„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 29/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.001.003.817
  • Word
2379
18/12/2009
სსმ, 48, 29/12/2009
430.060.000.05.001.003.817
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

�უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

�5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი � სახელოვნებო/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში სახელოვნებო/სასპორტო განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ კანონითა და თავისი წესდებით განსაზღვრული წესით, დამხმარე საქმიანობის ფარგლებში განახორციელოს სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის.�.

2. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 85. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � უმაღლესი საგანმანათლებლო ��� ��� ��� დაწესებულების ქონებით სარგებლობა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � სახელოვნებო/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს � ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ��������������მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2379 IIს