარისხის, ასევე ძირნაყარი ხისთვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის) მიერ გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე‑4 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკ­რე­ბელი;

გ)  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირისათვის (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) სოციალური ჭრების შედეგად ხე-ტყით უზრუნველყოფისას, I ან II ხარისხის ხისთვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის თაობაზე, გადაწყვეტილებას ხე‑ტყის მოპოვების უფლების მინიჭების საკითხის გადა­წყვეტისას იღებს საქართველოს მთავრობა ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ხის ხარისხი­სათვის დადგენილი მოსაკრებლის მიხედვით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სოციალური ჭრების შედეგად სათ­ბობი შეშით უზრუნველყოფისას ხის კატეგორიისა და ხარისხის მიუხე­დავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ბუნებრივი რესურ­სებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებ­რივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქ­ნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე‑4 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.

3. ამ წესის მე‑12 მუხლის მე‑5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებ­ში აუქციონის გარეშე:

ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მერქნული რესურსის გაცემისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გა­დახ­­და ხორციელდება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირ­ველი  კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით, თუ სა­ქარ­თველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) ამ წესის მე‑10 მუხლით გათვალისწინებული წესით ხე‑ტყით უზ­­რუნველყოფისას, მერქნული რესურსისათვის ბუნებრივი რესურსებით სარ­გებ­ლო­ბისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება „ბუნებრივი რე­სურ­სებით სარგებლობისათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სა­ხეობათა შესაბამისი ჯგუფის მე‑4 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკ­რებ­ლის ოდენობით.“.

6. მე‑9 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„2. მთავარი სარგებლობის ჭრები არ ინიშნება:

ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსა­ზღვრული ორ­განოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტო­რიებ­ზე;

ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვ­რული ორგანოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრე­ბული ფუნქციური დანიშნულების უბნებში.

3. მთავარი სარგებლობის ჭრები ხორციელდება საქართ­ველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ორ­გა­ნოების მართვას დაქ­ვემ­დებარებულ ტერიტორიებზე არსე­ბუ­ლი სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, ჯაგრცხილის, აკაციის, ვერხვის,  მურ­ყანის (თხმელა) წმინდა და შე­რეულ კორომებში.“.

7. მე‑10 მუხლში:

ა) მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) სო­ცია­ლური ჭრებით ხე-ტყით დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის გან­­ხორციელების შესახებ გადაწყვე­ტილებას, თავიანთი კომპეტენციის ფარ­გ­ლებში, გონივრულ ვადაში იღებს შესაბამისი მართვის ორგანო ან მისი ტერიტორიული ორგანო სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად. იმ შემ­თხვევაში, თუ სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის გამოყოფის შესახებ საკითხი დასმულია სხვა პირის მიერ, გადაწყვეტილებას იღებს საქარ­თვე­ლოს მთავრობა.“;

ბ) მე‑3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე‑4 – მე‑9  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სოციალური ჭრების ფარგლებში მოსახლეობისათვის შესაბამისი მერქ­ნული რესურსი გაიცემა მართვის ორგანოსათვის წარდგენილი „ბუნებ­რივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის შესაბა­მისად, ასევე მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე.

5. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, საჯარო სამართლის იური­დიული პირებისათვის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისათვის სოციალური ჭრების ფარგლებში გაიცემა I და II ხარისხის, ასევე ძირ­ნაყარი ხეები, რის თაობაზეც ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ დასაბუთებული მოთხოვნა (რომელსაც თან უნდა ერთოდეს მათზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა, ასე­თის არსებობის შემთხვევაში) განსახილველად წარედგინება შესაბამის მართვის ორგანოს.

6. საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღია­რებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) მიერ ამ მუხლის მე‑5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემდეგ დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო II ხარისხის, ხოლო საქართველოს მთავრობა – I ხარისხის ხისთვის.

7. შესაბამისი მართვის ორგანოს მიერ სოციალური ჭრებით მოსახ­ლეო­ბისათვის გასაცემი        I ხარისხის ხის მერქნული რესურსის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნე­ბულის – გუბერნატორისა და მართვის ორგანოს ურთიერთშეთანხმებით (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულისა და მართვის ორგანოს ურთიერთშეთანხ­მებით).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში I ხარისხის ხის მერქნული რესურსის გაცემა ხდება შესაბამისად სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონო­მიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულის მიერ წარდგენილი სიის მიხედვით (თითოეული მოქალაქის გვარის, სახელის, პირადი ნომრისა და მოქალაქისათვის გასაცემი I ხარისხის ხის მერქნული რესურსის ოდენობის მითითებით).

