დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2992-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.017593 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) დაემატოს შემდეგი შინაარსის 898 მუხლი:
„მუხლი 898. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია „ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით რატიფიცირებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით (კომპაქტით)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად განსაზღვროს: ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები; ბ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები; გ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები; დ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან- დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად იმ ვადით, რომლითაც ითვლება აღიარებულად/აკრედიტებულად ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 31 იანვრამდე განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 898 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესები და პირობები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N2992-რს |
დოკუმენტის კომენტარები