დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3376 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 20/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.060.000.05.001.004.115 |
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 89-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებიან ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვებენ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 6 ივლისი.
№3376–რს
დოკუმენტის კომენტარები