9. მართვის ორგანო უფლებამოსილია სოციალური ჭრებისას I ხა­რისხის ხის დამზადების შედეგად ტყის ფონდში დარჩენილი მერქნული რესურსი გასცეს მოსახლეობისათვის ამავე მუხლით დადგენილი პროცე­დურების შესაბამისად.“;

დ) მე‑10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑12 – 21‑ე პუნქტები:

„12. სოციალური ჭრების განხორციელებისას ხე-ტყის დამზადება და­ი­შ­ვება სახელმწიფო ტყის ფონდის 300‑მდე დაქანების ფერდობებზე.

13. სოციალური ჭრების შემთხვევაში პირწმინდა ჭრების ტყეკაფები მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა, ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის  ნულიდან 5 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე და ტარდება 10 ჰა-მდე ფართობზე 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეების პირწმინდა ჭრით.

14. სოციალური ჭრები ხორციელდება, აგრეთვე:

ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში, №3 დანართის შესაბამისად, გა­ბა­ტონებული მერქნიანი ჯიშების საკმარისი რაოდენობის მოზარდის არ­სებობისას, ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეე­ბი (მათ შორის, პირველ რიგში ზეხმელი, ხმობადი და ფუღურო ხეები);

ბ)  0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი  რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (№3 დანართის გათვალისწი­ნებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე;

გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება (თუ მათი და­ფარულობა 40%‑ზე მეტია). აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომლის წინა­პი­რობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომ­ზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (№3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა;

დ) 0,6‑0,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%‑მდე, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%‑მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კო­რომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40%‑ზე მეტია) სიხშირე არ დაიყვანება 0,6-ზე დაბლა;

ე) მოვლითი ჭრების (გამოხშირვით და გავლით) სახეებს დაქვემ­დება­რე­ბული ტყის უბნებში ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მოვლი­თი ჭრებით დადგენილი ნორმებით;

ვ) საკურორტო და მწვანე ზონის კატეგორიის ტყეებში ჭრის შედე­გად სიხშირე არ დაიყვანება 0,7 სიხშირეზე დაბლა (განსაზღვრული ტე­რი­­ტორიისათვის პრიორიტეტული ჯიშის შენარჩუნებით).

15. სოციალური ჭრის დროს 310– 350-ის დაქანების ფერდო­ბებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორო­მებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300-მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესა­ბა­მისი სიხშირის კორომებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორ­ციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოც­ხალი გამწევი ძალის გამოყენებით. 

16. სოციალური ჭრების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თან­დათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრის სახეები.

17. სოციალური ჭრის ტყეკაფებში პირველ რიგში მოინიშნება II ხარისხის ხეები, ასევე კორომის მდგომარეობიდან (სიხშირიდან) გამომდი­ნარე  – I ხარისხის ხეები.

18. სოციალური ჭრები არ ინიშნება:

ა) საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 მუხლით განსა­ზღვრული ორ­განოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტო­რიებ­ზე, გარდა ეროვნული პარ­კისა, აღკვეთილისა (აღკვეთილში დადგენილი წესით) და დაცული ლანდ­შაფტისა;

ბ) საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვ­რული ორ­გა­ნოების მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიების განსაკუთრებუ­ლი ფუნქციური დანიშნულების უბნებში, გარდა ამ მუხლის მე‑14 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა.

19.  სოციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტე­რი­ტორიებზე არსე­ბუ­ლი სოჭის, ნაძვის, ფიჭვის, წიფლის, რცხილის, ჯაგრ­ცხილის, ვერხვის, აკაციის, მურ­ყანის (თხმელა), მუხის წმინდა და შერეულ კორომებში.

20. სოციალურ ჭრებში არ მოინიშნება წითელი ნუსხით დაცული მერქ­ნიანი მცენარეები.

21. აუცილებლობის შემთხვევაში, სოციალური ჭრის წინა წლ(ებ)ის აუთ­ვისებელ ტყეკაფებზე ხორციელდება ხელახალი ტყეკაფების გამოყო­ფა. ამ შემთხვევაში, ხეებზე გაკეთებულ ძველ ნუმერაციაზე საღებავით კეთ­დება აღნიშვნა „X“.“.

8. მე‑11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეები

1. მთავარი სარგებლობის ჭრის სახეებია – პირწმინდა, თანდათა­ნო­ბითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით ამორჩევითი ჭრები. მთავარი სარ­გებლობის ჭრები ტარდება მწიფე და მწიფეზე უხნესი ტყის უბნებში. ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანებები განისაზღვრება №2 დანართის  შესაბამისად.

2. პირწმინდა ჭრების ტყეკაფები მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბ­ნის ტერიტორიაზე არსებული ხეების რბილმერქნიან სახეობათა ერთ­დრო­ული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა,  ხორციელდება მხოლოდ ვაკე რელიეფის ნულიდან 5 გრადუსამდე დაქა­ნების ფერდობებზე და ტარდება 10 ჰა-მდე ფართობზე. საკვარტალე ქსე­ლის გათვალისწინებით ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა.

3. თანდათანობითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერი­ტო­რიაზე ჭრების განხორციელება ხანგრძლივი პერიოდის (30-40 წელი) გან­მავლობაში და გულისხმობს ამ პერიოდში ტყის საბურველის თანდათა­ნობით და თანაბრად შეთხელებას. თანდათანობითი ჭრა ხორციელდება 200‑მდე დაქანების ფერდობებზე. ჭრის ყოველი შემდეგი ჯერი ხორციელ­დება მხოლოდ ტყის საბურველის (ხეების ვარჯების ერთობლიობა) ქვეშ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის სასურველ მერქნიან სახეობათა მო­ზარ­დის (დანართიN#3) არსებობისას. მოზარდის არასაკმარისი რაოდე­ნო­ბის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში ჭრა სამ ჯერად ტარ­დება. ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს კორომის საერ­თო მარაგის 25%-ს. ჭრის მეორე ჯერი ხორციელდება 10-15 წლის შემ­დეგ. კორომის სიხშირე 0,4-0,3-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის მესამე ჯე­რი ხორციელდება 15 წლის შემდეგ. 0,5-0,6 სიხშირის კორომებში ჭრა ხორ­ციელდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე იჭრება საერთო მარაგის    30-40%. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15 წლის შემდეგ.

4. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა: გულისხმობს 200‑მდე დაქანების ფერ­დო­ბების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (20-40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონა­კვეთებზე (ყალთაღებში, ფანჯრებში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვე­თების (ყალთაღების) შერჩევისა და მათი გაფართოების ძირითადი პრინ­ციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი გა­ნა­წილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის მაქსიმალური ხელ­შე­წ­ყობა. ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგოლის სიგანე არ უნ­და აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწ­ყო­­ბისა და გაგანიერების თითოეულ ყალთაღში ან რგოლში დატო­ვებული უნდა იქნეს არანაკლებ 2 სათესლე ხე. ყალთაღების გაგანიე­რება ხორციელდება თესლმსხმოიარობის წელს.

5. ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხე­ების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმართულებით.

6. ნებით ამორჩევითი ჭრა: ინიშნება 300‑მდე  0.6 და მეტი სიხშირის კორომებში, ხოლო 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის იმ რაო­დენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (დანართი №3). მოზარდის არასაკმარისი რაო­დე­ნობის შემთხვევაში ხორ­ციელ­დება ბუნებრივი განახლე­ბის ხელშეწყობის ღონისძიებები. მარადმწვა­ნე ქვე­ტყიანი, მაყვლიანი და გვიმრიანი ტყის კორომებში ჭრა შეიძლება და­შვე­ბულ იქნეს მხოლოდ 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში. 0.6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიანი, მაყვლიანი და გვიმრიანი ტყის კორო­მებსა და მიკროუბნებში ჭრა არ ინიშნება. აღნიშ­ნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელ­შეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომ­ლის წინაპირო­ბას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერი­­ტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით ან ფანჯრული და ზო­ლებრივი პირწმინდა მოჭრით. 5 წლის შემდეგ ბუნებრივი განახლების დამაკმაყოფილებელი მონაცემების მიღების შემდ­გომ დასაშვებია ჭრის და­ნიშვნა. ჭრა გულისხმობს ტყის განსა­ზღვრული უბნის ტერიტორიაზე სატ­ყეო-სამეურნეო თვალ­სა­ზრისით მიზანშეწონილი ხეების თანდათანობით და მთელ უბან­ზე გადაანგარიშებით თანაბარ ჭრას. ჭრის განმეორების პერიო­დი კორომის სიხშირისა და მოზარდის მდგომარეობის მიხედვით   10-30 წლით განისაზღვრება. ჭრის ინტენსივობა შემდეგია: 0.6 სიხშირის კორომებში არსებული მარაგის 15%, 0.7 სიხშირის კორომებში – 20%, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის, აგრეთვე კარგი განახლების მქონე 0.5 სიხშირის კორომებში – 25%. 0,3-0,4 სიხშირის კარგი განახლების მქონე კორომებში ჭრაში ინიშნება 40 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (მათ შორის, პირველ რიგში – ზეხმელი, ხმობადი და ფუღურო ხეები).

7. ნებით‑ამორჩევითი ჭრის დროს 310 350-ის დაქანების ფერდო­ბებ­ზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორო­მებში, ჭრის ინ­ტენ­სივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300-მდე დაქანების ფერდობებზე არსე­ბული შესაბამისი სიხშირის კორომებისათვის. ხე-ტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორ­ციელდება საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის ან ცოც­­ხალი გამწევი ძალის გამოყენებით. 

8. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) საქონლის ძოვება იკრძალება ჭრის დაწყებამდე და ჭრის შემ­დეგ 5 წლის განმავლობაში, ხოლო პირწმინდა ჭრების დროს ჭრის დას­რუ­ლებიდან 5 წლის განმავლობაში. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) ჭრაში პირველ რიგში ინიშ­ნება გადაბერებული, ფაუტი, მრუდღეროიანი და ის ხეები, რომლებიც ხელს უშლიან მოზარდის ზრდა-განვითარებას.

9. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის გამოყო­ფი­ლი ტყეკაფის ფართობი არ აღემატება 25 ჰა‑ს. ნებით ამორჩევი­თი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და განისაზღვრება ჭრისა­თ­ვის დანიშნული ლიტერის ფართობის ფარგლებში.“.

9. მე‑12 მუხლის მე‑6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური ჭრის განხორციელებისას თუ რელიეფი არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გა­მოტანილი და დასაწყო­ბე­ბული იქნეს სააგენტოს მიერ მითი­თებულ ტერიტორიაზე, სპეციალური ჭრის განმახორცი­ელე­ბელი ვალდებულია, კომპენსაციის სახით ჩარიცხოს საა­გენ­ტოს ანგა­რიშზე 1 კუბ.მ მერ­ქნულ რესურსზე 3 ლარი (დღგ-ის ჩათ­ვლით), ადგილობ­რივ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებ­ლო­ბი­სათვის მო­საკ­რებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი და სახელ­მწიფო ბიუჯეტში – ამ წესის №5 დანართით განსაზღვრული თანხა.“.

10. მე‑14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 14. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ობიექტი

1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური ჭრისათვის გამოყოფილ თითოეულ ტყეკაფ­ზე.

2. ხე-ტყის დამზადების ბილეთი არის სოციალური ჭრის ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების დაწყების განმსაზღვრელი დოკუმენტი.“.

 11. მე‑16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  

„მუხლი 16. ხე-ტყის დამზადების ბილეთის ფორმა

 ხე-ტყის დამზადების ბილეთის ფორმა მტკიცდება მართვის ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

12. მე‑17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 17. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გამცემი ორგანო

ხე-ტყის დამზადების ბილეთს გასცემს მართვის ორგანო ან მისი ტერი­ტორიული ორგანო სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ასევე – მართვის ორ­განოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი.“.

13. 274 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებ­ლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარმოდგენილ უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;“.

14. 46‑ე მუხლის მე‑6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მერქნული რესურსისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლო­ბი­სათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუ­ფის პირველი  კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობასა და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში);“.

15. 52‑ე მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გა­მარ­თულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქ­ციონ­ში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდა­რული დღის ვადაში მი­თითებულ საბანკო ანგარი­შებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გა­და­ი­ხადოს: სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტში – მის მიერ აუქციონზე შეთა­ვა­ზებული ფა­სი: ადგილობრივ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რე­სურ­სებით სარ­გებლო­ბისათვის მოსაკრებლების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი  კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი და სააგენ­ტოს ანგა­რიშზე – სააგენტოს მიერ გაწეული მერ­ქნულ რესურსზე ხე-ტყის წარ­მოშობის დო­კუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკი­რებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური.“.

       16. წესის  1 და 2 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი N1

ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი

ტყეკაფის მონიშვნის დაწყების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ტყეკაფის მონიშვნის დამთავრების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

მართვის ორგანო ________________________________________________________

სატყეო უბანი ________________________________________    სატყეო ____________________________________

ტყითმოსარგებლე__________________________________________________________________________________

კვარტალი №_______ ,      ლიტერ(ებ)ი №__________ ,   ფართობი __________ ჰა  

ჭრის სახე __________ კორომის შემადგენლობა _––______, ჭრის % ________ სიხშირე ___–––

სიმაღლის თანრიგი ______–––  GPS კოორდინატები X______________ Y Y_______________

                                                  X______________ Y Y_______________

 

ხნოვანება –––––––––––––––––––––––––––– მოზარდ‑აღმონაცენი –––––––––––––––––––––––––––––

სიმაღლე ზღვის დონიდან –––––––––––––––––––––––   დაქანება (გრადუსი) ––––––––––––––––––

ხის

ჯიში (სახეობა)

ხის ხარისხი და

დიამეტრი

 DDt

 გასაცემი მერქნის მოცულობა 3

შენიშვნა

გაცე-მა

I

ხარისხის

II

ხარისხის

საქმისი მერქანი (ლიკვიდი)

შეშა ვარჯიდან

ხარისხის მიხედვით 3, სულ 3

I

ხარისხის

II

ხარისხის

ჯამი

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა:  შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%, გარდა თხმელისა, აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა. აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი.

ტყეკაფის მომნიშნავი:------------------------------------------

უწყისის შედგენის თარიღი:--------------------------------

 

 

დანართი N2

 

საქართველოს ტყეებში გავრცელებული ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება

მერქნიანი სახეობა (ჯიში)

ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა, წელი

სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება, წელი

სიმწიფის (ჭრის) ხნოვანების კლასი

1

სოჭი, ნაძვი

20

121-160

VII-VIII

2

ფიჭვი

20

101-140

VI-VII

3

წიფელი (თესლითი)

20

121-160

VII-VIII

4

წიფელი (ამონაყრითი)

10

61-80

VII-VIII

5

რცხილა (თესლითი)

20

81-120

V_VI

6

რცხილა (ამონაყრითი, ჯაგრცხილა)

10

41-60

V-VI

7

არყი

10

61-80

VII_VIII

8

ვერხვი

10

41-60

V_VI

9

მურყანი (თხმელა) თესლითი, ტირიფი

10

41-60

V_VI

10

მურყანი (თხმელა) ამონაყრითი

5

21-30

V_VI

11

აკაცია თესლითი

10

41-60

V_VI

12

აკაცია (ამონაყრითი)

2

912

V_VI.“.

 

 

 

 

 

 

 

 

 17. წესის 4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

                                                                                                  „დანართი №4

 

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

1

2

3

4

5

6

7

1

ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა მიწის ნაყო­ფიერი ფენის მოხსნისათვის

1 კუბური მეტრი –100 ლარი

 

 

 

 

 

2

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორ­მაციის მომზადება:

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

2.1

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

 

 

 

 

0,1 ჰა-მდე – 150 ლარი

 

 

 

 

0,1 ჰა-დან

1,0 ჰა-მდე –

500 ლარი

 

 

 

1 ჰა-დან 10 ჰა-მდე –

1000 ლარი

 

 

 

10 ჰა-დან 100 ჰა-მდე – 2500 ლა­რი

 

 

100 ჰა-დან 1000 ჰა- მდე – 3500 ლარი

 

 

1000 ჰა-დან 5000 ჰა-მდე – 5000 ლარი

 

 

 

შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში მე-7 სვეტში მითითებულ მომ­სა­ხუ­რების საფასურს ემატება, შესაბამისად, მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური ფარ­თო­ბის მიხედვით

3

სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

3.1

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით

 

1 ჰექტარი –

1 ლარი

 

 

 

 

 

3.2

სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერ­ჩეული ფართობების კონტუ­რების დადგენა

 

1 ჰექტარი –

1 ლარი

 

 

 

 

 

3.3

გენერალური ლიცენზიისა და ხეტყის დამზადების სპეცია­ლუ­რი ლიცენზიის გაცემის მიზ­ნით შერჩეული ფართობების კონტუ­რების დადგენა

1 ჰექტარი –

2 ლარი

 

 

 

 

 

4

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის შესა­ხებ ინფორმაციის მომზადება

 

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

 

 

4.1

ხაზობრივი ნაგებობისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

 

1 კმ-მდე –

100 ლარი

 

 

 

1 კმ-დან

 5 კმ-მდე –250 ლარი

 

 

5 კმ-დან     10 კმ-მდე – 500 ლარი

 

 

10 კმ-დან 100 კმ-მდე 5 000 ლარი

100 კმ-დან 500 კმ-მდე –

15 000 ლარი

500 კმ და მეტი –30 000 ლარი

 

 

 

5

ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

5.1

 1 კუბური მეტრი ხე‑ტყის მოპო­ვებისთვის

3 ლარი

 

 

 

 

 

6

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინვე­ლი­სა) მოპოვების დოკუმენტის გა­ცემისათვის:

 

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

6.1

ერთ თვემდე ვადით ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გა­დამფრენი ფრინველისა) მოპო­ვე­ბის დოკუმენტის გაცემისათვის

 30 ლარი

 

 

 

 

 

6.2

ნადირობის სეზონზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გა­დამ­ფრენი ფრინველისა) მოპოვე­ბის დოკუმენტის გაცემისათვის

100 ლარი

 

 

 

 

 

7

ტყეკაფის მონიშვნა  (გარდა სოციალური ჭრებისა):

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

7.1

ერთი მონიშნული ხისთვის

 

 

20 ლარი

 

 

 

 

 

 

 

8

ხე‑ტყის წარმოშობის დოკუმენ­ტის გაცემა და სპეციალური ფირ­ნიშებით მარკირება

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

 

8.1

1 კუბური მეტრი ხე‑ტყისათვის

3 ლარი

 

 

 

 

 

9

მატერიალური სახის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

 

9.1

1 ცალი

 

 

50 თეთრი

 

 

 

 

 

10

სპეციალური ფირნიში

 

 

მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარბით

 

10.1

1 ცალი

 

 

50 თეთ­­რი.“.

 

 

 

 

 

 

  18. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №6:

 

 

 

 

„დანართი №6

 

ტყეკაფის მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების

აქტი

 

მართვის ორგანო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სატყეო უბანი ––––––––––––––––––––––––– სატყეო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

კვარ­ტალი –––––––––––––––––––––––––––– ლიტერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ლიტერის ფარგლებში არანაკლებ ორი GPS‑ს კოორდინატი:

 X –––––––––––––––––––Y––––––––––––––––––––––––

ჭრის სახე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––   

სატაქსაციო ლიტერ(ებ)ის მონაცემები:

ტყეთმოწყობით:

შემადგენლობა ________________ ექსპოზიცია ______________ დაქანება____________

ფაქტობრივი:

შემადგენლობა ________________ ექსპოზიცია ______________ დაქანება_____________

 

ფართობი, ჰა

პროგნოზული მარაგი, 3

სიხშირე

ხნოვანება

ტყეთმოწყობით

ტყეთმოწყობით

ფაქტობრივი

ტყეთმოწყობით

ფაქტობრივი

ტყეთმოწყობით

ფაქტობრივი

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა:

ტყეთმოწყობით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფაქტობრივი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ქვეტყე (ჯიშის მითითებით და ფართობის დაფარულობის %):

ტყეთმოწყობით –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფაქტობრივი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეკომენდაცია  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(რეკომენდაციაში აგრეთვე აღინიშნება  ინფორმაცია მოსაწყობი გზების შესახებ)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აქტის შემდგენი პირები  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

____________________________________________________________________________

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

____________________________________________________________________________

შენიშვნა: ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი წარმოადგენს ტყეკაფის აღრიცხვის მასალების განუ­ყოფელ ნაწილს.“.

 

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

 პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური