„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.019993
284
08/06/2017
ვებგვერდი, 12/06/2017
390050010.10.003.019993
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №284

2017 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-12 მუხლის მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე)   განხორციელებული ჭრების, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მართვის ორგანოს მიერ აღნიშნული დაუკოტრავი მერქნული რესურსის საშეშე მერქნად დახარისხება  ხორციელდება ამ ხე-ტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ. ასეთი წესით დამზადებული მერქანი სააგენტოს მიერ არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრისა და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის, ასევე ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში პირი იხდის ამ დადგენილების  81 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს.

51. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – აჭარის სატყეო სააგენტო) მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი აჭარის სატყეო სააგენტოსათვის გადაცემა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე  (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და აჭარის სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ აღნიშნული დაუკოტრავი მერქნული რესურსის საშეშე მერქნად დახარისხება ხორციელდება ამ ხე-ტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ. ასეთი წესით დამზადებული მერქანი აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  ხე-ტყით უზრუნველსაყოფად.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 და 53 პუნქტები:

„52. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არაუმეტეს 12 სანტიმეტრს) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე. მითითებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს მოსახლეობამ მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშით მარკირებისა და წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდით. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, სააგენტო უფლებამოსილია, სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი სააგენტოს მიერ შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. ასეთი წესით გაცემის აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, მერქნული რესურსი გასცეს აუქციონის გზით.

53. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსის (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს არაუმეტეს 12 სანტიმეტრს) მოპოვება დასაშვებია მოსახლეობის მიერ უსასყიდლოდ, აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების  გარეშე. მითითებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (თუ მისი დიამეტრი წვრილი თავის ბოლოდან შეადგენს 12 სანტიმეტრზე მეტს) შესაძლებელია აითვისოს მოსახლეობამ, მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშით მარკირებისა და წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შედეგად, აჭარის სატყეო სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდით. იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი აკუმულირების ადგილებიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს ძირნაყარი მერქნული რესურსის გამოზიდვას, ამასთან, მერქნული რესურსის ადგილზე დატოვება ქმნის ჩახერგილობას, აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად უზრუნველყოს მერქნული რესურსის გამოტანა. ასეთი მერქნული რესურსი სააგენტოს მიერ გაიცემა ამ მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით. ასეთი წესით გაცემის აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში აჭარის სატყეო სააგენტო უფლებამოსილია, მერქნული რესურსი გასცეს აუქციონის გზით.“.

3. 272  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის  271  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გამოყოფისა და სპეციალური ჭრების განხორციელების საკითხი დასმულია მართვის ორგანოს მიერ, აგრეთვე გრძელვადიანი სარგებლობისას, საქართველოს მთავრობის მიერ ვადის განსაზღვრის შემდგომ, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.“.

4. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მართვის ორგანოები სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს გასცემენ სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის, გარდა პლანტაციური მეურნეობის წარმოებისა, არაუმეტეს 20 წლის ვადით, ხოლო პლანტაციური მეურნეობის წარმოებისა და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისათვის   არაუმეტეს 49 წლის ვადით.“.

5. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია (გარდა სოციალური ჭრის ფარგლებში ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე დამზადებული მერქნული რესურსისა) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (რესურსის სოციალური მიზნებისათვის გაცემის აუცილებლობის არარსებობის პირობებში), ასევე სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, აგრეთვე, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.“.

6. 52-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსის, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გაწეული მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში – აუქციონის ფასის გადარიცხვას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის – მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში – პირველი კატეგორიისა და საშეშე მერქნისათვის – მე-3 კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას.“.

7. 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსის, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსისა და სპე­ციალური ჭრების შედეგად  მოპოვებუ­ლი მერქნული რესურსის შემთხვევაში, აჭარის სატყეო სააგენტოს ანგა­რიშზე – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მერ­ქნულ რესურსზე ხე-ტყის წარ­­მოშობის დო­კუმენტის გაცემის  ან/და სპეციალური ფირნიშებით მარ­კი­რებისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი