დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1612-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.020573 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები: „15. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს: ა) სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება აქვს: ა.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ უცხო ქვეყანაში წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; ა.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერება აუცილებელია და ის ინიციირებულია იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის ან/და ბავშვის მოვლის შემთხვევაში, ხოლო თუ ის არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტი − ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე; გ) მობილობის უფლებით სარგებლობა შეუძლია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დროს ნებისმიერ სემესტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 16. თუ პირი, რომელიც სწავლობს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გათავისუფლდება ადმინისტრაციული ორგანოდან, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8917 მუხლი: „მუხლი 8917. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მობილობის ამოქმედების ვადა ამ კანონის 43-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აღნიშნული პუნქტების ამოქმედების შემდეგ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 25 მაისი 2022 წ. N1612-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები