„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5276-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.019643
5276-Iს
01/11/2019
ვებგვერდი, 04/11/2019
430020000.05.001.019643
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ჰ47“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ47) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ​1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების წესს;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურებს;“.

3. მე-10 მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, აგრეთვე სამხედრო და საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო და საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“.

  5. IV2 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მუხლი 312. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით განსაზღვრულ სპეციალობებში სპეციალისტთა მომზადება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.

2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არ ვრცელდება ამ კანონის IV და V თავების მოქმედება.“.

6. 476 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.“.

7. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 566 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56​6. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

9. 63-ე მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.“.

10. 801 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტები მიზნობრივად ფინანსდებიან სახელმწიფო გრანტით, რომლის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2019 წ.

N5276-Iს