დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
უმაღლესი განათლების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 688 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 10/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.020.000.05.001.001.626 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (09/02/2023 - 22/02/2023)
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა;
გ1) ატესტაცია – პროფესორის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება;
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
ე1) აკადემიური უმაღლესი განათლება − უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე2) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ვ1) ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მათ მიერ პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია;
ვ2) ასოცირებული ხარისხი − კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად;
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
თ) აკრედიტაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
მ1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
ნ) ბაკალავრიატი − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური;
ნ1) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით;
ნ2) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში;
ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ო1) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიკოსის/სტომატოლოგის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის;
ო2) განათლების მაგისტრი – იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. განათლების მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება;
ო3) ვეტერინარიის მაგისტრი − იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება;
პ) (ამოღებულია);
პ1) (ამოღებულია);
პ2) დისტანციური სწავლება – საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე უმაღლესი განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული განათლების შინაარსის და საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად;
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური;
ტ1) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობა და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-8 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;
უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;
უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ფ1) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;
ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;
ღ) (ამოღებულია);
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;
ღ2) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა) შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად;
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
ძ2) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური;
წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრის ან განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებლად, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
წ4) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ5) მეცნიერი – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
წ6) პოსტდოქტორანტი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით;
წ7) ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ8) ვეტერინარის სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
წ9) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების მიღწევას;
წ10) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;
წ11) სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
წ12) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარებაც სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა;
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ჰ2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება;
ჰ3) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით;
ჰ4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;
ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის, ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);
ჰ7) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ან ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით;
ჰ8) (ამოღებულია);
ჰ9) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი − სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;
ჰ11) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;
ჰ12) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;
ჰ13) (ამოღებულია);
ჰ14) სტუდენტი − პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან/და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ15) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6−მე-8 დონეების შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას და დასტურდება კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;
ჰ17) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;
ჰ19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის, ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად შექმნილი საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახით;
ჰ20) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (გარდა საერთაშორისო სკოლისა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისა) წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ21) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ22) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას;
ჰ23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმებისა და ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩასატარებელ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
ჰ27) (ამოღებულია – 22.03.2013, №388);
ჰ28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;
ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით;
ჰ33) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
ჰ34) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ36) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438);
ჰ37) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობით უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით;
ჰ38) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;
ჰ39) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ჰ40) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;
ჰ43). (ამოღებულია - 21.07.2018, №3271);
ჰ44) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ45) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება;
ჰ47) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;
ჰ48) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას/დაწესებულებებს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ დოკუმენტები;
ჰ49) სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა − სამინისტროს ან სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების, მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელზე ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლება ან საბაზო ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ჰ50) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე;
ჰ51) საერთაშორისო სკოლა − ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც მართავს საერთაშორისო სკოლის მმართველი;
ჰ52) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა − ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად, სამინისტროს თანხმობით შექმნილი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელსაც მართავს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი;
ჰ53) საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი − უცხო ქვეყანაში დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნამდე ჰქონდა საქართველოში ან უცხო ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ან ზედამხედველობის) არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას მართავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 3. უმაღლესი განათლების მიზნები
1. საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, მათ შორის, მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, მათ შორის, მსჯავრდებულისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ბ) უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;
დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარებას, რაც გულისხმობს ავტორიზაციის სისტემის, აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) მექანიზმების ფუნქციონირებას;
ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში;
თ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სწავლის პირობების შესაქმნელად;
ე) ხელს უწყობს თავის ფ
არგლებში სპორტის განვითარებას;
ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
თ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში;
ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით;
ლ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისათვის – საორგანიზაციო საკითხებსა და პრიორიტეტების განსაზღვრაში;
ბ) სწავლების თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების დამტკიცების საკითხებში;
გ) სწავლის თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში;
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამეცნიერო კვლევის განხორციელება და ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულებით ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.
მუხლი 4. უმაღლესი განათლების ენა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია სამინისტროსთან).
თავი II. უმაღლესი განათლების სისტემის მართვა
მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
საქართველოს პარლამენტი:
ა) განსაზღვრავს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მართვის ძირითად მიმართულებებს და იღებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს;
ბ) პერიოდულად ისმენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ანგარიშს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შესახებ.
მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
1. საქართველოს მთავრობა:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს;
ბ1) სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიურ მოცულობას ანაწილებს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის პროცენტული მაჩვენებლების განაწილებით;
ბ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ბ3) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6%-ისა და არაუმეტეს 20%-ისა;
გ1) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;
გ2) სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;
გ3) სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 10%-ისა;
გ4) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობასა და პირობებს საქართველოს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით ან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით;
გ5) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები; სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი;
გ6) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს;
დ) სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;
დ1) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დაფუძნების კრიტერიუმებსა და წესს;
ე) ქმნის რეგენტთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;
თ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3271);
2. (ამოღებულია).
მუხლი 7. სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
1. სამინისტრო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის − საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ3) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
დ) (ამოღებულია);
დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს;
ე) (ამოღებულია);
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას (შემდგომ − აკრედიტაციის დებულება);
ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით;
თ1) (ამოღებულია – 06.09.2013, №1081);
ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს;
ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებებს;
კ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში;
ლ) (ამოღებულია) ;
მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;
მ1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების წესს;
ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმებს;
ნ1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესს, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესს;
ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;
ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს;
ნ4) ამტკიცებს ვეტერინარის სერტიფიკატის გაცემის წესს;
ნ5) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და საფასურს;
ნ6) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალს, რომელთა ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად;
ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურებს;
ო1) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და საფასურს. სამინისტრო უფლებამოსილია ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;
პ1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს;
პ2) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესსა და საფასურს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესს და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურს;
პ3) ამტკიცებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს;
პ4) (ამოღებულია - 20.09.2018, №3438) ;
პ5) ამტკიცებს იმ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაბამისი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;
პ6) ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის იმ პროგრამულ მიმართულებას/მიმართულებებს, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად ან/და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო;
პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს;
პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებს;
პ9) უფლებამოსილია მინისტრის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
პ10) უფლებამოსილია დაადგინოს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასური/განხორციელებული საქმიანობის საფასური (გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურისა);
პ11) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების წესსა და პირობებს;
პ12) უზრუნველყოფს სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას;
პ13) მონაწილეობს სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში;
პ14) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესს;
პ15) ამტკიცებს სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს;
პ16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესსა და პირობებს;
პ17) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს;
პ18) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და დისტანციურად წარმართვის თაობაზე;
პ19) გასცემს თანხმობას ამ კანონის IV3 თავის შესაბამისად საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის შექმნაზე;
ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. (ამოღებულია - 13.04.2022, №1500).
1. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შესაბამისი იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;
ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას;
გ) პასუხისმგებელია სამხედრო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;
დ) უზრუნველყოფს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;
ე) მონაწილეობს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
2. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
ბ) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების განხორციელება.
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების შესახებ;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;
გ) პასუხისმგებელია საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;
დ) უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული დაფინანსება;
ე) მონაწილეობს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;
ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;
ე) უზრუნველყოფს სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას;
ვ) მონაწილეობს სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:
ა) უნივერსიტეტი;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი;
გ) კოლეჯი;
დ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონითაა დაფუძნებული.
11. უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეულის ან ცალკე კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით.
მუხლი 10. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად:
ა) ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს;
გ) ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს;
დ) ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის;
დ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;
ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას;
ზ) ვალდებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით შესაბამის სპეციალობაში განსაზღვროს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა, აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
თ1) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;
ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან;
კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება;
ლ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.
11. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;
დ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით;
ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ამ კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;
ბ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, აგრეთვე სამეცნიერო პერსონალის (მისი არსებობის შემთხვევაში) სამსახურში მიღების წესს;
გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;
დ) უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილებისათვის, აგრეთვე ანიჭებს კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისათვის/გამოცდებისათვის;“;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს;
ვ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;
ზ) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასთან და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ი) შეიმუშავებს მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში;
ლ) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.
21. კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას. კომპეტენციათა გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება კვალიფიკაციის მინიჭებაზე, რაც უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება. კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია.
22. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მათი გამიჯვნის წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
23. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას.
3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 521 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.
4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას შორის უფლებამოსილებები იმიჯნება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით.
5. აკადემიური საბჭო ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით, საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის წარდგინებით საერთაშორისო სკოლისთვის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლისთვის ამტკიცებს:
ა) სასწავლო წლის დასაწყისში − კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
ბ) საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
გ) მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში;
დ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
ე) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ა1) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საგამომცემლო საქმიანობა;
გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;
დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;
ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 11. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
1. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, აგრეთვე სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება დაწესებულების სახელწოდება და მიზანი, მისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ასევე ინიშნება ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. დროებითი წესდებით განისაზღვრება ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ავტორიზაციის/აკრედიტაციის გავლასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მართვის ორგანოების არჩევამდე.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ არის უფლებამოსილი, სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა.
5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ კანონითა და თავისი წესდებით განსაზღვრული წესით, დამხმარე საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის.
1. საქართველოს მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით შეიძლება დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტრუქტურასთან და მართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე:
ა) მონაწილეობა მიიღოს ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;
ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.
მუხლი 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შეიძლება დაფუძნდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.
2. მუნიციპალიტეტს ეკრძალება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.
21. სახელმწიფოს ეკრძალება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.
3. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისა, მათი შინაარსის გათვალისწინებით, არ ვრცელდება ამ კანონის IV, V (გარდა 32-ე–35-ე მუხლებისა) და XIV თავებით გათვალისწინებული ნორმები.
4. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
მუხლი 121. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.
მუხლი 13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონით, შესაბამისად „მეწარმეთა შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმ ორგანოს წარდგინებით, რომლის ინიციატივითაც დაფუძნდა ეს დაწესებულება/პირი.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამ დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული დაწესებულების ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს.
თავი IV. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
მუხლი 14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის არსებობას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურული ერთეულები, ასევე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
4. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.
მუხლი 15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები განისაზღვრება და მათ შორის კომპეტენციები ნაწილდება დაწესებულების წესდებით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები) არიან: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
21. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
ა) რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
დ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები) არიან: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი.
5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო, რომელიც კომპლექტდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლებისგან არჩევნების საფუძველზე.
6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი უნდა იყოს არჩეული.
7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროებში არის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
8. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების მართვის მიზნით შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი.
9. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი უფლებამოსილი არიან ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა ობიექტის გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობით.
[9. (ამოღებულია - 09.02.2023, №2554). (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 16. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ნორმები. ამ დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე პროცედურები;
ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 17. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები, რაც განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას და მიეთითება წესდებაში.
4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი. წესდებით განსაზღვრული წესითა და პროპორციით წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ პირები, რომლებსაც ამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიანიჭა კვალიფიკაცია, აგრეთვე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
6. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
მუხლი 18. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო ამ კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და მას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შედგენის წესს და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (გარდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებისა);
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ვ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;
თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს:
ლ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ლ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ლ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
მ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მომზადებისა და წარმართვის პროცედურა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. (ამოღებულია) .
მუხლი 19. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით. სპიკერის არჩევის ვადა მიეთითება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) (ამოღებულია);
ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
მუხლი 20. აკადემიური საბჭოს არჩევა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
21. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ყოველ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს (გარდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მაინც.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში.
5. (ამოღებულია - 01.06.2017, №933).
6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
მუხლი 21. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი
1. აკადემიური საბჭო ამ კანონის შესაბამისად:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
ბ1) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;
ბ2) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
ბ3) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
ბ4) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;
ბ5) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
თ) მონაწილეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ი1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისათვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
ი2) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
ლ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ნ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ო) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
პ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ჟ) ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;
რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ს) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
12. (ამოღებულია – 06.09.2013, №1081);
13. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
14. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება.
2. (ამოღებულია).
მუხლი 22. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი)
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი არის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს მთავრობა.
3. დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.
4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.
5. პირმა, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
10. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
11. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი) უფლებამოსილია დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული და აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორი ამ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით.
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება რეგენტთა საბჭო.
2. რეგენტთა საბჭოს ქმნის, მის დებულებას ამტკიცებს და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. რეგენტთა საბჭოს წევრთა საქმიანობა არაანაზღაურებადია, თუმცა საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს მათი შრომის ანაზღაურება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. რეგენტთა საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და რეგენტთა საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგენტთა საბჭოს დებულებით.
5. რეგენტთა საბჭო:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კოლეგიურ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას. კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს რეგენტთა საბჭო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესს ადგენს რეგენტთა საბჭო;
ბ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ამასთანავე, დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია რეგენტთა საბჭოს თანხმობა. სხვა ცვლილების შეტანა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
გ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით ითანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის დირექტორის კანდიდატურას, რომელსაც ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რაც არ უნდა იწვევდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას.
6. რეგენტთა საბჭოს წევრზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.
2. პირმა, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, ამ კანონით დადგენილი წესით. ერთი და იმავე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევა შესაძლოა გახდეს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი 24. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს;
ე1) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია შესაბამისად რეგენტთა საბჭოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს ან წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − რეგენტთა საბჭოს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − წარმომადგენლობითი საბჭოს, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით რეგენტთა საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
მუხლი 25. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფა
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით უნდა არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, მათ შორის, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აგრეთვე უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.
41. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
42. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა).
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობა წესრიგდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
მუხლი 26. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტი
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. რეგენტთა საბჭო ან წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს შესაბამისად რეგენტთა საბჭო ან წარმომადგენლობითი საბჭო.
6. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.
7. რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება ახალდანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
მუხლი 261. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი
1. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი შემუშავდება და მტკიცდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად.
2. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით.
მუხლი 27. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.
11. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
12. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით:
ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;
ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან აკადემიური პერსონალის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებისა და სტუდენტთა თვითმმართველობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით არჩეული წარმომადგენლები.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
მუხლი 28. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილება
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;
თ 1) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;
თ2) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
თ3) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
თ4) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;
ი) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 29. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი
1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს;
ზ) ამ კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;
თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 291. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას – ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
მუხლი 292. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;
გ) ასრულებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
მუხლი 293. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ქმნის სადისერტაციო საბჭოს. სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო.
21. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა ამ კანონის IV3 თავით დადგენილი წესით დამატებით ქმნის სადისერტაციო საბჭოს. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი შეიმუშავებს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებით განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესები, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით იქმნება სადისერტაციო საბჭო. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, ან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭო შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შეიძლება შედგებოდეს უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან, ან უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭოს და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის წესდებით შეიძლება განისაზღვროს სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.
მუხლი 31. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულების შესაბამისად.
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
31. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს.
32. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა).
33. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას აფასებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
თავი IV1 . მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს, მის წესდებას ამტკიცებს და ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ სტრუქტურასა და მართვის ორგანოებს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
2. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაეცემა ქონება და დაფუძნების აქტით განისაზღვრება ამ ქონების გამოყენების წესი.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის წესს, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის გადასვლის წესსა და მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს ადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
4. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
5. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ასრულებს ამ დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
თავი IV2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მუხლი 312. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით განსაზღვრულ სპეციალობებში სპეციალისტთა მომზადება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.
2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არ ვრცელდება ამ კანონის IV და V თავების მოქმედება.
თავი IV3. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა
მუხლი 313. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა
1. საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი განვითარების ხელშეწყობის (მათ შორის, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების) მიზნით, სამინისტროს თანხმობით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სკოლა ან/და საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა.
2. საერთაშორისო სკოლაზე/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაზე არ ვრცელდება ამ კანონის IV თავისა (გარდა მე-17, მე-19, 22-ე და 261 მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი, 21 და მე-5−მე-7 პუნქტებისა და 31-ე მუხლის პირველი−31 პუნქტებისა) და V თავის (გარდა 32-ე მუხლისა, 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 35-ე, 37-ე−372 და 42-ე მუხლებისა) მოქმედება.
3. ამ თავით გაუთვალისწინებელი საკითხები შესაძლებელია მოწესრიგდეს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 314. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა
1. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, ამ თავით განსაზღვრული შეზღუდვებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მართოს საერთაშორისო სკოლის მმართველმა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველმა საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი:
ა) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს;
ბ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებასა და სტრუქტურას;
დ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
ე) ნიშნავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;
თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
კ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში;
ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკადემიური პერსონალის, დამხმარე პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სხვა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს;
მ) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას;
ნ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ო) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;
პ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას;
ჟ) განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ან/და დამატებითი საფასურის ოდენობას, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახელმწიფო გრანტის ოდენობას, და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ან/და დამატებითი საფასურის ოდენობას;
რ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოთა დებულებებსა და სტრუქტურებს.
3. საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების რაოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით.
4. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება.
5. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება და მათი არჩევის წესი დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება.
საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შიდა შეფასების სისტემატურად განხორციელების მიზნით განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისთვის იქმნება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი
მუხლი 32. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
მუხლი 33. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.
2. (ამოღებულია - 16.12.2016, №105).
3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.
4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 34. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები
1. პროფესორის თანამდებობაზე:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;
ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);
გ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;
დ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს პროფესორის თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ და სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტის თანამდებობაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით.
41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
6. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 36. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტისგან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
მუხლი 37. აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ კანონისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;
ე) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
მუხლი 371. უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.
2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.
3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად კონკურსის საფუძველზე აირჩევა ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 372. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;
ბ) უვადოდ შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
51. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.
6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოს.
7. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს.
8. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მუხლი 373. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.
2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
3. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
მუხლი 374. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება.
3. მეცნიერი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
4. უნივერსიტეტი/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.
2. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. წესდებით შეიძლება განისაზღვროს ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა.
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობა.
მუხლი 40. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს მის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელსაც ამ დაწესებულებაში ეკავა აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, საკუთარი ბიუჯეტიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სახით მიღებული თანხებისა) ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა. ანაზღაურების წესსა და პირობებს ადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები.
მუხლი 41. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული თანამდებობიდან პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით;
ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
11. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
2. რეგენტთა საბჭოს წევრს არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს მინისტრი;
თ1) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისათვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას განაგრძობს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
11 . თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.
12. მსჯავრდებულ სტუდენტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეიძლება შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.
2. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ქმნის შესაბამის პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ.
11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
13. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებებით. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
14. დაუშვებელია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
15. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს:
ა) სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება აქვს:
ა.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ უცხო ქვეყანაში წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას;
ა.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერება აუცილებელია და ის ინიციირებულია იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის ან/და ბავშვის მოვლის შემთხვევაში, ხოლო თუ ის არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტი − ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე;
გ) მობილობის უფლებით სარგებლობა შეუძლია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დროს ნებისმიერ სემესტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
16. თუ პირი, რომელიც სწავლობს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გათავისუფლდება ადმინისტრაციული ორგანოდან, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ.
მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.
მუხლი 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ან/და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
თავი VII. უმაღლესი განათლების საფეხურები
1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია.
2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);
ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 22 და 23 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.
21. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
22. ამ კანონის 472 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი უნდა ითვალისწინებდეს დათქმებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ.
3. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
4. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.
5. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, რა დროსაც სტუდენტს ასოცირებული ხარისხი ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შედეგად;
ბ) ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით და პროფესიულ სტუდენტს ასოცირებული ხარისხი მიანიჭოს შესაბამისი მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, სწავლის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების შინაარსის შესწავლის შედეგად ადგენს პირის მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შეთავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და ამ საგანმანათლებლო პროგრამით სწავლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს პირის კრედიტებით დატვირთვა იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად არ არის შესრულებული. კრედიტების აღიარება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 462. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
1. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
11. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულის გავლის შემთხვევაში პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკადემიურ ხარისხთან ერთად ენიჭება სპეციალური მასწავლებლობის უფლება, რაც აისახება დიპლომის დანართში.
2. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს.
3. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:
ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ მოდულს;
ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს;
გ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს;
დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს.
4. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა) უნდა მოიცავდეს:
ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს;
ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს;
გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს;
დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს;
ე) სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს.
მუხლი 463. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
1. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ვეტერინარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს.
3. ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.
მუხლი 464. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
1. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
3. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სამინისტრო.
4. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც პირს ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას ანიჭებს.
მუხლი 471. სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლება
სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.
მუხლი 472. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირს.
4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო.
5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას მოიცავს, დიპლომსა და დიპლომის დანართში მიეთითება აგრეთვე ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლება.
მუხლი 473. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
1 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხული პირებისათვის.
2. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის 60-კრედიტიანი და მისი სწავლება სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში .
3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
5. აბიტურიენტები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
6. სტუდენტები ვალდებული არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე.
7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე განახორციელოს სტუდენტების მიღება.
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პირებს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია. მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს მისი დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.
მუხლი 474. ელექტრონული სწავლება
1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისათვის.
2. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების გამოყენებით დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ელექტრონული სწავლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
5. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
მუხლი 475. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების პროგრამები
1. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:
ა) თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) ქრისტიანული ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და დიპლომის დანართი, რომლის ფორმას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ პირის მიერ მიღებული განათლება ითვლება სახელმწიფოს მიერ უპირობოდ აღიარებულად.
მუხლი 476. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები
1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.
მუხლი 477. დისტანციური სწავლება
1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.
2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.
4. დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს შერჩეული დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს და უზრუნველყოფს სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისთვის მის გაცნობას.
5. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტების ჩამონათვალს, რომელთა ფარგლებშიც დისტანციური სწავლება იქნება დაშვებული, ამტკიცებს მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.
6. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.
7. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც უმაღლესი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 478. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
1. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
2. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.
3. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
4. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო.
5. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.
მუხლი 48. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა
1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს.
2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
21. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
ა) შესაბამის მიმართულებაში, დარგში/სპეციალობაში ან/და ქვედარგში/სპეციალიზაციაში ღრმა და სისტემური ცოდნის დაუფლება და სათანადო უნარების გამომუშავება, რაც პირს ამზადებს მუშაობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ან/და დოქტორანტურაში სწავლისათვის;
ბ) სპეციალობის შეცვლა (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა);
გ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
დ) პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.
5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან. ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელთა საფუძველზედაც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის წარდგენას, მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით.
51. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
6. (ამოღებულია).
1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.
3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.
5. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
მუხლი 491. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები
1. ამ კანონის 47 1–49-ე მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საკუთარი რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების წესს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად ადგენენ.
2. ამ კანონის 471–49-ე მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება ერთობლივად განახორციელონ საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ/დაწესებულებებმა და დამოუკიდებელმა სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა/ერთეულებმა ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ ან/და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ.
3. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და განხორციელების ფორმები. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
4. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭება ხორციელდება მისი განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ, რაც განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
5. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. (ამოღებულია - 26.07.2017, №1225).
7. (ამოღებულია - 26.07.2017, №1225).
8. საქართველოს მოქალაქე ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი განმახორციელებელი დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
9. სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში.
მუხლი 492. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა
1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს წერილობითი ინფორმაცია აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ.
2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.
3. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაუშვებელია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
5. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში.
მუხლი 50. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
1. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად.
2. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე აბიტურიენტის ან სტუდენტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის საფუძველზე იღებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის.
2. აღიარებას ექვემდებარება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კრედიტების აღიარების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს პირის მიერ უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
4. საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს ამ კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
6. კრედიტების აღიარება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.
7. მობილობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევებში შესაბამისი კრედიტების აღიარება ხდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1225 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
თავი VIII. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების წესი
მუხლი 51. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
11. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების წარმოებას მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მონაცემთა ბაზების წარმოებისას და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებისას, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისას შეგროვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს თავის ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, ტელეფონი, დაზღვეული საფოსტო გზავნილი, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა.
12. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის შესაძლებელია დადგინდეს საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი.
3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
31. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლება აქვს, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტის მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.
4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.
5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
6. მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს.
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
1 1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნების შედეგის საფუძველზე.
12. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომელსაც სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს ერთ-ერთი შემდეგი ტესტი:
ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი;
ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი;
გ) ოსური ენის ტესტი;
დ) აფხაზური ენის ტესტი.
2. აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს:
ა) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
3. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები გახდებიან.
4. (ამოღებულია - 06.08.2013, №917).
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით.
51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის:
ა) 5%-ს – ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
ბ) 5%-ს – ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
გ) 1%-ს – აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
დ) 1%-ს – ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის.
52. შესაბამის წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში.
53. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ამ კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების ჩარიცხვისათვის განსაზღვროს ადგილების რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ისა.
6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
7. (ამოღებულია).
8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6%-ისა და არაუმეტეს 20%-ისა.
9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უფლება მოიპოვეს, ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს.
91. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება, და ამ სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს.
1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატაროს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
3. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ამ პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით არ მიიღება) სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.
5. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტთა ჯამს.
6. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს არ მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს.
7. მაგისტრანტობის კანდიდატების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
ბ1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე დასაშვებია იმ პირისათვის, რომელმაც გადალახა შესაბამისი ზღვარი სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში.
8. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით.
9. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის.
1. საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ.
2. სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 53. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები
1. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2. მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს.
3. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. განცხადების წარდგენის წესსა და პირობებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ადგენს მინისტრი.
31. (ამოღებულია – 11.03.2011, №4431).
4.(ამოღებულია – 11.03.2011, №4431).
5. (ამოღებულია).
6. ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
7. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაწესებულია საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.
8. სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
მუხლი 54. სახელმწიფო სასწავლო გრანტების მინიჭება
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების დოკუმენტს, გარდა ამ კანონის 542 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
21. იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა უნდა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, განსაზღვრავს მინისტრი.
3. (ამოღებულია – 22.03.2013, №388);
მუხლი 541. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭება
1. (ამოღებულია – 22.03.2013, №388);
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები თანაბრად ფინანსდება საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში და მაგისტრანტებზე გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსდება აკრედიტებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში და მაგისტრანტებზე გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით, თითოეულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედეგების წარმოდგენის შემდეგ საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტს მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ენიჭება სამინისტროს მიერ დამტკიცებული სათანადო წესის შესაბამისად.
მუხლი 56. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესები
1. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. (ამოღებულია - 01.11.2019, №5276).
მუხლი 561. ავტორიზაციის შინაარსი
1. ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.2. ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.
4. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 562. გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.
2. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.
21. ავტორიზაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
3. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
31. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.
4. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
მუხლი 563. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ და ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი
1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.
2. ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას ავტორიზაციის ვადით.
3. ავტორიზაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის 562 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მას ეზღუდება სტუდენტების/აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება;
გ) სტუდენტს უფლება აქვს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) სტუდენტს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
ე) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
ვ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
4. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სტატუსის მოსაპოვებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
მუხლი 565 . საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება
ის დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს, ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას გადიან სამინისტროს მიერ დადგენილი, განსხვავებული წესის შესაბამისად.
მუხლი 566. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 63. აკრედიტაციის შინაარსი
1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების ხარისხის ასამაღლებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
11. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.
12. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.
13. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის) აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.
2. აკრედიტაციის სტანდარტებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ, ამასთანავე, ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერაა აღიარებული.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მხოლოდ მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
5. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები მის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.
61. აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს აკრედიტაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
7. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით.
8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას.
მუხლი 64. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი
1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.
2. აკრედიტაციის ჩატარების პირველი საფეხურია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ განხორციელებული თვითშეფასება.
მუხლი 66. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 4 სახის:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;
გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წლისა. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, პირობითი აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
4. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
5. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს.
6. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
7. ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს აკრედიტაციის ვადის განმავლობაში სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა;
ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს;
გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;
ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
9. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
10. (ამოღებულია - 30.03.2022, №1466).
მუხლი 67. აკრედიტაციის სახეები
მუხლი 68. ინსტიტუციური აკრედიტაცია
თავი XII. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია
მუხლი 75. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა
1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
2. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია:
ა) იურიდიული;
ბ) სამედიცინო;
გ) პედაგოგიური;
დ) (ამოღებულია);
ე) საზღვაო;
ვ) ვეტერინარიის.
3. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს სამინისტრო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.
4. (ამოღებულია).
5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებასა და დამტკიცებას.
მუხლი 76. რეგულირებადი პროფესიები
1. მხოლოდ კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებს აკადემიურ უმაღლეს განათლებას და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან რომელთა განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია სათანადო გამოცდის ჩაბარება.
2. რეგულირებად პროფესიებში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
3. პედაგოგიური საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი სათანადო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 77. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია
1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაციების მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. თუ შესაბამის დარგში არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაცია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს დაინტერესებული ორგანიზაციის/ორგანიზაციების და მხარეების მონაწილეობით.
3. (ამოღებულია - 19.02.2016, №4787).
4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ იღებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
თავი XIII. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სახეები და მათი დაფინანსების წყაროები
მუხლი 78. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა
არასამეწარმეო იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას.
მუხლი 79. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებაზე ან/და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);
ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
დ) (ამოღებულია);
ე) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ე1) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
მუხლი 80. უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო გრანტით
1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქესა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში, სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით.
3. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ფარგლებში, გარდა სამინისტროების მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების შემთხვევისა.
მუხლი 801. უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით
1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქესა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არაუმეტეს 2%-ის ფარგლებში, სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამით.
3. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მიხედვით.
4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლის საფასურს, რომელიც დადგენილია ამ დაწესებულების მიერ, სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ფარგლებში.
5. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტები მიზნობრივად ფინანსდებიან სახელმწიფო გრანტით, რომლის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 81. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობები
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამითა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში), ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 3 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 4 წლის განმავლობაში), მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას − არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას.
21. (ამოღებულია);
22. (ამოღებულია);
23. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ ოდენობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სახელმწიფო აფინანსებს 2 წლის განმავლობაში, ხოლო ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 18 თვის განმავლობაში.
24. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა/ოდენობები არ მოიცავს იმ კრედიტების შესაბამისი სწავლის პერიოდის დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, გარდა ამ კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ღირებულება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის/ოდენობების ფარგლებში გამოითვლება სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
3. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური აღემატება შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საფასური, რომელიც უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
31. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით შესაძლებელია აღემატებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან/და კანონით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო გრანტის ოდენობას.
4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ნაკლებია სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს შორის ხელშეკრულებით განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი პროგრამით სწავლის საფასური, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები. დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის გაზრდა ხელშეკრულების პირობების დარღვევით. ხელშეკრულების პირობები სწავლის საფასურთან დაკავშირებით ცნობილი უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის დაწყებამდე. აღნიშნული პირობები უცვლელად ხდება ხელშეკრულების ნაწილი. სტუდენტისთვის/პროფესიული სტუდენტისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წელს დადგენილი სწავლის საფასურის ცალმხრივად გაზრდა შესაძლებელია გარემოებების არსებითი ცვლილების დროს, რაც დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტს აფინანსებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას ამ დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს, გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას.
1. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში გადასცემს იმ ოდენობის თანხას, რომელიც შეესაბამება ამ დაწესებულების სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში აცნობოს სამინისტროს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა სტუდენტის ვინაობა, რომლებმაც რაიმე მიზეზით შეწყვიტეს ან გადაავადეს სწავლა.
მუხლი 83. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთეულისათვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი გაიცემა კონკურსის საფუძველზე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო გრანტის თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად.
3. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით.
მუხლი 84. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სახელმწიფოს მიერ ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 85. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებით სარგებლობა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების სამართავად შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი, რომელსაც გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის წესდებას, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები.
5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება რეგენტთა საბჭოს (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.
მუხლი 86. სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გადაცემული ქონება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას სახელმწიფო მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას.
2. გადასაცემი ქონების ნუსხა ერთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების აქტს.
3. გადასაცემი ქონების ნუსხაში მიეთითება:
ა) ქონების ჩამონათვალი;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტის მიერ ქონების მდგომარეობის შეფასების შედეგები ან საბალანსო მონაცემები.
4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის ლიკვიდაციასაც, ხოლო დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობას.
2. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს ახორციელებენ შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
3. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს უფლება აქვთ, მოითხოვონ მის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
თავი XIV1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
მუხლი 862. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. სამინისტროს მიერ მონაცემების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია იმავე პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.
თავი XV. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 87. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა
1. დაფუძნებულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით ამ კანონის ძალაში შესვლამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
2. ამ კანონის ძალაში შესვლა იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორისა და ფაკულტეტების დეკანების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია რექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ რექტორს, ან რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ვადამდე გაათავისუფლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის აქტით, რომელიც უფლებამოსილია დეკანის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ დეკანს ან დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს სხვა კანდიდატურა.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველ არჩევნებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ატარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 2 წლისა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ კანონის შესაბამისი მართვის ორგანოების პირველი არჩევიდან არა უგვიანეს 6 თვისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენენ ამ კანონის შესაბამის ახალ წესდებებს.
5. ამ კანონის შესაბამისად აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის არჩევისთანავე წილისყრის საფუძველზე განისაზღვრება წევრთა ერთი მესამედი, რომელთა არჩევის ვადა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ნახევარი ვადით.
6. ამ კანონის მიხედვით არჩეულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან/და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებლებს.
7. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს. მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით საგანმანათლებლო მოდულებს, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტი.
8. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისამდე უზრუნველყონ ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2009 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებამდეუზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ მ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესისდამტკიცება.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების დამტკიცება.
12. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
13. ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, განახორციელონ საზღვაო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის მიუხედავად, 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე.
მუხლი 88. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება
1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე.
11. ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
12. კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
2. (ამოღებულია) .
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად.
4. (ამოღებულია) .
5. (ამოღებულია).
6. საქართველოს მთავრობამ 2005-2006 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით განსაზღვრულ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა.
7. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებების მიერ ავტორიზაციაზე განაცხადის წარდგენის მომენტში არ იარსებებს შესაბამისი პროგრამის აკრედიტაციის შესაძლებლობა, ეს პროგრამა აკრედიტებულად ითვლება სათანადო პირობების შექმნამდე.
71 . 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადის გასვლამდე ჩარიცხული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის 5 წელზე ნაკლები ვადით აკრედიტაციის შესახებ. აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ სტუდენტებზე.
8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
11.(ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
12. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენენ წინადადებებს მათი ფილიალების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ.
13. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
14. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს რეგენტთა საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება.
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცება.
2. 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის საქმიანობის დაწყება.
3. ეროვნული გამოცდების ცენტრის ფუნქციებს მის შექმნამდე ასრულებენ სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
31. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის უფლებამონაცვლე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის უფლებამონაცვლე.
32. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.
33. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005-2006 სასწავლო წლისთვის უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენებსა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული) და მათემატიკაში, ხოლო 2006-2007 სასწავლო წლისთვის – აგრეთვე სხვა საგნებში. გამოცდების ჩატარების წესს და მათ სავალდებულო/არჩევით ხასიათს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის შექმნამდე მისი ფუნქციების განხორციელება უზრუნველყოს „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭომ.
51. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი.
52. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.
53. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2013 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი.
6. (ამოღებულია).
61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის განხორციელება.
62. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესების შემუშავება და დამტკიცება. შესაბამისი წესის დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
63. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 31 დეკემბრამდეუზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესისდამტკიცება.
64. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012–2013 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2012–2013 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიაროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ჩატარებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ითვლება აკრედიტებულად.
7. 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მაგისტრატურის 120-კრედიტიან პროგრამაზე გადასვლა.
8. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
81. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩარიცხულ პირებზე არანაკლებ 5-წლიანი სამედიცინო (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
82. 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო არანაკლებ 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან.
83. 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მეორე სპეციალობის ერთსაფეხურიანი, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი, რომლის მიზნებისთვისაც ხდებოდა პირველი სპეციალობის ფარგლებში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის შედეგების გათვალისწინება და რომელიც განიხილებოდა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლის იმავე სპეციალობის 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად, გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
84. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის ის საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც კანონით გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, ჩაითვალოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან გათანაბრებულად.
85. ამ პუნქტის ამოქმედებამდე ვეტერინარის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული დიპლომირებული ვეტერინარის აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. ვეტერინარის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი უფლებამოსილია დაასრულოს ეს პროგრამა, რომლის დასრულების შედეგად მას მიენიჭება დიპლომირებული ვეტერინარის აკადემიური ხარისხი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.
86. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
9. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებიან ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვებენ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა.
101. დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლებრივი მდგომარეობით უთანაბრდება პირი, რომელსაც 2007 წლამდე აქვს მინიჭებული დოცენტის ან პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება შესაბამის სახელოვნებო-შემოქმედებით ან არქიტექტურის სფეროში.
102. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში.
11. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე.
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების მიღება.
121. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების განაწილების წესის დამტკიცება.
122. იმ პირებს, რომლებმაც 2013 წლამდე საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდამდე/გამოცდებამდე მიიღეს უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩაეთვალოთ ჩაბარებულად.
13. ამ კანონის ნორმებსა და „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის ნორმები.
14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც 2006 წელს მიენიჭათ ინსტიტუციური აკრედიტაცია, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭიროებენ განმეორებით აკრედიტაციას პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში.
15. 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისობა ამ კანონის მე-2 მუხლის „ღ“, „ღ1“ და „ჰ18“ ქვეპუნქტებთან და მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან.
16. (ამოღებულია).
17. 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლისათვის ხორციელდება ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
171. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ. ამ დრომდე ჩარიცხულ პირებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი წესით.
172. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული კრედიტები შეიძლება ჩათვალოს ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის /ვეტერინარის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისთვის დიპლომირებული სპეციალისტი უნდა ჩაირიცხოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
173. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
18. 2009 წელს კერძო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან, არ გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში და მაგისტრანტობის კანდიდატები მიიღონ ამ კანონის 521 მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესით.
19. 2009 წელს შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, 2009 წლის 7 ივნისამდე დაადგინოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი.
20. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია. აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ითვლება აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან გაიარონ ავტორიზაცია.
21. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი.
22. ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის გავლამდე ჩარიცხულ პირებზე. მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების პირობები და საფასური დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.
23. 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით).
231. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია.
24. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს იმ აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას, რომლებმაც 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ვერ მოახერხეს აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების ბრალეული ქმედების გამო. ბრალის არსებობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი წარმოებით. აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით, 1 წლით. ამ ვადის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული პირების სწავლის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითვალისწინებს სარეგისტრაციო განაცხადში ფაკულტეტის და აკადემიური უმაღლესი ან /და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პრიორიტეტულ ჩამონათვალს და ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას. ეს პირები საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე/სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობს ამ პირების მიერ მოპოვებულ კრედიტებს, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
25. ამ პუნქტის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არაღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეერთების გზით რეორგანიზაცია იწვევს ამ პროგრამებზე ჩარიცხულ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებზე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას.
26. იმ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და რომლებზედაც არ გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი − სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო, ვრცელდება ნამდვილი ატესტატის გამოყენებისათვის განსაზღვრული ყველა სამართლებრივი შედეგი.
27. 2011 წელს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამაზე პირობით მიღებული პირი მსმენელის სტატუსსა და სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.
28. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ამ კანონის ამოქმედებამდე მოიპოვეს და რომლებსაც აქვთ საქართველოში გაცემული, სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
29. საქართველოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დადებული აქვს სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მისაღებად.
1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქესა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ პირთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით.
3. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში და ირიცხებოდნენ ამ ქვეყნის მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2012 წელს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით.
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების საკითხის ერთობლივი შესწავლა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესის შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცება.
2. საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის საფუძველზე აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ამ კანონის 47 5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დიპლომის ფორმასთან შესაბამისობა.
მუხლი 894. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2015 წლის 1 იანვრამდე ითვლება ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულად. 2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.1
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
მუხლი 895. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი
1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უფლებამოსილია 2015 წლის 1 იანვრამდე თავად განსაზღვროს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური ხარისხის მინიჭების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და მიანიჭოს აკადემიური ხარისხი მის მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2016 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად. მათ მიერ ამ დაწესებულებაში ჩარიცხვამდე მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება განახორციელოს შესაბამისმა დაწესებულებამ.
2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2013 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად. მათ მიერ ამ დაწესებულებაში ჩარიცხვამდე მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება განახორციელოს შესაბამისმა დაწესებულებამ.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა 2013 და 2014 წლებში შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით.
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია „ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით რატიფიცირებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით (კომპაქტით)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად განსაზღვროს:
ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები;
ბ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები;
გ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები;
დ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან- დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად იმ ვადით, რომლითაც ითვლება აღიარებულად/აკრედიტებულად ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით.
1. საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით აღიარებს იმ პირების განათლებას, რომლებმაც განათლება 2005 წლამდე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებაში მიიღეს და რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას.
2. საქართველოს საპატრიარქო უფლებამოსილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი/დიპლომის ასლი.
3. პირს, რომელიც სწავლობდა 2013 წლის 1 იანვრამდე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებაში, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი.
4. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით აღიაროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე მიღებული განათლება.
მუხლი 8913. ვეტერინარის განათლება (მილევად რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები)
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე და ამ პროგრამაზე აბიტურიენტები მიიღოს 2017 წლის ჩათვლით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადაყვანა, რომლებსაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადაყვანის შემთხვევაში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით სტუდენტის სწავლა დაფინანსდება სტუდენტის მიერ თავდაპირველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის მიღებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობისა და დარჩენილი წლების გათვალისწინებით, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.
1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა ან მიიღეს მონაწილეობა ამ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ, შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი დაფინანსებას მიიღებს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში. სტუდენტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფინანსება გაუგრძელდება ყოველწლიურად (ბაკალავრი დაფინანსებას მიიღებს ჯამში 4 სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მაგისტრანტი − ჯამში 2 სასწავლო წლის განმავლობაში), თუ სტუდენტი 2019-2020 სასწავლო წელს (ბაკალავრი − აგრეთვე მომდევნო 3 სასწავლო წლის, ხოლო მაგისტრანტი − აგრეთვე მომდევნო 1 სასწავლო წლის განმავლობაში) დააგროვებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას.
1. იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ, 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებიან განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
1. აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბიტურიენტზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება.
ამ კანონის 43-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აღნიშნული პუნქტების ამოქმედების შემდეგ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე.
თავი XVI. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა
1. აკადემიურ თანამდებობებზე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, ამ კანონის 38-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
2. ამ კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008-2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
21. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცებისთანავე.
22. ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2023-2024 სასწავლო წლის ჩათვლით.
23. (ამოღებულია - 06.06.2018, №2480).
24. (ამოღებულია - 06.06.2018, №2480).
3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 21 დეკემბერი.
№688-რს
დოკუმენტის კომენტარები