„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 917-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/08/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.017044
917-რს
06/08/2013
ვებგვერდი, 20/08/2013
430020000.05.001.017044
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;“;

ბ) „ჰ29“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს;“.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება.“.

4. 51-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“;

 ბ) პირველი−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები,  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

  11. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების შექმნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მონაცემთა ბაზების წარმოებისას და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებისას, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისას შეგროვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, ტელეფონი, დაზღვეული საფოსტო გზავნილი, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა.

12. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისთვის შესაძლებელია დადგინდეს საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.  

31. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლება აქვს, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტის მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.   

4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.

5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.“.

5. 52-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 და 91 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს.

91. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს  ეროვნულგამოცდებგავლილ მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უნდა გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვეს უფლება, ისწავლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“.

6. 53-ე მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს.

3. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. განცხადების წარდგენის წესსა და პირობებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

7. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარდა ამ კანონის 542 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

8. 541 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4.  ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედეგების წარმოდგენის შემდეგ საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტს მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

9. 89-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა“;

ბ) 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:

„33. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.“;

გ) 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:

  „53. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2013 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 აგვისტო 2013 წ.

N917-რს