„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1209-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102912
1209-IVმს-XIმპ
10/12/2025
ვებგვერდი, 17/12/2025
430020000.05.001.102912
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ55“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ56“ ქვეპუნქტი:

„ჰ56) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამას და რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;“;

ბ) „ჰ56“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ57“−„ჰ59“ ქვეპუნქტები:

„ჰ57) სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამას და რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

58) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის (შემდგომ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია) სამაგისტრო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია უსაფრთხოების სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია;

59) სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა უწყებაში/ორგანიზაციაში (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით და რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია.“.

 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას (შემდგომ − პოლიციის აკადემია) ანიჭებს უფლებამოსილებას, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარდგინებით სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ანიჭებს უფლებამოსილებას, სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით;“;

ბ) „თ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი:

„თ2) სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდების პროექტზე გასცემს დასკვნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარდგინებით;“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 86 მუხლი:

„მუხლი 86. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის

1. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები;

ბ) პასუხისმგებელია საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;

გ) უზრუნველყოფს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;

დ) მონაწილეობს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.

2. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი აქტებით შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები.

3. ამ კანონსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

4. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) 87 მუხლი:

„მუხლი 87. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის

1. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებას;

ბ) პასუხისმგებელია სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის;

გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას;

დ) მონაწილეობს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.

2. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა და მისი წესდებით გათვალისწინებული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა საგანმანათლებლო პროგრამები.

3. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით შეიძლება შეიზღუდოს ან/და განსხვავებულად მოწესრიგდეს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები.

4. ამ კანონსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

5. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.

6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება ამ კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, აგრეთვე სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“.

6. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.“.

7. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“.

 8. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 პუნქტები:

„18. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტს ამ აკადემიის წესდებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უფლება აქვს:

ა) სტუდენტის სტატუსი შეიჩეროს;

ბ) მობილობის უფლებით ისარგებლოს.

19. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებით.“.

9. 48-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამისა) შეიძლება ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობის განხორციელებას, რომელთა/რომლის საფუძველზედაც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის წარდგენას, მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით.“.

10. 521 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მაგისტრანტობის კანდიდატმა აღნიშნული უფლება შეიძლება მოიპოვოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე პირის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.“.

11. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:

„ე2) სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;“.

მუხლი 2

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი (შემდგომ − სასწავლო ცენტრი) გარდაიქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად (შემდგომ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია).

2. სასწავლო ცენტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას.

3. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ჩაითვალოს სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ.

4. შეწყდეს შრომითი ურთიერთობები სასწავლო ცენტრში დასაქმებულ პირებთან (მოსამსახურეებთან).

5. სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები ამ ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე წესრიგდება სასწავლო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებით.

6. სასწავლო ცენტრის საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები, მათ შორის, სასწავლო ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია, გადაეცეს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას.

7. სასწავლო ცენტრის მიერ დადებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადით, ხოლო შემსყიდველ ორგანიზაციად და საქონლის/მომსახურების მიმღებ დაწესებულებად განისაზღვროს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2025 წ.

N1209-IVმს-XIმპ