„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1140-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102881
1140-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 12/12/2025
430020000.05.001.102881
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ​55“ ქვეპუნქტი:

„ჰ​55) მეთაური − სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.“.

2. 81 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და მეთაურის თანამდებობის დაკავების წესები და პირობები.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მეთაურზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით რექტორისთვის განსაზღვრული ნორმები, თუ საქართველოს  კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1140-IVმს-XIმპ