დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 499 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 390050020.10.003.018119 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში - დაცული ტერიტორიების სააგენტო) მიერ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის დამზადებისას ერთი კუბური მეტრი მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ წესის №4 დანართის 5.1 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასური აგრეთვე ვრცელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებაზე.“. 4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული საფასური გადაირიცხება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშზე.“. 5. 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის;“. 6. 274 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების ფუნქციონირებისათვის, მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისათვის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის, წიაღის შესწავლისა და/ან მოპოვებისათვის, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ მინისტრის ბრძანებაში ან/და საქართველოს მთავრობის განკარგულებაში მიეთითება მართვის ორგანოსთან შეთანხმებული, ტყითსარგებლობაში გადაცემული ფართობის ტოლფასი ფართობი (ფართობები), ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული რეკრეაციულ/საკონსერვაციო დანიშნულების საკომპენსაციო ღონისძიებების სახე, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადები და ადგილმდებარეობა (არ გავრცელდეს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებზე).“. |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები