„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1627-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.017216
1627-რს
20/11/2013
ვებგვერდი, 03/12/2013
430020000.05.001.017216
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ43“ ქვეპუნქტი:

„ჰ43) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.

2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას (შემდგომ − საქართველოს შსს აკადემია) ანიჭებს უფლებამოსილებას, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით;“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:

„მუხლი 83. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის

საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და მართვის ორგანოები;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შსს აკადემიის რექტორს;

გ) პასუხისმგებელია საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;

დ) უზრუნველყოფს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;

 ე) მონაწილეობს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.“.

 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“.

6. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ნოემბერი 2013 წ.

N1627-რს