დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6177-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.016740 |
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი:
„27. 2011 წელს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამაზე პირობით მიღებული პირი მსმენელის სტატუსსა და სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 15 მაისი.
№6177-რს
დოკუმენტის კომენტარები