„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2480-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.018870
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2480-რს
06/06/2018
ვებგვერდი, 21/06/2018
430020000.05.001.018870
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჰ35“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ) „ჰ48“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ49“ ქვეპუნქტი:

„ჰ 49) სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების, მიერ განხორციელებული პროგრამა, რომელზე ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სრული ზოგადი განათლება ან საბაზო ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3041  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ 2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ 2) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;“;

ბ) „გ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ 5) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები. საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი;“.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3041  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

3. 473 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„.1 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხული პირებისათვის.“;

ბ) მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.

5. აბიტურიენტები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

6. სტუდენტები ვალდებული არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე.

7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე განახორციელოს სტუდენტების მიღება.“.

4. 52-ე მუხლის:

ა) 1 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 2 პუნქტი:

„1 2. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს მხოლოდ ერთ-ერთი შემდეგი ტესტი:

ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი;

ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი;

გ) ოსური ენის ტესტი;

დ) აფხაზური ენის ტესტი.“;

ბ) 5 1 და 5 2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის:

ა) 5%-ს – ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;

ბ) 5%-ს – ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;

გ) 1%-ს – აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;

დ) 1%-ს – ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის.

5 2. შესაბამის წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში.“;

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3041  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

გ) 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:

„53. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ამ კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების ჩარიცხვისათვის განსაზღვროს ადგილების რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ისა.“;

დ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება, და ამ სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 2 მუხლი:

„მუხლი 52 2 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო- სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი

1. საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის დასრულების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ.

2. სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.“. 

6. 54-ე მუხლის 2 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 1. იმ სტუდენტთა დაფინანსების წესს, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.“.

7. 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, აგრეთვე იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3041  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

8. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

9. 801 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

„10. 89 1 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3041  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

11. 90-ე მუხლის:

ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ კანონის 52-ე მუხლის 12 პუნქტით  გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2023-2024 სასწავლო წლის ჩათვლით.“;

ბ) 23 და 24 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3041  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 ივნისი 2018 წ.

N2480-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.