დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1081-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.020436 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები გახდებიან.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება. მუხლი 3. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდნენ. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 14 დეკემბერი 2021 წ. N1081-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები