„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5091-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.019608
5091-Iს
03/10/2019
ვებგვერდი, 04/10/2019
430020000.05.001.019608
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ16“ და „პ17“ ქვეპუნქტები:

„პ​16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს;

17) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8914 მუხლი:

„მუხლი 8914. 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, რომლებმაც ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის საფუძველი

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა ან მიიღეს მონაწილეობა ამ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ, შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ირიცხება განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი დაფინანსებას მიიღებს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში. სტუდენტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფინანსება გაუგრძელდება ყოველწლიურად (ბაკალავრი დაფინანსებას მიიღებს ჯამში 4 სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მაგისტრანტი − ჯამში 2 სასწავლო წლის განმავლობაში), თუ სტუდენტი 2019-2020 სასწავლო წელს (ბაკალავრი − აგრეთვე მომდევნო 3 სასწავლო წლის, ხოლო მაგისტრანტი − აგრეთვე მომდევნო 1 სასწავლო წლის განმავლობაში) დააგროვებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ16“ და „პ17“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  წესების მომზადება და დამტკიცება.

მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8914 მუხლით გათვალისწინებული პირების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან დაკავშირებულ, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 ოქტომბერი 2019 წ.

N5091-Iს