„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზ

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზ
დოკუმენტის ნომერი 2795
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 31/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.05.001.002.192
  • Word
2795
17/03/2006
სსმ, 9, 31/03/2006
430.020.000.05.001.002.192
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;“;

გ) „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ უმაღლესი აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის – ბაკალავრიატისთვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;

ნ) ბაკალავრიატი – უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხური – სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ძირითადად ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;

ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან/და მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პ) დიპლომირებული სპეციალისტი – მფლობელი იმ უმაღლესი აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს ენიჭება ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად, ან მრავალსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ისეთი პირველი საფეხურის პროგრამისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს პირის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის საქმიანობისათვის;“;

დ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) დოქტორანტურა – უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;

უ) დოქტორი – მფლობელი იმ უმაღლესი აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;“;

ე) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი სასწავლო გეგმა, შინაარსი, მოცულობა და ათვისების წესი;“;

ვ) „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ უმაღლესი აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის – მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;

წ) მაგისტრატურა – უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხური; სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;“;

თ) „ჯ“, „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) სრული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, თუ რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვის შემთხვევაში;

1) რანჟირება კოეფიციენტებით – ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულების აბსოლუტური ჯამის გადათვლა ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი აბიტურიენტები, ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე;“;

ი) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) საგანმანათლებლო სერტიფიკატის ცნობა – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის ცნობა ან/და მომართვის საფუძველზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენა;“;

კ) „ჰ8“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურის დასაფინანსებლად, მაგრამ არა უმეტეს 4 წლის ვადით;“;

მ) „ჰ13“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;“.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ და ნაწილობრივ ოდენობებს;“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირებას და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;“;

ა.გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს.“.

6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მონაწილეობს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააკრედიტაციო პირობების შემუშავებაში.“.

7. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“.

8. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ლიცენზირებას ან/და აკრედიტაციას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ლიცენზია ან/და აკრედიტაცია გაიცემა უცხო ქვეყნის იურიდიული პირის საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო ან/და სააკრედიტაციო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.“.

9. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. წესდებით განსაზღვრული წესითა და პროპორციით წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ პირები, რომლებსაც ამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიანიჭა აკადემიური ხარისხი ან/და კვალიფიკაცია, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენლები.“.

10. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.“.

11. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რექტორს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი.“.

12. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი.“.

13. 30-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.“.

14. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.“.

15. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.“.

16. 35-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო სპეციალობებისათვის ღია კონკურსის საფუძველზე აკადემიური თანამდებობების დაკავების ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისაგან განსხვავებულ პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, რაც აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში.“.

17. 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება.

3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამასთანავე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.“.

18. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.“.

19. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია:

ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;

ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს;

გ) დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.“.

20. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია საშუალო ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც პირს კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის.“.

21. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.“.

22. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ ცნობას (აღიარებას) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტურობისა და ავთენტიკურობის დადგენას ახდენს ევროპულ ქსელში გაერთიანებული აკადემიური ცნობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით. საქართველოში სწავლის გაგრძელების ან მუშაობის დაწყების გადაწყვეტილებას ცნობის დოკუმენტის საფუძველზე იღებს შესაბამისად უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ან დამქირავებელი.“.

23. 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები სავალდებულოა ყველა აკრედიტებული და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და წარმოადგენს უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველს. ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.“.

24. 52-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს.“.

25. 53-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის მსურველი პირი ეროვნული გამოცდების ცენტრს მიმართავს წერილობითი განცხადებით, სადაც ასახელებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (დაწესებულებებს) და ფაკულტეტს (ფაკულტეტებს), რომელშიც (რომელზედაც) სურს სწავლის გაგრძელება.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.“.

26. 54-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგების საფუძველზე ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. გარდა იმ სტუდენტების სიისა, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სახელმწიფო სასწავლო გრანტების მინიჭების შესახებ აქტში მოცემული უნდა იყოს გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირება მიღებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით.“.

27. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ აბიტურიენტი ვერ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მის მიერ მოპოვებული გამოცდის/გამოცდების შედეგები შეიძლება ძალაში დარჩეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მაგრამ არა უმეტეს 2 წლის განმავლობაში.“.

28. IX თავი ამოღებულ იქნეს.

29. 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.“.

30. 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს და წევრებს. ექსპერტთა ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატურები თანხმდება აკრედიტაციის მაძიებელ მხარესთან.“.

31. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

32. 66-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის:

ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

3. აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს სტუდენტთა მიღების უფლება.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, აგრეთვე განსაზღვრავს ამ კანონის 661 მუხლით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე სასწავლო წელს გავლილი საგანმანათლებლო პროგრამები ითვლება აკრედიტებულად.“.

33. X თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 661 მუხლი:

     „მუხლი 661. ახალდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

1. ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარება აკრედიტაციას მისი საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ.

2. ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში.

3. ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი შედეგები.“.

34. 74-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ ხარისხებსა და დიპლომებს, რომლის შესაბამის პროგრამასაც მიღებული აქვს სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ ხარისხებსა და დიპლომებს.

2. სახელმწიფო სასწავლო და სამეცნიერო გრანტებით შეიძლება დაფინანსდეს საგანმანათლებლო დაწესებულება და საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ გავლილი აქვთ შესაბამისი აკრედიტაცია, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.“.

35. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება აკრედიტებულ ან ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.

36. 81-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით ბაკალავრიატის საფეხურის სწავლების ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 4 წლის განმავლობაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს სახელმწიფო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ დაფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ბაკალავრიატის საფეხურის სწავლების ღირებულებას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია არსებობდეს განსხვავება საქართველოს მოქალაქეთათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი და იმავე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასურის ოდენობებს შორის. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების შემთხვევაში ეს არ გამორიცხავს, რეორგანიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შენარჩუნებულ იქნეს განსხვავებული სწავლის საფასური ერთი და იმავე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაერთიანებამდე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული პირებისათვის.“.

37. 82-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადასცემს იმ ოდენობის თანხას, რომელიც შეესაბამება ამ დაწესებულების სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.“.

38. 88-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებისა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს მთავრობა 2005-2006, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებისათვის ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებისთვის უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა ფაკულტეტების მიხედვით.“.

39. 89-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის შექმნამდე მისი ფუნქციების განხორციელება უზრუნველყოს „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭომ.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მაგისტრატურის 120-კრედიტიან პროგრამაზე გადასვლა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 17 მარტი.

№2795–Iს