„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 388-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.016969
388-IIს
22/03/2013
ვებგვერდი, 08/04/2013
430020000.05.001.016969
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-2 მუხლის:

     ა) „ჰ24“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;“;

    ბ) „ჰ27“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

    გ) „ჰ29“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;“;

    დ) „ჰ32“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით;“.

    2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიურ მოცულობას ანაწილებს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის პროცენტული მაჩვენებლების განაწილებით;“.

   3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

   ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ი) გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს;“;

   ბ) „პ5“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ6“ და „პ7“ ქვეპუნქტები:

  „პ6) ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართულებას/მიმართულებებს, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად ან/და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო;

  პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს;“.

    4. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „თ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

  თ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;  საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;“.

    5. 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „6. მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

    6. 54-ე მუხლის:

    ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

  21. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“; 

   ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

   7. 541 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

   8. 551 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

   9. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ე) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;“.

   10. მე-80 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ფარგლებში, გარდა სამინისტროების მიერ გაცემული პროგრამული დაფინანსების შემთხვევისა.“.

   11. 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა სტუდენტის ვინაობა, რომლებმაც რაიმე მიზეზით შეწყვიტეს ან გადაავადეს სწავლა.“.

   12. 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2015-2016 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2015-2016 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.“.

   13. 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 პუნქტი:

   „122. იმ პირებს, რომლებმაც 2013 წლამდე საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდამდე/გამოცდებამდე მიიღეს უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩაეთვალოთ ჩაბარებულად.“.

    14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 896 მუხლი:

  „მუხლი 896. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე  ჩარიცხული სტუდენტები

    მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე  ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად და მათ მიერ ჩარიცხვამდე მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება განახორციელოს შესაბამისმა დაწესებულებამ.“.

    მუხლი 2.  ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების მოსამზადებლად განხორციელებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად განხორციელებულად.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2013 წ.

N388-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.