„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 20/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.001.003.611
  • Word
1611
10/08/2009
სსმ, 25, 20/08/2009
430.060.000.05.001.003.611
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რასაც თან სდევს კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ცნობა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით;“;

ე) „ო“ და „ო1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

1) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ვეტერინარი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის;“;

ვ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დიპლომირებული სპეციალისტი – მფლობელი იმ კვალიფიკაციისა, რომელიც პირს ენიჭება პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად და რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება;“;

ზ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამა – პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამა, რომლის მიზანია სპეციალისტის მომზადება პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის;“;

თ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად;“;

ი) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;

უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;“;

კ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;“;

ლ) „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) „ღ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ2) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით;“;

ნ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;“;

ო) „წ“ და „წ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;

1) მაგისტრანტობის კანდიდატი – საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის ან მაგისტრის დიპლომის მქონე პირი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას;“;

პ) „წ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ2“ და „წ3“ ქვეპუნქტები:

„წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ფარგლებში ან დამოუკიდებლად არსებული, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;

3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;“;

ჟ) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა;“;

რ) „ჰ5 “–„ჰ7“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები;

6) კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ცნობა – უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების ცნობა (აღიარება) კომპეტენტური ორგანოს მიერ;

7) სადისერტაციო საბჭო – უნივერსიტეტის ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტში არსებული ორგანო, რომელიც ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;“;

ს) „ჰ9“ და „ჰ10“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ9) საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა – სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე საშემსრულებლო სპეციალობაში შემსრულებლის (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მისთვის შესაბამისი სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება;

10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, დიპლომირებული სპეციალისტის ან/და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;“;

ტ) „ჰ14“–„ჰ16“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ14) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;

15) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;

16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;“;

უ) „ჰ18“და „ჰ19“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;

19) ფაკულტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;“;

ფ) „ჰ22“ და „ჰ23“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ22) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას;

23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;“;

ქ) „ჰ32“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ33“ და „ჰ34“ ქვეპუნქტები:

„ჰ33) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;

34) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში;“.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“–„ნ3“ ქვეპუნქტები:

„ნ1) ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა მიღების, მათთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესს;

2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;

3)განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესს;“;

ბ) „პ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ2) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესსა და უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობის დადგენის წესს;“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:

ა) უნივერსიტეტი;

ბ) სასწავლო უნივერსიტეტი;

გ) კოლეჯი.“.

6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესს განსაზღვრავს დაწესებულების წესდება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ დაწესებულების ან ფაკულტეტის სხვა სტრუქტურული ერთეული, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, მათი მართვის ორგანოები და საქმიანობის წესი.“.

7. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი. წესდებით განსაზღვრული წესითა და პროპორციით წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ პირები, რომლებსაც ამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიანიჭა კვალიფიკაცია, აგრეთვე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.“.

8. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის მომზადებისა და წარმართვის პროცედურა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“.

9. მე-20 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21პუნქტი:

„21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიძლება განისაზღვროს აკადემიური საბჭოს საქმიანობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენელთა მონაწილეობის წესი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლობის კვოტა არ უნდა აღემატებოდეს ფაკულტეტისათვის დადგენილ წარმომადგენლობის კვოტას.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.“.

10. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფაკულტეტის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“;

ა.ბ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადგენს სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს;

ლ) ფაკულტეტის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–14 პუნქტები:

„11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

12. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ ან ასოცირებულ პროფესორს.

13. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

14. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება.“.

11. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“.

12. 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე ამ დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.“.

13. 28-ე მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;“.

14. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 3 კვირის და არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“.

15. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს/ფაკულტეტების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/ერთეულების, ან ფაკულტეტების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.

4. უნივერსიტეტის წესდებით შეიძლება განისაზღვროს სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები.

5. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგებში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.“.

16. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“.

17. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“.

18. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) 5 წელიწადში ერთხელ პროფესიული განვითარების მიზნით აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 1 სასწავლო წლის ვადით;“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.“.

19. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.“.

20. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;“.

21. 46-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურები“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიური უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია. პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს დიპლომირებული სპეციალისტისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს.

2. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია:

ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;

ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.“;

გ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. ამ კანონის 472 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.“.

     22. 47-ე და 471 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო

პროგრამა

1. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120–180 კრედიტს.

2. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოთი განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული კრედიტები შეიძლება ჩათვალოს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის დიპლომირებული სპეციალისტი უნდა ჩაირიცხოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს სტუდენტის მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 471. სამედიცინო/სტომატოლოგიური და ვეტერინარული  განათლება

1. სამედიცინო განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.

2. ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 300 კრედიტს და მთავრდება დიპლომირებული ვეტერინარის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული ვეტერინარის აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.“.

23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 472 მუხლი:

     „მუხლი 472. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია იყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი.

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე მიეთითება დიპლომსა და დიპლომის დანართში.“.

24. 48-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საშემსრულებლო სპეციალობებისა, არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან. ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას, რომელთა საფუძველზედაც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარდგენას.“.

25. 49-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს უნივერსიტეტის ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.

5. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო საბჭოს დებულებით.“.

26. 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კვალიფიკაციის ცნობა (აღიარება) ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მათი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან.

2. უცხოეთში გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტს ფორმალურად ცნობს (აღიარებს) და მის ეკვივალენტობას ადგენს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

27. 52-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, უფლება ან/და ვალდებულება, ჩაერთოს ერთიან საგამოცდო სისტემაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე მიღების განსახორციელებლად, აცხადებს საკუთარი ფაკულტეტების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ეროვნულგამოცდებგავლილი აბიტურიენტები ფაკულტეტებზე მიიღებიან ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს, განახორციელოს მიღება დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე, აცხადებს შესაბამისი ადგილების რაოდენობას თითოეული ფაკულტეტის მიხედვით განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და სიებს უგზავნის შესაბამის ფაკულტეტებს.“.

28. 521 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;

გ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

8. საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.“.

29. 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარდა ამ კანონის 542 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 542 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამისა და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამის სტუდენტების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის იქმნება აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების ორი დოკუმენტი, თითოეული პროგრამის სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე.“.

30. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 542მუხლი:

     „მუხლი 542. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

31. 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

32. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 64. ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბების წესი

1. კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესა და წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების შესაბამისად. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე და წევრი შეიძლება იყვნენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები.

2. აკრედიტაციის მაძიებელი მხარე უფლებამოსილია, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დანიშნულ ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს ან/და წევრებს გამოუცხადოს აცილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად.“.

33. 66-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, აგრეთვე განსაზღვრავს ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა ადგილების რაოდენობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სტუდენტთა ადგილების რაოდენობა დაწესებულების აკადემიურ უმაღლეს და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე განისაზღვრება ცალ-ცალკე.“.

34. 68-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) შესაბამისობას ამ დაწესებულების მატერიალური, საფინანსო, პროგრამული და ადამიანური რესურსების სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტთან.“.

35. 71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამული აკრედიტაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) შესაბამისობას შემდეგ სტანდარტთან:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;

ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

გ) სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

ე) სწავლების ხარისხის ამაღლების პოტენციური შესაძლებლობები.“.

36. 74-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიკაციების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლის შესაბამის პროგრამასაც მიღებული აქვს სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიკაციების დამადასტურებელ დოკუმენტებს.“.

37. 79-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებაზე ან/და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.“.

38. 81-ე მუხლის მე-2, 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის და მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში, დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში, დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ დაფარავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლების ღირებულებას.

21. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურსა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომირებული სპეციალისტის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ დაფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას.

22. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა/ოდენობები სტუდენტისათვის, რომელმაც მიიღო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია და შემდგომ ჩაირიცხა ბაკალავრიატში სწავლის გასაგრძელებლად, არ მოიცავს იმ კრედიტების დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ჩათვალა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ღირებულება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის/ოდენობების ფარგლებში გამოითვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

39. 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2009 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.“.

40. 88-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა.“.

41. 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62პუნქტები:

„61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისამდე უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის განხორციელება.

62. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება. ამ წესის დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღებიან და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

42. 90-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტითა და 542 მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცებისთანავე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 10 აგვისტო.

№1611–რს