„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2251-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.020672
2251-IXმს-Xმპ
01/12/2022
ვებგვერდი, 14/12/2022
430020000.05.001.020672
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „წ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ4) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;

ბ) „წ9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ10“−„წ12“ ქვეპუნქტები:

„წ10) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;

11) სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;

12) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარებაც სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა;“;

გ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი − სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ნ1“−„ნ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესს, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესს;

2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;

3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს;“;

ბ) „ნ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ5“ და „ნ6“ ქვეპუნქტები:

„ნ5) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და საფასურს;

6) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალს, რომელთა ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად;“.

4. 462 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულის გავლის შემთხვევაში პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკადემიურ ხარისხთან ერთად ენიჭება სპეციალური მასწავლებლობის უფლება, რაც აისახება დიპლომის დანართში.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ მოდულს;

ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს;

გ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს;

დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს.

4. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა) უნდა მოიცავდეს:

ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს;

ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს;

გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს;

დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს;

ე) სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულს.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროგრამებისა და მათი მოდულების კრედიტების რაოდენობა შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლით დგინდება.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 478 მუხლი:

„მუხლი 478. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

1. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.

2. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.

3. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

4. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო.

5. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.“.

6. 542 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 542. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ენიჭება სამინისტროს მიერ დამტკიცებული სათანადო წესის შესაბამისად.“.

7. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამითა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში), ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 3 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 4 წლის განმავლობაში), მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას − არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას.“.

მუხლი 2

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამავე კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით 2024  წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალის დამტკიცება, რომელთა ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად.

4. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა/ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 დეკემბერი 2022 წ.

N2251-IXმს-Xმპ