დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 187-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.016877 |
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;“; ბ) „ჰ29“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;“; გ) „ჰ40“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ41“ და „ჰ42“ ქვეპუნქტები: „ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს; ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა.“. 2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეულის ან ცალკე კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით.“. 3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მათი გამიჯვნის წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.“. 4. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციაზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამ დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული დაწესებულების ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი: „თავი IV1. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მუხლი 311. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება და მართვა 1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს, მის წესდებას ამტკიცებს და ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ სტრუქტურასა და მართვის ორგანოებს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 2. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაეცემა ქონება და დაფუძნების აქტით განისაზღვრება ამ ქონების გამოყენების წესი. 3. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს ადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 4. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 5. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ასრულებს ამ დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.“. 6. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.“. 7. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული არჩევის პირობები.“. 8. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-13 პუნქტი: „13. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, სახელმწიფო სასწავლო გრანტის, აგრეთვე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღებისა და მობილობის უფლებით.“. 9. 46-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. 2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურებია: ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს; ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 475 მუხლი: „მუხლი 475. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების პროგრამები 1. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: ა) თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა; გ) საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საგანმანათლებლო პროგრამა; დ) საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა; ე) ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა; ზ) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საგანმანათლებლო პროგრამა; თ) ქრისტიანული ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და დიპლომის დანართი, რომლის ფორმას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.“. 11. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე.“. 12. 521 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.“. 13. 63-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამისა, განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“. 14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 893−895 მუხლები: „მუხლი 893. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების საკითხის ერთობლივი შესწავლა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გაცემული/გასაცემი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესის შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2013 წლის 1 აგვისტომდე დამტკიცება. 2. საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის საფუძველზე აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ამ კანონის 475 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დიპლომის ფორმასთან შესაბამისობა. მუხლი 894. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2015 წლის 1 იანვრამდე ითვლება ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულად. 2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 895. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი . სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უფლებამოსილია 2015 წლის 1 იანვრამდე თავად განსაზღვროს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური ხარისხის მინიჭების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და მიანიჭოს აკადემიური ხარისხი მის მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 28 დეკემბერი 2012 წ. N187-რს |
დოკუმენტის კომენტარები