დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4243-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.102274 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 43-ე მუხლის:
ა) მე-15 პუნქტის: ა.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი: „ა.გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, არაუმეტეს 1 წლის ვადით;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა: ბ.ა) ორსულობის, მშობიარობის ან/და ბავშვის მოვლის გამო; ბ.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას იმ შემთხვევაში, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაკლებ 4 თვის განმავლობაში აქვს გაუარესებული, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი სტუდენტისა; ბ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, თუ ის არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტი;“; ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. თუ პირი, რომელიც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, გათავისუფლდება იმ ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის მიერაც არის წარდგენილი აღნიშნულ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; გ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს სტუდენტის სტატუსი არ შეუწყდება, თუ ის მისი ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართავს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთ-ერთ შემდეგ საკითხზე: ა) მის მიერ სწავლის საფასურის გადახდისა და სწავლის გაგრძელების თაობაზე; ბ) სტუდენტის სტატუსის არაუმეტეს 1 წლით შეჩერების თაობაზე, რის შემდეგაც ის სწავლის საფასურს გადაიხდის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 30 მაისი 2024 წ. N4243-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები