„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 353
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.020669
353
03/07/2018
ვებგვერდი, 05/07/2018
390050010.10.003.020669
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2018 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“: 

1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბარის ტყეებში მთავარი სარგებლობის პირწმინდა ჭრის ტყეკაფის ტერიტორია მოინიშნება სწორკუთხოვანი ფორმით. მთის ტყეებში მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების ტყეკაფი მოინიშნება სატაქსაციო უბნის ფარგლებში. მოვლითი ჭრის სანიტარიული სახის ტყეკაფის, ასევე დაცულ ტერიტორიებზე (რომლებსაც არ აქვთ მოქმედი ტყის მართვის გეგმა) სოციალური ჭრის დროს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების ტყეკაფის  მონიშვნა დასაშვებია კვარტალის ფარგლებში. სპეციალური ჭრის ტყეკაფი მოინიშნება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად.“.

2. მე-12 მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე)  განხორციელებული ჭრების, დაცულ ტერიტორიებზე, სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ  „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებული მოვლითი ჭრების, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსთვის გადაცემა ხდება ჭრის განხორციელების  უფლების მქონე  პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. სააგენტოს მიერ აღნიშნული რესურსის დახარისხება ხორციელდება  ამ წესის  82 მუხლის შესაბამისად. ასეთი წესით დამზადებულ მერქანს სააგენტო გასცემს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, ამ წესის 463 მუხლით დადგენილი წესით. სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის ამ წესის 463 მუხლით დადგენილი წესით გაცემისას ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი არ გადაიხდება.“.

3.  მე-12 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

 „16. დაცულ ტერიტორიებზე სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ  „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებული მოვლითი ღონისძიებების ფარგლებში, ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით, დაცულ ტერიტორიებზე მოსაპოვებელი მერქნული რესურსის გაცემა ხდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.“.  

4.   275 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, ამ წესის 463 მუხლით დადგენილი წესით.“.

5. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ თავის მიზნებისათვის, მერქნული რესურსი (გარდა სოციალური ჭრის ფარგლებში, ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე დამზადებული მერქნული რესურსისა) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსი და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსი (რესურსის სოციალური მიზნებისათვის გაცემის აუცილებლობის არარსებობის პირობებში), ასევე დაცულ ტერიტორიებზე „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განხორციელებული მოვლითი ჭრების, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, აგრეთვე, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსი (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით,    59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.“.

მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები გავრცელდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე დაცულ ტერიტორიებზე სოციალური მიზნით გამოყოფილ ტყეკაფებზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე