დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 349 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110915020, 15/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.016509 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №349
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის მე‑5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული №4 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „7 | ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მოსახლეობის ხე‑ტყით უზრუნველყოფისა) | მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით), ლარობით | |||||
| 7.1 | ერთი მონიშნული ხისთვის
| 20 ლარი“.
|
|
|
|
|
|
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები