„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3438-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.019156
3438-Iს
20/09/2018
ვებგვერდი, 05/10/2018
430020000.05.001.019156
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ე2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი:

„ვ2) ასოცირებული ხარისხი − კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;

ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ბაკალავრიატი − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური;“;

ვ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური;“;

ზ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც არის სასწავლო კომპონენტისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობა და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-8 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;

თ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;“;

ი) „ფ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) „ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;“;

ლ) „ღ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;“;

ნ) „ძ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ2“ ქვეპუნქტი:

„ძ2) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა − აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;

ო) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური;“;

პ) „წ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;

ჟ) „წ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ4) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;

რ) „წ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ7) ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“;

ს) „წ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ9) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო  პროგრამა, რომელიც მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების მიღწევას;“;

ტ) „ჰ15“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ15) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6−მე-8 დონეების შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას და დასტურდება კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;“;

უ) „ჰ18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;“;

ფ) „ჰ34“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ქ) „ჰ36“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ღ) „ჰ49“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ50“ ქვეპუნქტი:

„ჰ50) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის  საფუძველია  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „პ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „პ13“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ14“ და „პ15“ ქვეპუნქტები:

„პ14) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესს;

15) ამტკიცებს სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს;“.

3. მე-9 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ.“.

4. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ქმნის სადისერტაციო საბჭოს. სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო.“.

5. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში:

ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 22 და 23 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.“;

ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი უნდა ითვალისწინებდეს დათქმებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.“.

6. 461 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 461. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზები და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება

1.  უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულება  უფლებამოსილია განახორციელოს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, რა დროსაც სტუდენტს ასოცირებული ხარისხი ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შედეგად;

ბ) ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით და პროფესიულ სტუდენტს ასოცირებული ხარისხი მიანიჭოს შესაბამისი მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის  დაგროვების შედეგად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, სწავლის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების შინაარსის შესწავლის შედეგად ადგენს პირის მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შეთავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და ამ საგანმანათლებლო პროგრამით სწავლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს პირის კრედიტებით დატვირთვა იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად არ არის შესრულებული. კრედიტების აღიარება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.“.

7. 464 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც პირს ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას ანიჭებს.“.

8. 474 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული სწავლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.“.

9. 476 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.“.

10. 48-ე მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.“;

ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.“.

11. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.“.

12. 521 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი“.

13. 63-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები მის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ  წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხელმძღვანელობს აკრედიტაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.“.

14. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებასა და დამტკიცებას.“.

15. 81-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამითა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში), ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 3 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 4 წლის განმავლობაში), მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას − არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას.“;

ბ) 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ ოდენობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სახელმწიფო აფინანსებს 2 წლის განმავლობაში,  ხოლო ამ კანონის 46-ე  მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 18 თვის განმავლობაში.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2018 წ.

N3438-Iს