დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1916 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.060.000.05.001.003.676 |
საქართველოს კანონი
� უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1.
� უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 22- ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11� პუნქტი:
�11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს პრემიერ- მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.�.
2. 63- ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ამ კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში მისი დებულების შესაბამისად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო, რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.�.
��� მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
��� მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ����������������������������� მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი.
№1916� IIს
დოკუმენტის კომენტარები