„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111017020, 18/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016552
  • Word
392
13/10/2011
ვებგვერდი, 111017020, 18/10/2011
390050010.10.003.016552
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 392

2011 წლის 13 ოქტომბერი

. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილეის შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ტყითსარგებლობის წეს­ში“:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

1. სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით მო­სახ­ლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურ­­დი­­ლი პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღ­იარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავ­რობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით (მათ შორის, ნა­ხან­ძრალი და ძირნაყარი ხე-ტყე, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიც­­ულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შე­დეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყეკაფამდე მისასვლელი სა­ტყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას მოჭრილი მერ­ქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზია­ტი­სათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სა­ხელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვ­ლი­თი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოს­თვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერ­ქნული რესურსი) უზრუნველყოფის მიზნით..

2. 45-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელ­მწი­ფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციე­ლებული ჭრე­ბისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვე­ბული მერქნული რე­სურსი, აგ­რე­თვე ტყეკა­ფა­მ­დე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლო­ბი­სას ან/და მოწყობისას მოჭრი­ლი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე-12 მუხ­ლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყით­მო­სარ­გებ­­ლისათვის (მათ შორის, ლი­ცენ­ზიატი) ტყითსარგებლობის ვა­დის ამო­წურ­ვის ან შეწყვეტის შემ­დეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გა­მოუ­ზი­და­ვი მერქნული რე­ს­ურ­სი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერ­ქ­ნუ­ლი რეს­უ­რ­სი, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნ­­ქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ შემ­თხ­ვე­­ვებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რე­სურსი, ას­ევე მართვის ორ­განოსთვის საქართველოს კანონმდებლობით და­დ­გე­ნი­ლი წესით გა­და­ცემული მერქნული რესურსი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური