"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110517007, 17/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016359
  • Word
199
13/05/2011
ვებგვერდი, 110517007, 17/05/2011
390050010.10.003.016359
"ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 199

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წ., №103, მუხ. 1533) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის:

 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სახეები;“.

 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბანი – სახელმწიფო ტყის ფონდის (გარდა დაცული ტერიტორიებისა) მწვანე ზონის და საკურორტო ზონის ტერიტორიები (აღნიშნული ტერიტორიების ნუსხასა და მასზე მიკუთვნებული კვარტალების ჩამონათვალს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარდგინებით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი), ჭალის ტყეები, სხვადასხვა დანიშნულების დაცვითი ტყის ზოლები; ალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი (სუბალპური ტყეები); უტყეო სივრცეებს შორის მდებარე 100 ჰექტარამდე სიდიდის ტყით დაფარული ფართობები; თოვლის ზვავებისა და ღვარცოფების მუდმივი კალაპოტების გასწვრივ 200 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე ტყის უბნები; ფლატეების, დამეწყრილი ადგილების, ჩამონაშალების, კარსტული წარმონაქმნების, მთის დედაქანების მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილების ირგვლივ 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გასწვრივ (მათი მიწის ვაკისიდან) 100 მეტრამდე სიგანის ტყის ზოლები; მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები; დასასვენებელი სახლების, პანსიონატებისა და სამკურნალო დაწესებულებების, მინერალური წყაროების ირგვლივ 1 კმ რადიუსში არსებული ტყის უბნები. მანძილი იზღუდება წყალგამყოფით.“.

 3. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

4. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სოციალური ჭრა

1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით (მათ შორის, ნახანძრალი და ძირნაყარი ხე-ტყე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი) უზრუნველყოფის მიზნით.

 2. არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) ხე-ტყით დაკმაყოფილების მიზნით სოციალური ჭრის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში იღებენ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოები. იმ შემთხვევაში, თუ არაკომერციული მიზნით სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის გამოყოფის შესახებ საკითხი დასმულია სხვა პირის მიერ, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. სოციალური ჭრების ფარგლებში მოსახლეობაზე გაიცემა როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი.

 4. სოციალური ჭრების ფარგლებში მოსახლეობაზე საშეშე მერქანი გაიცემა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენილი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად ასევე მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე.

5. საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა პირებზე სოციალური ჭრების ფარგლებში გაიცემა მხოლოდ საშეშე მერქანი, რის თაობაზეც ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ დასაბუთებული მოთხოვნა (რომელსაც თან უნდა ერთოდეს მათზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსახილველად წარედგინება სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოს.

6. საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას.

 7. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ სოციალური ჭრებით მოსახლეობაზე გასაცემი სამასალე მერქნის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულისა და ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამასალე მერქნის გაცემა ხდება შესაბამისად სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულის მიერ წარდგენილი სიის მიხედვით (თითოეული მოქალაქის გვარის, სახელის, პირადი ნომრისა და მოქალაქეზე გასაცემი სამასალე მერქნის ოდენობის მითითებით).

9. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო უფლებამოსილია სოციალური ჭრებისას სამასალე მერქნის დამზადების შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გასცეს მოსახლეობაზე ამავე მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

10. სოციალური ჭრებისათვის ტყეკაფის მონიშვნა ხორციელდება მთავარი სარგებლობის პირწმინდა (ფერდობის დაქანება 0-50), ნებით ამორჩევითი (60 და მეტი) და მოვლითი ჭრების ნორმებით დადგენილი წესით.

11. სოციალური ჭრების განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოები ყოველწლიურად ახორციელებენ ტყეკაფების გამოყოფას ამ წესით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.

6. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. ასეთი წესით დამზადებული მერქანი სააგენტოს მიერ გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან ელექტრონული აუქციონის გარეშე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ან ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.“.

7. 28‑ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.“.

8. 34‑ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობების კვოტებს საველე-სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ბრძანებით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.“.

 მუხლი 2. „2010-2011 წლების ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირების საშეშე და სამასალე მერქნით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №1020 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი ტყეკაფების ათვისება განხორციელდეს (გაგრძელდეს) „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს242 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            . გილაური