„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5718-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.016611
  • Word
5718-Iს
28/02/2012
ვებგვერდი, 09/03/2012
430020000.05.001.016611
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 40 ქვეპუნქტი:

40) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით.“.

2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას..

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას და გასცემს დასკვნას საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და საფასურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 მუხლი:

    „მუხლი 82. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციები საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამტკიცებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენ წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების შესახებ;

) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებ საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;

) პასუხისმგებელია საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;

) უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსება;

) მონაწილეობ საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, გარდა სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“.

6. 51-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მონაცემთა ბაზების წარმოებისას და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებისას, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისას შეგროვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, ტელეფონი, დაზღვეული საფოსტო გზავნილი, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა.

12. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისთვის შესაძლებელია დადგინდეს საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლება აქვს, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტის მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

7. 521 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 53-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.“.

9. 551 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულები უნარჩუნდება სამი წლის განმავლობაში. საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებით რანჟირება ხორციელდება ყოველწლიურად, შესაბამისი წლის კონკურსის გათვალისწინებით. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვების მიზნით საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულები გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების წელს.“.

10. 88-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადის გასვლამდე ჩარიცხული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის 5 წელზე ნაკლები ვადით აკრედიტაციის შესახებ. აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ სტუდენტებზე.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საქართველოს მთავრობა 2005–2006 სასწავლო წლიდან 2012–2013 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005–2006 სასწავლო წლიდან 2012–2013 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულუმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.“;

გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. 89-ე მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

62. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013–2014 სასწავლო წლის დასაწყისამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება. ამ წესის დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებიან და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

12. 90-ე მუხლის 23 და 24 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. 2015−2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ამ კანონით დადგენილი წესით.

24. ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე აფხაზურენოვანი საქართველოს მოქალაქეები უფლებამოსილი არიან ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტები, რაც იწვევს მათზე მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტების ჩაბარებისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 2012 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ სათანადო აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი               . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 28 თებერვალი.

№5718I