„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4562-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 22/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.017991
4562-Iს
25/11/2015
ვებგვერდი, 08/12/2015
430020000.05.001.017991
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ47“ ქვეპუნქტი:

„ჰ47) ტექნოლოგიური ინსტიტუტი – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების წესს;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურებს;“.

3. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონითაა დაფუძნებული.“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. ტექნოლოგიური ინსტიტუტი თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა, აგრეთვე სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV2 თავი:

„თავი IV2

ტექნოლოგიური ინსტიტუტი

მუხლი 312. ტექნოლოგიური ინსტიტუტი

1. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, იმავე კანონით განსაზღვრული სპეციალობებით პირთა მომზადება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.

2. ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე არ ვრცელდება ამ კანონის IV და V თავების მოქმედება.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 476 მუხლი:

„მუხლი 476. ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროგრამები

1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.“.

8. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 56. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესები

1. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში პირები ირიცხებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესით. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 566 მუხლი:

„მუხლი 566. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება

ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

10. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.“.

11. 801 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაგისტრანტები მიზნობრივად ფინანსდებიან სახელმწიფო გრანტით, რომლის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 ნოემბერი 2015 წ.

N4562-Iს