„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.019815
106
01/03/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
390050010.10.003.019815
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2017 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი  მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემისა და აუქციო­ნის საწყისი წლიური ფასის განსაზღვრის წესი.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარდგინებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი), ჭალის ტყეები, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეები); უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები; ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებული ტყის უბნები. მანძილი იზღუდება წყალგამყოფით.“.

3. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებაში, გარდა საქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა მიეთითოს სარგებლობის კონკრეტული სახე, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). განცხადებას თან უნდა დაერთოს მოთხოვნილი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შესაბამისი Shp-ფაილი.“.

4. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელმწიფო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გასაცემად აუქციონის დამატებითი პირობების განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს უფროსის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია. სააგენტო უფლებამოსილია, კომისიის მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობებით გამოაცხადოს აუქციონი საქართველოს მთავრობის თანხმობით (გარდა ამავე წესის 611  მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა).“.

5. 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში − სარგებლობის ვადას, სარგებლობის კონკრეტული სახისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებსა და აუქციონის დამატებით პირობებს;“.

6. 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის  საწყისი  საორიენტაციო  ფასი  (დღგ-ის  ჩათვლით)  კვარტალში  ერთხელ დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქ­ციონის წლიური საწყისი ფასი დგინდება ტყითსარგებლობის ობიექტის აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქ­ციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით.“.

7.  55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უხლი 55. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის (შემდგომში – რეკრეაციული ტყითსარგებლობა) რეგულირება

1. რეკრეაციული ტყითსარგებლობა გულისხმობს დასვენების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და სხვა მსგავსი მიზნებისათვის ტყის ფონ­დის გამოყენებას.

2. რეკრეაციული ტყითსარგებლობისათვის ფართობის შერ­ჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფარულ ან/და ტყით დაუფა­რავ ფართობებზე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით, ფართობზე დასაშვებია ხე-ტყის ჭრა, მაგრამ არაუმეტეს 1 ჰექტარზე 50 კუბური მეტრი ხე-ტყისა.

3. რეკრეაციული მიზნით ტყითსარგებლობით დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ტერიტორიის განვითარების გეგმა.“.

8. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის ფონდის ტყით დაუფარავ ფართო­ბებზე. პლანტაციური მეურნეობის წარმოებისას დაუშვებელია ინვაზიური სახეობების გავრცელება/გამრავლება.“.

9. 56-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ფონ­დის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი შენობის ან/და ნაგებობების მოწყობა.“.

10. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა გულისხმობს ტყის ფონდის გამოყენებას მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად, სათიბად, საძოვრად, საქონლის დროებითი სადგომების მოსაწყობად, ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებ­ლო­ბას.“.

11. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა დაიშვება მხოლოდ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით.“.

12. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასოფლო-სამეურნეო მიზნით გაცემულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი შენობის ან/და ნაგებობების მოწ­ყობა.“.

13. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია არსებულ ან ახლად მოწყობილ ტბორში თევ­ზის გამოზრდა და მისი მოპოვება.“.

14. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 60. ტყის ფონდის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის რეგულირება

1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის ფონდით სარგებ­ლობა გულისხმობს ტყით დაუფარავ ფართობებზე კვებისა და სხვა დანიშნულების დროებითი შენობის ან/და ნაგებობის მოწყობას.

2. სარგებლობა უნდა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის კანონმდებლობით დად­გენილი წესების დაცვით.

3. ამ წესის მე-3 მუხლის „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის სახეები ითვლება ტყის ფონ­დის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარ­გებლობად. კომპლექსური ტყითსარგებლობა, იმის გათვალისწინებით, სარგებლობის რომელ სახეებს აერთიანებს, განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობას. სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის სახეების ერთდროულად განხორციელება ჩაითვლება არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობად.“.

16. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი:

„მუხლი 601.  განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანში ტყითსარგებლობის  რეგულირების განსაკუთრებული წესი

1. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანში ტყითსარგებლობის განხორციელებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ ტყეების ფუნქციურ-დაცვითი მნიშვნელობის თვისობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების  უცილობელი შენარჩუნება.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, ტყითსარგებლობა დაშვებულია განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნის შემდეგ ტერიტორიებზე და შემდეგი მიზნებით:

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება, ასევე ტყის ფონდში არსებული ბაღებითა და ვენახებით სარგებლობა (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის  ტყეებში, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში, დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში;

) სათიბად  (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე):  ჭალის ტყეებში, ალპური ზონის მიმდებარე 300 მ-ის სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში, დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში;

გ) თევზის მეურნეობის მოსაწყობად (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეების, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლების, ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლების, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყით დაუფა­რავ ფართობებში, ასევე დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში;

) რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებისათვის (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე, დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეებში, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლებში, ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარულ ფართობებზე, რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში, დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში;

) ტყით დაუფარავ ფართობებზე კვებისა და სხვა დანიშნულების დროებითი შენობის ან/და ნაგებობის მოწყობა (მერქნიანი მცენარეების მოჭრის გარეშე): სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეებში, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლებში, ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში (წყლის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით), დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში;

ვ) პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნით (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსების უფლებით): მწვანე ზონისა და საკურორტო ზონის ტერიტორიებზე, ჭალის ტყეებში, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლებში, ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალში (სუბალპურ ტყეებში), რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლებში, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნებში (წყლის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით), დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ-ის რადიუსში არსებულ ტყის უბნებში.“.

17. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის რეგულირება

1. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობისას დასაშვებია ამ წესის მე-3 მუხლის „თ – ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად გან­ხორ­ციელება და გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ ტყითსარგებლობის სხვადასხვა სახის ერთდროულად განხორციელებას საერთო საზღვრის მქონე რამდენიმე ტერიტორიაზე. 

2. ტყის ფონდით კომპლექსური სარგებლობის განსახორციელებლად სააგენტოს წარედგინება დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებულია ტყითსარგებლობის თითოეული შემთხვევისათვის.“.

18.  წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 612 მუხლი:

„მუხლი 612. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების მოთხოვნები

1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობისას, სპეციალური ჭრები შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობისას ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის ჭრის აუცილებლობისას წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით);

ბ) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობისას მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს ჭრისათვის საკომპენსაციო საფასური, ხე-ტყის ჭრის განხორციელებამდე, ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.“.

19. 62-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. 63-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. პირი, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე ფაქტობრივად დაკავებული აქვს და სარგებლობს ტყის ფონდის ტერიტორიით (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსებით ან მის გარეშე), ვალ­დე­ბუ­ლია, 2017 წლის 1 ივლისამდე წარ­ა­დ­გი­ნოს წესის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წი­ნე­ბ­ული შესაბამისი ინფორმაცია, გააფორმოს ტყით­სარ­გებლობის ხელ­შეკრულება სააგენტოსთან და ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ყოველწლიურად გა­­დაიხადოს ტყის ფონდით სარგებლობის შესაბამისი სახისათვის ტყითსარგებლობის წესის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სა­ფა­სური. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივ მოსარგებლეს ტყის ფონდში განთავსებული აქვს მუდმივი ნაგებობა, ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სარგებლობის წლიური საფასურის ოდენობა შეადგენს 8000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე ფართობისათვის, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით. წლიური საფასურის გადა­ხდა ხორ­ციე­ლ­დე­ბა ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიუ­რად თანაბარწი­ლად, ან მთლიანად, წინასწარ. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე.“. 

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე სარგებლობის უფლებით უკვე გაცემულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ფართობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი