„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.019278
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
213
11/05/2016
ვებგვერდი, 16/05/2016
390050010.10.003.019278
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/05/2016 - 12/09/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №213

2016 წლის 11 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილების მიზანია, განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის წესი, აგრეთვე, სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებისას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისას) გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი.“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2) სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების)  შემთხვევაში გადასახდელი საკომპენსაციო საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი.“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი:

„30. მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირება არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისას, მთავარი ღეროს გარდა, მცენარის გვერდითი ტოტების შეჭრა (ჭრა).“.

4. მე-12 მუხლის მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მართვის ორგანოს მიერ აღნიშნული დაუკოტრავი მერქნული რესურსის საშეშე მერქნად დახარისხება ხორციელდება ამ ხე-ტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ. ასეთი წესით დამზადებული მერქანი სააგენტოს მიერ არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში, პირი იხდის მხოლოდ ამ დადგენილების  81 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს.

51. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – აჭარის სატყეო სააგენტო) მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი აჭარის სატყეო სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და აჭარის სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ აღნიშნული დაუკოტრავი მერქნული რესურსის საშეშე მერქნად დახარისხება ხორციელდება ამ ხე-ტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ. ასეთი წესით დამზადებული მერქანი აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  ხე-ტყით უზრუნველსაყოფად.“.

5. 27მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების  მშენებლობის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის;“.

6.  272  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 272. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების წესი

1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების ერთ წლამდე ვადით მინიჭების და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების (მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების)) განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზე, იქ სადაც დაშვებულია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური  მიზნით  სარგებლობა)  იღებს  საქართველოს ტყის  კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი მართვის ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებისა.

2. გრძელვადიანი სარგებლობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვადაზე და ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. აგრეთვე საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 69-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემასა და ამ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების განხორციელებასთან დაკავშირებით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის  271  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გამოყოფის და სპეციალური ჭრების განხორციელების საკითხი დასმულია მართვის ორგანოს მიერ, გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

4. სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამის მართვის ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ წესის 274 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას, გარდა ამ წესის 273 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თან უნდა დაერთოს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით):

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ, ამასთან, წარდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;

გ) ხე-ტყის მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით);

დ) ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.

6. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს წიაღის შესწავლის ან/და მოპოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 

7. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  განცხადებას ასევე უნდა დაერთოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.

8. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

9. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებისას კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის შემთხვევაში, სამუშაოთა მწარმოებელი პირი ვალდებულია,  იმოქმედოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

7.  273  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 273. არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის  მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების უფლების მინიჭების წესი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე  (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელება, აგრეთვე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია, რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ტყეკაფის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №11-ის მიხედვით), საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია საკადასტრო გეგმასთან ერთად. სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში,  უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი მართვის ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.          

2. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის საჭირო მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების განხორციელება, აგრეთვე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების არანაკლებ ჭრების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა და უფლებამოსილი ორგანოს მითითებების გათვალისწინებით. სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების და ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 20 დღეში, უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას, გამოყოფილი ტყეკაფის გახსნას და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ამასთან, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღეში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, არსებულ ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, სპეციალური ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) დასაშვებია საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი მართვის ორგანოსათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. პირი ვალდებულია, ქმედების დაწყებიდან 2 თვის ვადაში, შესაბამის მართვის ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მართვის ორგანოს მიერ მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრებისათვის საჭირო მიწის ფართობის რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – საჯარო რეესტრი) არ ხორციელდება.

5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-61 პუნქტებით დადგენილი წესით.

6. ელექტრული ქსელის მფლობელი კომპანიების მიერ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებულ დაცვის ზონებში სპეციალურ ჭრასა და მიწის სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა მოჭრილი ხე-ტყის ჩაბარებისა, რეგულირდება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით. აგრეთვე მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების მფლობელი პირის ან/და ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი კომპანიის (ოპერატორის) მიერ „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით გათვალისწინებულ დაცვის ზონებში სპეციალურ ჭრასა და მიწის სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა მოჭრილი ხე-ტყის ჩაბარებისა, რეგულირდება „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით.

7. ამ მუხლით, მათ შორის, მე-6 პუნქტით დადგენილი წესით სპეციალური ჭრის განხორციელებისას, მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება ხორციელდება წინასწარი აღრიცხვის გარეშე და რესურსის ოდენობა დგინდება ფაქტობრივად დამზადებული მასის ან მოცულობის მიხედვით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე  არ ვრცელდება ამ წესის 277 მუხლით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასურის გადახდის ვალდებულება.“.  

8. 274  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„მუხლი 274. ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებლისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების წესი

1. თუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს  სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას, დაინტერესებული პირი,  „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უფლებამოსილია,  წარადგინოს ამ წესის 272 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნება საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლება საქმიანობის განმახორციელებელს ენიჭება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად. ამ პუნქტით დადგენილი წესით მიღებული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია დადებითი  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის  გაცემის შემდგომ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის საკომპენსაციო და/ან შემარბილებელი ღონისძიებები, საქართველოს ტყის კოდექსის მე-15-მე-16 მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის მართვის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარს წარმოადგენს შესაბამისი მართვის ორგანო.“.

9.  275  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით 

„მუხლი 275. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა

1. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის განხორციელების თაობაზე, სააგენტოს უფროსი შუამდგომლობით მიმართავს მინისტრს, რომელიც შესაბამისი ბრძანებით, სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრის განხორციელების მიზნით, განსაზღვრავს სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ტერიტორიას.

2. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში, სააგენტოზე არ ვრცელდება ამ წესის 272  მუხლის მე-5 პუნქტისა და 277  მუხლის მოქმედება. 

3. სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას განხორციელებული სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით.

4. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და/ან საშეშე მერქანი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, საწყობდება სააგენტოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე).

5. სააგენტო სპეციალური ჭრით ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით.

6. სააგენტოს მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული ან/და დასამზადებელი მერქნული რესურსის რეალიზაცია ხორციელდება ელექტრონული აუქციონის მეშვეობით, გარდა ამ წესის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

10.  276  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 276. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას, ხე-ტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში,  ხორციელდება ტყეკაფის მონიშვნა და გამოყოფა, ხოლო ამისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს დაინტერესებული მხარე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გაცემამდე, შესაბამისი მართვის ორგანო უზრუნველყოფს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორიის დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით მოსარგებლე ვალდებულია, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას გამოყოფილი ტყეკაფის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ფიზიკური პირის (მოქალაქის) შემთხვევაში ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო ან მისი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში დაინტერესებული მხარე.

5. დაინტერესებული მხარის მიერ ელექტრონულ სისტემაში ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული ინფორმაციის ატვირთვის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოში შესაბამისი წერილით უნდა წარადგინოს ინფორმაცია იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდის, დასახელების, იურიდიული მისამართისა და ორგანიზაციულ‑სამართლებრივი ფორმის შესახებ.

6. ამ წესის 271 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევაში,  ტყითსარგებლობის ხელშეკრულება არ იდება.“.   

11.  წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის  277  მუხლი:

„მუხლი 277. ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის გადახდის წესი

1. ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოებისათვის ან  ამ წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, არსებულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით ახალი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, აგრეთვე წიაღის შესწავლის და/ან მოპოვებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის, ტყითმოსარგებლე ერთჯერადად, მიწაზე სამუშაოების განხორციელების დროს, ფართობის შესაბამისად იხდის საკომპენსაციო საფასურს, ამ წესის მე-7 დანართის №2 ცხრილის მიხედვით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მერქნიანი მცენარეების მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ასევე ვალდებულია, ერთჯერადად გადაიხადოს საკომპენსაციო საფასურიც, ამ წესის მე-7 დანართის №1 ცხრილის შესაბამისად.  საკომპენსაციო საფასური ხმარდება მართვის ორგანოს მიერ სატყეო ღონისძიებების (მათ შორის, ტყის მოვლის, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების, ტყითსარგებლობის, ტყის აღრიცხვა-ინვენტარიზაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების) განხორციელებასთან დაკავშირებული მიზნებისა და ფუნქციების უზრუნველყოფას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის გადახდა ხდება სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის დაწყებამდე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ფართობის და გამოყოფილ ტყეკაფზე მონიშნული მერქნული რესურსის მოცულობის მიხედვით, ხე-ტყის ჭრის აუცილებლობის შემთხვევაში.“.

12. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 278  მუხლი:

„მუხ­ლი 278. სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ  „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (მოჭრის) უფლე­ბის მი­ნი­ჭე­ბი­ს წესი  და საკომპენსაციო საფასური

1. სა­ხელ­მწი­ფო ტყის ფონ­დის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) აუცილებლობისას, დაინტერესებული პირი სამინისტროს მიმართავს განცხადებით, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღების აუცილებლობა, მიზანი და ვადები. ამასთან, განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების  ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის (მოჭრისათვის) შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი UTM კოორდინატთა სისტემაში. ასევე დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს დაზუსტებული აზომვითი ნახაზის Shp-ფაილის ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში;

გ) ინფორმაცია „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული, ბუნებრივი გარემოდან ამოსაღები ველური მცენარეების სახეობების, მათი რაოდენობისა და მოცულობების შესახებ.

2. სა­ხელ­მწი­ფო ტყის ფონ­დის ფარგლებს გარეთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს საკომპენსაციო საფასური ამ წესის  №7 დანართის  პირველი ცხრილის მიხედვით, მერქნული რესურსის შესაბამისი ჯგუფისთვის დადგენილი საფასურის ორმაგი ოდენობით. საკომპენსაციო საფასური ჩაირიცხება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის ანგარიშზე და ხმარდება მისი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკომპენსაციო საფასურს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით დაინტერესებული პირი იხდის ჭრების განხორციელებამდე, ბუნებრივი გარემოდან ამოსაღები მცენარეების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით.“.  

13.  წესს დაემატოს  შემდეგი შინაარსის დანართი 11:

 

„დანართი  №11

 

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სპეციალური ჭრის დროს გამოსაყოფი ტყეკაფის აღრიცხვის უწყისი

 

ტყეკაფის მონიშვნის დაწყების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ტყეკაფის მონიშვნის დამთავრების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––

 

 

მართვის ორგანო ____________________________________________________

სატყეო უბანი _________________________________________

სატყეო ____________________________________

ტყითმოსარგებლე _________________________________________________________________

კვარტალი №_______,           ლიტერ(ებ)ი №__________,      ფართობი __________ ჰა  

სიმაღლის თანრიგი _________   GPS    კოორდინატები X ______________ Y____________

                                                                                                   X ______________ Y____________       

 

ჯიში (სახეობა)

საქმისი

მერქანი

(ლიკვიდი)

შეშა

ვარჯიდან

 

  სულ -

ჯამი

 

შენიშვნა

 

გაცემა

 

1

2

3      

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%, გარდა თხმელის, აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა. აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი.

 

ტყეკაფის მომნიშნავი:------------------------------------------

 

უწყისის შედგენის თარიღი:--------------------------------

 

აღრიცხვის მეთოდი: .“.

 

14. დანართი 7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №7

ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი (დღგ-ის ჩათვლით)

ცხრილი 1

1 3-ისათვის გადასახდელი თანხა (ლარი) ჯგუფების მიხედვით

მოცულობა 3

I ჯგუფი

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

II ჯგუფი

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

III ჯგუფი

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

IV ჯგუფი

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

V ჯგუფი

ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

1

1 მ3-ის თანხა

80

75

73

70

60

2

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

3

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

4

დაცულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

5

დაცულ ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით.

ცხრილი 2

ფართობის მოცულობა

საბაზისო თანხა (ლარი)

1

1-დან - 500 მ2-მდე

500

2

500 მ2-დან -1000 მ2-მდე

1000

3

1000 მ2-დან - 5000 მ2-მდე

1600

4

5000 მ2-დან 

0,36 ყოველ მ2-ზე.“.

 

მუხლი 2
გარდამავალი დებულებები

1. 2017 წლის პირველ იანვრამდე სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეების სახეობების ჭრის შემთხვევაში, საკომპენსაციო საფასურის თანხა გადაიხდება ამ წესის №7 დანართის №1  ცხრილში მოცემული მერქნული რესურსის შესაბამისი ჯგუფისათვის დადგენილი საფასურის ორმაგი ოდენობით. 

2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების საფუძველზე გამოცემულ სამართლებრივ აქტებში, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა, ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

3. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული  ადმინისტრაციული წარმოებები დაასრულოს/დაასრულონ  ამ დადგენილების ამოქმედებამდე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ/ორგანოებმა.

4. ტყითმოსარგებლეებს, რომელთაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე  მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება და განსაზღვრული აქვთ საკომპენსაციო ქმედებების პაკეტის წარდგენის ვალდებულება, უფლება აქვთ,  აღნიშნული პაკეტის წარდგენის ან/და განხორციელების ნაცვლად, გადაიხადონ ამ დადგენილებით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასური, რის შესახებაც ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში  წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის ტყის მართვის ორგანოს.

5. პირებს, რომლებსაც სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებს გარეთ მინიჭებული აქვთ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მცენარეების სახეობების  ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება და განსაზღვრული აქვთ საკომპენსაციო ქმედებების პაკეტის წარდგენის  ვალდებულება, უფლება აქვთ, აღნიშნული პაკეტის წარდგენის ან/და განხორციელების ნაცვლად, გადაიხადონ ამ დადგენილებით განსაზღვრული საკომპენსაციო საფასური, რის შესახებაც ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ სამინისტროს. 

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-14 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი