"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.017029
  • Word
356
05/09/2012
ვებგვერდი, 05/09/2012
390050020.10.003.017029
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 356

2012 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილის

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცე­ბული წესის:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომ­სა­ხუ­რე­ბა ხო­რ­­ციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­ს­ით, ამ და­დგე­ნი­ლებით განსაზღვრული საფასურის გადახდის და­მა­დასტურე­ბელი დო­კუმენტის წარდგენის საფუძველზე. ადმინის­ტ­რა­ციული ორგა­ნოების შემ­თხვევაში, ამ დადგენილებით გან­სა­ზღვ­რუ­ლი მომსახურების საფა­სურის გადახდა ხორციელდება მომ­სა­ხუ­რე­ბ­ის გაწევიდან არა უგ­ვი­ანეს 15 კალენდარული დღისა. სპე­ციალური ჭრების შედეგად მოპო­ვებუ­ლი მერქნული რესურსის დამ­ზა­დების ად­გილიდან ტრანსპორტ­ი­რე­ბი­სათვის, ხე-ტყის წარმოშობის დო­კუმენტის გაცემის ან/და სპეცია­ ლური ფირნიშებით მარკირებისათვის სა­აგენტო მომ­სახუ­რე­ბა ხორ­ ციელებ უსასყიდლოდ. ამასთან, სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით , პირი გაა­ თავისუფლოს ამ მუხ­ლის პირ­ველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადა­ხ­­დის ვალდე­ბულებისაგან.“.

2. 52-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გა­მარ­თულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქ­ციონ­ში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდა­რული დღის ვადაში მი­თითებულ საბანკო ანგარი­შებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გა­და­ი­ხადოს: სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტში – მის მიერ აუქციონზე შეთა­ვა­ზებული ფა­სი: ადგილობრივ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რე­სურ­სებით სარ­გებლო­ბისათვის მოსაკრებლების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი, ხოლო სპე­ციალური ჭრების შედეგად მოპო­ვებუ­ლი მერქნული რესურსის შემთხვევაში, ასევე სააგენ­ტოს ანგა­რიშზე გადაიხადოს სააგენტოს მიერ გაწეული მერ­ქნულ რესურსზე ხე-ტყის წარ­მოშობის დო­კუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკი­რებისათვის დაწესებული მომსა­ ხურების საფასური.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სპე­ციალური ჭრების შედეგად მოპო­ვებუ­ლი მერქნული რესურსის შემთხვევაში, აჭარის სატყეო სააგენტოს ანგა­რიშზე – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მერ­ქნულ რესურსზე ხე-ტყის წარ­­მოშობის დო­კუმენტის გაცემისა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარ­კი­რებისათვის. .

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი