დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4163-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.102250 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული).“. 2. 521 მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. უმაღლესი განათლების უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს, თუ მის მიერ უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მან საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“; ბ) მე-7 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული);“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8919 მუხლი: „მუხლი 8919. ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა, უკრაინასა და ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლიდან ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან უკრაინის ან ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.“. მუხლი 2 1. უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა არ გავრცელდეს საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდნენ/სწავლობენ 2021-2022, 2022-2023 ან/და 2023-2024 სასწავლო წელს და აღნიშნული საომარი მოქმედებების დაწყებიდან 2025 წლის 1 იანვრამდე ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამასთანავე, მათ მიერ დროის ამ მონაკვეთში უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის (მათ შორის, დისტანციური ფორმით) პერიოდში მიღებული კრედიტები ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულად. 2. ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა არ გავრცელდეს საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდნენ/სწავლობენ 2023-2024 სასწავლო წელს და აღნიშნული საომარი მოქმედებების დაწყებიდან 2025 წლის 1 იანვრამდე ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამასთანავე, მათ მიერ დროის ამ მონაკვეთში ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის (მათ შორის, დისტანციური ფორმით) პერიოდში მიღებული კრედიტები ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 15 მაისი 2024 წ. N4163-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები